Wejet Business Travel – ჩინურ ბიზნესსამყაროსთან დაკავშირების ახალი შესაძლებლობა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Wejet საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელსაც შემოაქვს ამანათები და ტვირთები სხვადასხვა ქვეყნიდან – ჩინეთიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან და თურქეთიდან.
Wejet ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და წლებია მომხმარებლებს დაუჯერებლად იაფ, სწრაფ, საუკეთესო სერვისსა და გამჭვირვალე მომსახურებას სთავაზობს.
ამჟამად კი, კომპანია მომხმარებელს ახალ სერვისს – Wejet Business Travel – სთავაზობს, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ჩინურ ბიზნესსამყაროსთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებას აძლევს.
"Wejet Business Travel შექმნილია ბიზნესის საჭიროებებზე მორგებით. იდეა გაჩნდა ჩვენი კორპორაციული კლიენტების ხშირი მოთხოვნებიდან – მათ სჭირდებოდათ არა მხოლოდ ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირება, არამედ ჩინური ბაზრის შესაძლებლობებში კარგად გარკვევა, იქაური კომპანიების მენეჯმენტთან პირდაპირი მოლაპარაკება, ქარხნებისა და პროდუქტების ადგილზე გაცნობა, საინტერესო შესაძლებლობების აღმოჩენა, საქმიანი მგზავრობის დაგეგმვაც.
ჩვენ ჩინური ბაზრის ღრმა ცოდნა და კავშირები გვაქვს, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შევქმნათ სპეციალური სერვისი, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, პირდაპირ გაეცნონ და მჭიდრო კავშირი დაამყარონ ჩინურ ბაზართან", – ლაშა ფეიქრიშვილი, Wejet-ის გენერალური დირექტორი.
Wejet Business Travel სერვისი გულისხმობს არა მხოლოდ მგზავრობის ორგანიზებას, არამედ ბიზნესის რეალური განვითარების ხელშეწყობას. პროგრამა მოიცავს შემდეგს:
პროფესიონალ გიდს ქართულ და ჩინურ ენაზე – კომფორტული კომუნიკაციისა და ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივ ბაზარზე.
ქარხნებისა და საწარმოების მონახულებას – მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირადად გაეცნონ წარმოების პროცესებს.
გამოფენების დათვალიერებას – ინოვაციებისა და უახლესი ტენდენციების აღმოჩენის მიზნით სხვადასხვა ინდუსტრიაში.
შეხვედრებს ადგილობრივი კომპანიების მენეჯმენტთან – რაც ქმნის პირდაპირი დიალოგისა და თანამშრომლობის პერსპექტივას.
ბაზრის ანალიზსა და შესაძლებლობების გაცნობას – რეალური ხედვებისა და პრაქტიკული ინფორმაციის მისაღებად ჩინეთის ბიზნესგარემოზე.
"ჩვენი სერვისის მიზანია, ხელი შევუწყოთ როგორც საშუალო და მსხვილ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს უცხოეთში ხშირად გზავნიან, ასევე სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებს, რომელთაც საერთაშორისო შეხვედრებსა თუ ღონისძიებებზე პროფესიონალური მხარდაჭერა სჭირდებათ. პრაქტიკულად ყველა კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საქმიანობას, შეუძლია ისარგებლოს Wejet Business Travel-ით.
ჩვენი სტრატეგია ორიენტირებულია რეგიონალური გაფართოებისკენ. პირველ ეტაპზე ვგეგმავთ საქართველოს ფარგლებს გარეთ – მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანში სერვისის შეთავაზებას. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მიზნად გვაქვს ევროპულ ბაზარზე შესვლაც, სადაც დიდი პოტენციალია ბიზნესმოგზაურობისა და ტრანსპორტირების ინტეგრირებული სერვისებისთვის".