Upgaming-ი ანაზღაურებად Talent Growth პროგრამას იწყებს - Upრინდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური სფერო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სექტორად ითვლება. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, რაზეც ბაზარზე არსებული ტექნოლოგიური კომპანიების მზარდი რიცხვიც მეტყველებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული სფერო გლობალურ ბაზარზეა მორგებული, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობით მიღებული პრაქტიკული გამოცდილება კი პროფესიული განვითარების გზაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

Upgaming-ის ახალი ინიციატივის მიზანი სწორედ ამ შესაძლებლობის შექმნაა - ახალგაზრდა ტალანტებს საშუალება მისცეს, საკუთარი ცოდნა რეალურ, საერთაშორისო გამოცდილებად აქციონ.

ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია Talent Growth-ის ანაზღაურებად პროგრამას იწყებს, სადაც მონაწილეები ინდივიდუალურ მენტორებთან ერთად რეალურ პროექტებზე იმუშავებენ და საერთაშორისო კომპანიის სტანდარტებს გაეცნობიან.

ოთხთვიანი პროგრამა ექვს მიმართულებას მოიცავს: Backend Development, QA (Manual), Game Development, 2D Spine Animation, 2D Game Art და SEO. თითოეულ მონაწილეს მენტორად მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტი ეყოლება, ხოლო წარმატებული კურსდამთავრებულები Junior პოზიციებზე დასაქმდებიან.

რეგისტრაცია 1-ელი ოქტომბერიდან 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც აპლიკანტები შერჩევის 3-ეტაპიან პროცესს გაივლიან. საბოლოოდ, შერჩეული 12 მონაწილე სწავლას 3 ნოემბერიდან დაიწყებს.

მაიკო მჟავანაძე – პროგრამის მენეჯერი:

Upgaming-ში გვჯერა, რომ ახალ თაობას სწორი მიმართულება და გარემო სჭირდება, რათა თანამედროვე ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობა შეძლონ. სწორედ ამ გზის გავლაში დაეხმარებიან მათ ჩვენი მენტორები, რომლებიც უკვე მრავალი წლის განმავლობაში ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს გლობალურ ბაზარზე.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ სივრცე, სადაც მონაწილეები პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ და დაიმკვიდრებენ საკუთარ ადგილს ყველაზე მოთხოვნად სფეროებში. "Upრინდი" კი გზავნილია, რომლითაც კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობას ვუსვამთ ხაზს.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.