Skill Lynk – ახალი პლატფორმა, რომელიც ადამიანური კაპიტალის მართვას ამარტივებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ევროპული რეგულაციების პირობებში ადამიანური კაპიტალის მართვა ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საკითხად იქცა. კომპანიებს სჭირდებათ ზუსტი აღრიცხვა, დასწრების კონტროლი, ფეიროლის მართვა და მეტრიკების ანალიზი, თუმცა ეს პროცესი ხშირად რთულ პროგრამულ ცოდნას მოითხოვს.

სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Skill Lynk – პლატფორმა, რომელიც ადამიანური რესურსის მართვას ყველასთვის მარტივ და ხელმისაწვდომ პროცესად აქცევს.

"ჩვენი მიზანია, თანამშრომელმა ადამიანური კაპიტალის მართვა შეძლოს ისე, რომ არ დასჭირდეს რთული სოფტის ცოდნა. პლატფორმა უნდა იყოს სწრაფი, მარტივი და უშეცდომო", განმარტავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მანო კუჭუხიძე.

Skill Lynk-ის იდეა 2024 წელს გაჩნდა. მანო კუჭუხიძე სასტუმროების მენეჯმენტის ციფრულ ტექნოლოგიაზე მუშაობდა, როცა შეამჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ადამიანური რესურსის მართვა იყო. თანამშრომლების დასწრების აღრიცხვა, ცვლების განრიგი და სხვა ადმინისტრაციული პროცესები დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა.

"აღმოვაჩინეთ, რომ სასტუმროებში გამოწვევას წარმოადგენდა თანამშრომლების სამსახურში დასწრების . ტაბელის აღრიცხვა და სხვა საკითხები ადამიანური რესურსის მენეჯმენტის კუთხით. ასევე, აღმოჩნდა, რომ იგივე პრობლემა აწუხებს როგორც ევროპულ და ამერიკულ, ისე ქართულ სასტუმროებს", იხსენებს მანო.

სწორედ ამ გამოცდილებამ გადააქცია ლოკალური დაკვირვება საერთაშორისო სტანდარტის გადაწყვეტილებად. Skill Lynk-ის შექმნა მანო კუჭუხიძისა და მისი გუნდის მხრიდან დიდ რისკად არ აღქმულა. კომპანიამ თავიდანვე პარტნიორობა დაამყარა დანიასა და საფრანგეთში მოქმედ კოლეგებთან, რამაც განვითარების სტაბილური საფუძველი შექმნა.

"ჩვენ პარტნიორობა დავიწყეთ დანიურ და ფრანგულ კოლეგებთან კოლაბორაციით, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იყო და არც გაბედულება დაგვჭირდა", ამბობს მანო.

თუმცა მთავარი გამოწვევა მაინც ტექნიკური გუნდის შერჩევა იყო. პროექტზე სულ 15-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ სამი პროფესიონალი – ელდარი, ოლეგი და ზურა – გახდნენ Skill Lynk-ის საყრდენი.

"ტრიუმვირატი, რომელიც ყველაფერს შეძლებს", ასე ახასიათებს მანო კუჭუხიძე გუნდის ლიდერებს.

მანოს თქმით, Skill Lynk-ის ფილოსოფია ერთ სიტყვაში ეტევა – დრო. პლატფორმა ავტომატიზაციის გზით ამცირებს რუტინულ პროცესებს და თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, დროცა და ენერგიაც უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე დახარჯონ.

"დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი სოფტი, რომელიც კომპანიის მართვასა და რუტინული საქმეების შესრულებას შეძლებს ავტომატიზებულად და თანამშრომლებს დაუზოგავს დროს", ხაზს უსვამს მანო კუჭუხიძე.

მომდევნო ერთ წელიწადში Skill Lynk გეგმავს პლატფორმის დანერგვას საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიის შესაბამისად. მთავარი სამიზნე სექტორებია ჰოსპიტალითი, რითეილი და მედიცინა – სფეროები, სადაც ადამიანური რესურსის მართვის ეფექტიანობა პირდაპირ გავლენას ახდენს ხარისხსა და შედეგზე.

"პირადად ჩემი ამოცანაა ჰოსფიალითი, რითეილ და სამედიცინო სფერო გაძლიერდეს და ყველანარიად ვეცდებით, ამაში ხელი Skill Lynk-ით შევუწყოთ", ამბობს მანო კუჭუხიძე