სელენა გომესის თქმით, ტეილორ სვიფტის ერთწინადადებიანი ბიზნესრჩევა მას მილიონდოლარიანი ბრენდის შექმნაში დაეხმარა
By Erin Davis
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
33 წლის სელენა გომესი შარშან მილიარდერი გახდა, რაც, ძირითადად, მისი პოპულარული კოსმეტიკური ბრენდის, Rare Beauty-ს დამსახურებაა. წლის დასაწყისში კომპანიის ღირებულება 2,7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
ის შესანიშნავი ბიზნესრჩევის მიცემას თავის ახლო მეგობარს, ტეილორ სვიფტს მიაწერს, რომელიც Bloomberg-ის ცნობით, მილიარდერი ერთი წლით ადრე, 2023 წლის ოქტომბერში გახდა.
ოთხშაბათს, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, Fortune-ის ყველაზე გავლენიანი ქალების კონფერენციაზე გომესმა შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ სვიფტმა თქვა: "თუ ოთახში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხარ, ესე იგი არასწორ ოთახში იმყოფები".
გომესის თქმით, ამ რჩევამ მას უბიძგა, გარშემორტყმულიყო ისეთი ადამიანებით, რომლებმაც მასზე მეტი იციან.
Skims-ის თანადამფუძნებელი და Good American-ის აღმასრულებელი დირექტორი, ემა გრედიც იმავე აზრზეა. მან ადრე Entrepreneur-ს განუცხადა, რომ მენეჯმენტისადმი მისი მიდგომა "საუკეთესო ადამიანების დაქირავება და მათი საქმიანობისთვის ხელის არშეშლაა".
"დაიქირავეთ სწორი ხალხი და შემდეგ ნუ ჩაერევით მათ საქმიანობაში. მე არ ვარ კინოკონტრაქტების მოლაპარაკებაში გამოცდილი, მაგრამ ვქირაობ სწორ ადამიანებს, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ", – თქვა გრედმა.
თარგმანი: მარიამ ქობალია