Tech4Skill Ideathon — ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ტექნოლოგიით შეცვალონ პროფესიული განათლების მომავალი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2025 წლის 8-9 ნოემბერს კრეატიული განვითარების ცენტრი (CDC) გამართავს ორდღიან Tech4Skills იდეათონს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების იდეების მხარდაჭერას პროფესიული განათლების/(VET) მიმართულების განვითარებისთვის საქართველოში.

იდეათონი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას წარმოადგინონ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, როგორიცაა პლატფორმები, თამაშები, აპლიკაციები, ჩატბოტები ან ციფრული კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.

ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ სამ მთავარ გამოწვევაზე:

  • ახალგაზრდების ჩართულობა პროფესიულ განათლებაში;
  • ქალების მხარდაჭერა პროფესიულ განათლებაში;
  • ციფრული გადაწყვეტები პროფესიული განათლების გასაძლიერებლად.

Tech4Skill Ideathon მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას:

  • განავითარონ თავიანთი იდეები და შექმნან პროტოტიპები;
  • იმუშაონ პროფესიონალ მენტორებთან და ექსპერტებთან;
  • დაესწრონ ინსპირაციულ ვორქშოფებსა და სესიებს;
  • წარადგინონ საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე.

სამი გამარჯვებული გუნდი გაივლის ორთვიან მენტორობის პროგრამას, რომლის განმავლობაში მათ ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი პროტოტიპები და გადაიყვანონ ისინი პროფესიულ დონეზე.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროფესიული განათლების სფეროთი და აქვთ ტექნოლოგიური იდეა ზემოთ აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად. აუცილებელია 2-4 წევრიანი გუნდის ყოლა.

თარიღი: 8-9 ნოემბერი
ადგილი: თბილისი
კონტაქტი: cdcgeo@gmail.com | 595 99 60 30/593 19 72 19

იდეათონი ტარდება კრეატიული განვითარების ცენტრის (CDC) ორგანიზებით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების — "EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება" და "VET in Georgia's Growth Sectors" — კოლაბორაციის ფარგლებში. აღნიშნული პროექტები ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით ხორციელდება და ორგანიზაცია GIZ-ის მიერ იმპლემენტირდება.