თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია #1 დეველოპერული კომპანია "არქის" მასშტაბური პროექტის - "გრანდ ავენიუს" - ინვესტორი გახდა.
"ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რაც მეტყველებს იმ ნდობაზე, რომელიც "არქის" მიმართ მაქვს. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი," - აცხადებს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.
"გრანდ ავენიუ არქისგან" უნიკალური პროექტია - ქალაქის ახალი ცენტრი, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს, "ქალაქი ქალაქში" კონცეფციით იქმნება. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ წინასწარი გაყიდვების გრანდიოზული ღონისძიება გამართა - 5 საათში კომპლექსის 644 ბინა გაიყიდა, რაც "არქის" ახალი რეკორდია.
"გრანდ ავენიუ" თანამედროვე სტანდარტებით იქმნება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლანდშაფტის განვითარებასა და მრავალფეროვან შიდა ინფრასტრუქტურას. ტერიტორიის 75%-ზე გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონები, რაც თბილისის მასშტაბით უპრეცედენტოა.
პროექტის მიზანია თბილისის ამ ნაწილის გარდაქმნა თანამედროვე ტიპის ქალაქის ცენტრად, სადაც იქნება ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.