თანამშრომელთა კეთილდღეობა — წარმატებული კომპანიის ახალი სტანდარტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესგარემოში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება გლობალური ტენდენცია: კომპანიები თანამშრომელთა მდგრად კეთილდღეობას სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად აქცევენ. კეთილდღეობა აღარ არის მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა — ეს არის საინვესტიციო გადაწყვეტილება, რომელიც მრავალმხრივ უბრუნდება დამსაქმებელს: ამცირებს გაცდენებს, ზრდის პროდუქტიულობას და აძლიერებს გუნდურ ერთგულებას.

იმ ორგანიზაციებში, სადაც კეთილდღეობა პრიორიტეტულია, თანამშრომლები უფრო ბედნიერები, მოტივირებულები და შედეგზე ორიენტებულები არიან. სწორედ ამ მიდგომით გამოირჩევიან Fitpass-ის პარტნიორი კომპანიები, მათ შორის KPMG და SMH Sports, რომელთა გამოცდილებაც თვალსაჩინოდ აჩვენებს, როგორ გარდაქმნის ეს ინვესტიცია სამუშაო გარემოს.

KPMG-ის გამოცდილება

"თანამშრომლების კეთილდღეობა ჩვენი კომპანიისთვის, პირველ რიგში, ნიშნავს ჯანსაღი და მხარდამჭერი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას. ამასთან, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ფიზიკური აქტივობის წახალისებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. გვჯერა, რომ სწორედ ამ ფაქტორების თანხვედრა ქმნის იმ გარემოს, რომელიც რეალურად განაპირობებს თანამშრომლის კეთილდღეობას.

Fitpass-ი გვაძლევს შესაძლებლობას, ნათლად გამოვხატოთ კომპანიის დამოკიდებულება სიჯანსაღისა და მენტალური ჯანმრთელობის მიმართ — რამდენად მნიშვნელოვანია სტრესის თავიდან აცილება და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. Fitpass-ი ჩვენი თანამშრომლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება: სხვადასხვა სპორტული აქტივობები ეხმარება მათ შექმნან მრავალფეროვანი გარემო და შეადგინონ კონკრეტულად მათზე მორგებული პროგრამა.

ვფიქრობ, Fitpass შესანიშნავი ინიციატივაა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს გუნდის წევრებს ჯანსაღი ცხოვრების არჩევანში."
— ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე კიღურაძე

კვლევებიც ადასტურებს ამ მიდგომას: Forbes-ის მონაცემებით, კეთილდღეობაში ინვესტირებული კომპანიები თანამშრომელთა გაცდენებს საშუალოდ 28%-ით ამცირებენ, ხოლო Gallup-ის კვლევით, ბედნიერი თანამშრომლები 21%-ით უფრო პროდუქტიულები არიან.

SMH Sports-ის გამოცდილება

"ჩვენი კომპანიის ორგანიზაციული კულტურა თანამშრომლების კეთილდღეობას ეფუძნება, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ჩვენთვის მთავარია, როგორც კეთილმოწყობილი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, ისე მათი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის ხელშეწყობა. ჩვენი მიზანია თანამშრომლებზე მუდმივი ზრუნვა და მათი კეთილდღეობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, რათა ისინი იყვნენ მოტივირებულები, კმაყოფილნი და ჯანმრთელები. გვჯერა, რომ ჯანსაღი სამუშაო გარემო არაჩვეულებრივი შედეგების მიღწევას უწყობს ხელს და კომპანიის საერთო შედეგებსა და ფუნქციონირებაზე აისახება.

კომპანიაში Fitpass-ის დანერგვა, პირველ რიგში, დაკავშირებულია ჩვენს ღირებულებებთან. თანამშრომლების ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც შრომისუნარიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლების მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ კომპანიის მიერ Fitpass-ისა და დაზღვევის დაფინანსება ბუნებრივი მოცემულობაა.

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია ჩვენი კომპანიის მისია და პოზიციონირება: როგორც იცით, SMH Sports-ი არის საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ევრაზიის რეგიონში ექსკლუზიურ წარმომადგენლობას ვწევთ მსოფლიოს სპორტული ბრენდებისთვის, მათ შორის: La Gazzetta dello Sport, Setanta Sports, SBC Gaming, Esports Insider და სხვები.

შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული აქტივობა კომპანიის მნიშვნელოვანი მიმართულებაა — შეიძლება ითქვას, ჩვენი კომპანიის დნმ-ის ნაწილია. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის დამატებითი აქტივობების შეთავაზებაში, ბენეფიტის სახით, Fitpass-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის, რისთვისაც გიხდით მადლობას.

Fitpass-ის დახმარებით ჩვენი თანამშრომლების ყოველდღიურობაში უფრო მეტად დაბალანსდა სამუშაოსა და პირადი ცხოვრების წესი, გაიზარდა ფიზიკური აქტივობა. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს სტრესის დონეს და აუმჯობესებს მოტივაციას — უფრო ხალისიანი, ენერგიული და ემოციურად სტაბილური ხდები, რაც მყისიერად ახდენს დადებით გავლენას პროფესიონალურ საქმიანობაზე. Fitpass-ი გვეხმარება ჩვენს სამუშაო გარემოში ჯანსაღი მუშაობის წესის დანერგვაში.

რა თქმა უნდა, კომპანიის სახელით დიდ რეკომენდაციას ვუწევთ Fitpass-ს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ თქვენ გვეხმარებით ჯანსაღი მუშაობის წესის დანერგვაში (რაც გულისხმობს ყოველდღიურ სამუშაო რუტინაში დამატებითი გამაჯანსაღებელი აქტივობების ინტეგრირებას). Fitpass-ი ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია — ამას ისიც ადასტურებს, რომ ახალი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს Fitpass-ში გაწევრიანებას. ეს კი ცალსახად მიუთითებს, რომ კომპანიის მხრიდან Fitpass-ის შეთავაზება, როგორც ბენეფიტი, სწორი გადაწყვეტილებაა."
— PR და ადმინისტრაციის უფროსი ანა ნადირაძე

დღეს თანამშრომელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა უკვე ახალი სტანდარტია წარმატებული კომპანიებისთვის. Fitpass კი ამ სტანდარტის მიღწევის სანდო და ეფექტური პარტნიორია — ეხმარება ორგანიზაციებს შექმნან ჯანმრთელი, მოტივირებული და შედეგებზე ორიენტირებული სამუშაო გარემო, რაც საბოლოოდ მთლიანად კომპანიის მდგრად განვითარებაზე აისახება.