SLP Law Office – იურიდიული აუთსორსინგის ახალი სტანდარტი საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იურიდიული მომსახურების სფერო საქართველოში ტრადიციულად აღიქმება, როგორც დისტანცირებული სერვისი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ გამოწვევებს გადაჭრის და კლიენტს განგრძობადი მხარდაჭერის შეგრძებას არ უტოვებს. SLP Law Office კი ამ სტერეოტიპს ანგრევს და ქმნის სრულიად ახალ მიდგომას – იურიდიული აუთსორსის ისეთ სტრატეგიულ ფორმატს, რომელიც კომპანიის შიდა იურისტსა და აუთსორს იურიდიულ გუნდს შორის ზღვარს არა მხოლოდ აქრობს, არამედ ბიზნესის პროცესებთან ინტეგრირდება კიდეც.

ფირმის დამფუძნებლები, გვანცა თათოშვილი და თამარ დანელია, აცხადებენ, რომ მათი მიზანია იურიდიული პროცესები გახდეს არა რთული და მიუწვდომელი, არამედ გამჭვირვალე, მარტივად გასაგები და ბიზნესისთვის რეალური სტრატეგიული აქტივი.

"ჩვენ გვინდა წავშალოთ ზღვარი შიდა იურისტსა და აუთსორს გუნდს შორის. ჩვენი იურიდიული სერვისი უნდა აღიქმებოდეს როგორც ბიზნესის სტრუქტურის ბუნებრივი ნაწილი", ამბობენ დამფუძნებელი პარტნიორები.

SLP Law Office-ის კონცეფცია Design Thinking-ისა და მედიაციის პრაქტიკების შესწავლისას ჩამოყალიბდა. ეს მეთოდოლოგიები ადამიანებზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს მოიაზრებს და რთულ სამართლებრივ საკითხებს მარტივ, გასაგებ ენაზე ხსნის. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ ქართული ბაზრისთვის შექმნილიყო სერვისი, რომელიც იურისტებთან კომუნიკაციას არ აქცევდა კომპლექსურ და დამღლელ პროცესად.

"ბაზარს სჭირდებოდა ახალი სტანდარტი სტანდარტი, სადაც სამართალი ბიზნესისთვის ხელშესახები და პრაქტიკულად გამოსაყენებელი ინსტრუმენტია. ჩვენი მიზანი იყო ამ სიცარიელის შევსება", განმარტავს გვანცა თათოშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

ახალი იურიდიული ბრენდის შექმნა კონკურენტულ და ეკონომიკურად გაურკვეველ გარემოში დიდი გამოწვევა იყო. კომპანია სულ ერთი თვის წინ დაარსდა, თუმცა პირველივე დღიდან მკაფიოდ განსაზღვრა ღირებულებები და პოზიციონირება. ამ მიდგომამ მათ სწრაფად მოუტანა პირველი წარმატება – ანუ მომხმარებლები, რომლებიც გუნდს წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობის წყალობით ენდნენ.

"სიმამაცე ჩვენთვის მხოლოდ რისკის აღება არ იყო. ეს ნიშნავდა მზადყოფნას, დაგვეცვა მკაფიო ხედვა მაშინაც, როცა ბაზარზე ჯერ კიდევ არ არსებობდა მსგავსი მიდგომა. ჩვენ ვირწმუნეთ, რომ იურიდიული აუთსორსი საქართველოში უნდა ქცეულიყო სტრატეგიულ აქტივად და არა, უბრალოდ, დამატებით რესურსად".

SLP Law Office-ის გუნდს ყველაზე მეტად შთააგონებს რწმენა, რომ სამართალი ადამიანებისა და ბიზნესებისთვის განვითარების ხელშემწყობ ინსტრუმენტს უნდა წარმოადგენდეს. კომპანიის მისიაა, რთული სამართლებრივი პროცესები მომხმარებლებისთვის გაამარტივოს და მიიღოს გადაწყვეტილებები კლიენტთან ერთად პროაქტიულ კომუნიკაციაზე დაყრდნობით.

"ჩვენთვის სამართალი მხოლოდ პრობლემების გადაჭრა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ვიმუშაოთ ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომით და გავხადოთ სამართლებრივი სერვისის სტრატეგული სტანდარტები არა გამონაკლისი, არამედ ყოველდღიური პრაქტიკა", აღნიშნავს თამარ დანელია.

უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კომპანია მიზნად ისახავს ბაზარზე სანდო და სტრატეგიული პარტნიორის სახელის დამკვიდრებას, რომელიც გამოირჩევა მკაფიო ხედვითა და თანმიმდევრული მიდგომებით. ამისთვის დაგეგმილია:

  • გუნდის ჩამოყალიბება, სადაც იურისტები სერვისის გაუმჯობესებული სტანდარტების ინოვატორებიც არიან;
  • საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება, რაც ლოკალურ სტარტაპებსა და უცხოელ ინვესტორებს "ერთი ფანჯრის" პრინციპით მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს;
  • ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებსა და Design Thinking-ზე დაფუძნებული მიდგომების ინტეგრაცია დოკუმენტებისა და იურიდიული პროცესების გამარტივებისთვის;
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდა პროფესიული კონტენტისა და საგანმანათლებლო ინიციატივების საშუალებით.

გრძელვადიან პერსპექტივაში SLP Law Office მიზნად ისახავს რეგიონში ერთ-ერთ გამორჩეულ იურიდიულ კომპანიად ჩამოყალიბებას, სადაც კლიენტები და გუნდის წევრები მკაფიოდ გრძნობენ საკუთარ მნიშვნელობას.

"ჩვენ გვინდა შევქმნათ იურიდიული სივრცე, სადაც მიღებული სერვისი აღიქმება როგორც სტრატეგიული აქტივი, ხოლო გუნდისთვის არის პროფესიული სიამაყის საფუძველი"