We Are Group - სადაც იდეა ემოციად, ხოლო ემოცია გამოცდილებად იქცევა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
We Are Group ქართულ ქეითერინგ სფეროში სრულიად გასხვავებულ მომსახურებას, კულტურას და სტანდარტებს გვათავაზობს, ის ორი გამოცდილი პროფესიონალის ნინო კიკალიშვილის და ეკა ჯალაღონიას ხედვის გაერთიანებით დაიბადა.
ბრენდი, რომელიც გამოცდილებაზეა აგებული
მათ გამოცდილებას ემატება გუნდი - პროფესიონალი შეფი, ორგანიზატორები და შემოქმედებითი სპეციალისტები, რომლებიც ერთად წარმოადგენენ კომპანიის ყველაზე დიდ ძალას. თითოეული ღონისძიება მათთვის არა უბრალოდ შესრულებული პროექტი, არამედ დამკვეთთან კოლაბორაცია და მისი ხედვის კრეატიული გაგრძელებაა.
We Are Group-ის მთავარი განმასხვავებელია ის, რომ ისინი სტანდარტულ სერვისს არ სთავაზობენ პარტნიორებს, ისინი ქმნიან ინდივიდუალურ მენიუს თითოეული ღონისძიებისთვის, ვიზუალურად გამორჩეულ და გარემოზე მაქსიმალურად მორგებული დეტალებით. მიდგომა რომ გამოცდილება, სადაც თითოეული ელემენტი საერთო კონცეფციას ემსახურება, აძლევთ მათ შესაძლებლობას, ღონისძიება არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ვიზუალურად და ემოციურადაც სრულყოფილი გახადონ.
ადამიანები, რომლებიც ქმნიან We Are Group-ის ისტორიას
We Are Group თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს იმისთვის, რომ პროცესები იყოს უფრო ეფექტური და გამჭვირვალე. ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ დამკვეთებს ჯერ კიდევ დაგეგმვის ეტაპზე შეუძლიათ ნახონ მენიუს ვიზუალური პრეზენტაცია და წინასწარ იგრძნონ ღონისძიების ატმოსფერო.
თუმცა კომპანიაში კარგად იციან რომ ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტია. საბოლოო შედეგს კი ყოველთვის ადამიანები ქმნიან, მათი ემოცია, შემოქმედებითობა და პროფესიონალიზმი.
We Are Group მიზანია შექმნან ისეთი გამოცდილება, რომელიც დიდხანს დარჩება ადამიანების მეხსიერებაში. ისინი აქტიურად ავითარებენ ახალ იდეებს, რათა ქეითერინგის სექტორი უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და ინოვაციური გახადონ.