შპს "სი ეიჩ ბი ჯგუფი" უსიამოვნო სუნის გამანეიტრალებელ აპარატებს გთავაზობთ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შპს "სი ეიჩ ბი ჯგუფი" საქართველოში უსიამოვნო სუნის გამანეიტრალებელი აპარატების იმპორტიორია. აპარატი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და არომატს თანაბრად გამოყოფს.
"ისეთ საშუალებას ვეძებდი, რომელიც ინოვაციური იქნებოდა და არა უბრალოდ სუნის გადაფარვას, არამედ განეიტრალებასა და გაფილტვრას შეძლებდა. გვაქვს ასევე ნეიტრალური კარტრიჯი, რომელსაც არომატი არ აქვს და მხოლოდ უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს", – ბექა ჩხიტუნიძე, შპს "სი ეიჩ ბი ჯგუფის" დამფუძნებელი.
ბექა ფიქრობს, რომ ყველა სახის ბიზნესის წამოწყება რისკებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ შესაბამისი გამოცდილება არ გაქვს, მაგრამ მოტივაცია და სურვილი ყველა გამოწვევის დაძლევაში გეხმარება.
"ყოველთვის მინდოდა საკუთარი ბიზნესი მქონოდა და ახლა ვხვდები, რომ ამ როლში თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. დიდ კომპანიებთან კონკურენციაში შესვლას გამბედაობა სჭირდება.
თავიდან ცნობადობა დაბალია, რესურსი ნაკლებია, ბაზარზე ახალი პროდუქტი შემოგაქვს და არ იცი საზოგადოება ამას როგორ მიიღებს. არ მიფიქრია, რომ რამე გადაუჭრელი პრობლემა მექნებოდა, მაგრამ კონკურენციის გაწევა და საზოგადოების ნდობის მოპოვება არც ისე მარტივი იყო".
ბექა ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო დიდი კომპანიებია, რომლებმაც საქმიანობა პატარა ოთახში დაიწყეს და დღეს უზარმაზარ იმპერიებს წარმოადგენენ.
"მსურს შევქმნა ისეთი ბიზნესი, რომელიც იქნება სამაგალითო და მისაღები როგორც მომხმარებლების, ასევე დასაქმებული ადამიანებისთვის. მიმდინარე წელს ჩემი მიზანი არის არსებული აპარატების გასამმაგება. მინდა მუდმივი მომხმარებელი მყავდეს, ადამიანები დავასაქმო და თბილისის ქსელი სრულყოფილად ვმართო".