"თეთრი კვადრატის" გათამაშების გამარჯვებულის ისტორია ოცნებები ნამდვილად ხდება — მაშინაც კი, როცა არ წარმოგვიდგენია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზოგჯერ ცხოვრება სწორედ იმ დროს გვიჩვენებს სასწაულებს, როდესაც ყველაზე ნაკლებად გვჯერა მათი. ასე დაიწყო "თეთრი კვადრატის" გათამაშების გამარჯვებულის, ირინე შერბინას ისტორია — 46 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე ქალის, რომელსაც არც კი წარმოედგინა, რომ "თეთრ კვადრატში" მისი შენაძენი ასეთი იღბლიანი აღმოჩნდებოდა და გათამაშების გზით საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე, 71 კვადრატული მეტრის ბინის მფლობელი გახდებოდა.
"რაც ჩემს თავს გადამხდა, მე ამაზე ოცნებაც არ შემეძლო.
არ წამომედგინა, რომ დღეს შეიძლებოდა ასეთი რაღაც — ჩემნაირი, უბრალო დაწყებითის მასწავლებლისთვის - ბინა მომეგო." ამბობს ირინე შერბინა, რომელიც გამარჯვების ემოციებს ამ დრომდე ვერ მალავს.
"თეთრი კვადრატის" გათამაშების იღბლიანი გამარჯვებული 27 სექტემბერს გამოვლინდა. გათამაშების წესები საკმაოდ მარტივი იყო — ყველას, ვისაც "თეთრი კვადრატის" ნებისმიერ პროექტში საცხოვრებელი, ან კომერციული ფართი ჰქონდა შეძენილი და ღირებულების მინიმუმ 20% გადახდილი, გათამაშების ბილეთი ეკუთვნოდა, რომელსაც გაყიდვების ოფისში სპეციალურ ყუთში ათავსებდნენ. ყოველი 1000$ ერთ ბილეთს უდრიდა, რაც გამარჯვების საკმაოდ მაღალ და რეალურ შანსს იძლეოდა.
ასე შეიტყო ირინამ გათამაშების შესახებ და სწორედ ასე გადასცეს მას გაყიდვების ოფისში იღბლიანი ბილეთი. გულწრფელად იხსენებს, რომ გათამაშებაში მონაწილეობის განსაკუთრებული მოტივაცია არ ჰქონია — ეს კი იმიტომ, რომ ამ შედეგის არც კი სჯეროდა.
"ანი, ჩვენი მენეჯერი, მაძლევს ბილეთებს და მეუბნება, ეს შეავსეთო. რომ შევხედეთ, თან ისეთი დაღლილები ვიყავით, 26 აგვისტო იყო, ჩემი დაბადების დღე. ანი, არ მჯერა, როგორ უნდა მოვიგო მე ბინა-მეთქი? გთხოვთ ქალბატონო ირინა, შეავსეთო. კარგი, შევავსე, ჩავყარე და დამავიწყდა." — იხსენებს ირინე.

უბრალო მცდელობა კი სინამდვილეში მისთვის დაუჯერებელ რეალობად იქცა. შემდეგ იყო გამარჯვება — სიხარულის და მადლიერების ცრემლები ერთდროულად და წამი, როდესაც აცნობიერებ, რომ ოცნებები ნამდვილად ხდება — მაშინაც კი, როცა არ წარმოგვიდგენია.
ირინე შერბინას ისტორია მხოლოდ გამარჯვების ამბავი არ არის. დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატისთვის" ეს საკუთარი მობინადრეებისთვის საცხოვრებელი გარემოს შექმნის გარდა, დაუვიწყარი ემოციური გამოცდილების ჩუქებაც იყო.