ციფრული წიგნიერების პროგრამა ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების მასწავლებლებისთვის BTU-ს, UNDP-სა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და დანიის მთავრობის პროექტის "მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა" დაფინანსებით აცხადებს რეგისტრაციას ციფრული ელჩების პროგრამაზე ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებლებისთვის.

პროგრამა მიზნად ისახავს ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებლების ციფრული და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მიწოდებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გზით. პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ციფრული წიგნიერების, კიბერუსაფრთხოების, კრიტიკული აზროვნებისა და Google-ის ინსტრუმენტების ათვისებაზე, ასევე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, მწვანე გადასვლისა და კლიმატის ცვლილების მიმართ ცნობიერების გაღრმავებაზე.

ტრენინგებს გაუძღვებიან შესაბამის სფეროში მომუშავე წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს გააცნობენ ინფორმაციას ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა:

პირველი დღე

  • კიბერ-ჰიგიენა და უსაფრთხო ქცევის წესები;
  • მედიაწიგნიერება და ცრუ ინფორმაცია;
  • ციფრული წიგნიერება/ცნობიერების ამაღლება;
  • Google-ის პროდუქტების საფუძვლები;
  • ინტერნეტი, როგორც რესურსების საცავი;
  • Google-ის ხელსაწყოები.

მეორე დღე

  • ხელოვნური ინტელექტი (AI) სწავლების გაუმჯობესებისთვის;
  • AI პრაქტიკული ინსტრუმენტები;
  • გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

ტრენინგები ჩატარდება 2025 წლის 6 და 7 დეკემბერს, ქალაქ ფოთში.

პროგრამის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების სკოლებიდან რეგისტრაციის საფუძველზე შერჩეული 25 მასწავლებელი.

დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ 2025 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: international@btu.edu.ge