სანდორას ახალი მასშტაბური კამპანია – ქართველი ხალხის, სამზარეულოსა და კულტურისადმი მიძღვნილი ინიციატივა, ფიროსმანის შთაგონებით იწყება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რეგიონის წამყვანი წვენის ბრენდი – სანდორა – ამაყად აცხადებს თავისი ახალი, 360° კამპანიის დაწყებას საქართველოში, რომელიც ქვეყნის მდიდარ კულტურას, უძველეს ტრადიციებსა და გამორჩეულ ბუნებას ეძღვნება – და ყველაფერს შეუფასებელი ქართული ლეგენდის, ფიროსმანის ნამუშევრებით აკავშირებს ერთმანეთთან.
კამპანიის "საამაყოდ ქართული, საამაყოდ ნატურალური" ახალი ეპიზოდი, იმ ყველაფრისთვის მიძღვნილი ერთგვარი ოდაა, რაც საქართველოს განსაკუთრებულს ხდის. ადამიანები, კულტურა და სამზარეულო – სწორედ ამ სამ ძირითად ფუნდამენტზეა აგებული სანდორას ახალი ფილოსოფია. უძველესი ხელოვნებით, თვალწარმტაცი ლანდშაფტებითა და ქართული ტრადიციებით შთაგონებული ბრენდი გიწვევთ გულწრფელ და ემოციურ მოგზაურობაში ქვეყნის სულისკენ – სადაც გიდობას თავად ფიროსმანი გაგიწევთ. მხატვარი, რომლის შემოქმედებაშიც სამივე ზემოხსენებული იდეა უნიკალურია.
"სანდორასთვის ბუნება და კულტურა განუყოფელია. სწორედ ამიტომ, ნამდვილი ქართული სულის აღმოსაჩენად, ფიროსმანის შემოქმედებას მივმართეთ – შემოქმედებას, რომელიც საკუთარ თავში ყველაზე კარგად მოიცავს და აერთიანებს ჩვენი იდენტობის თითოეულ ნაწილს", – აცხადებს კავკასიის რეგიონის, წვენის კატეგორიის მარკეტინგის მენეჯერი, გიორგი მაისურაძე.
"საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და დაცვა ხორციელდება კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით. "სანდორას" მხარდაჭერით განხორციელებული ეს ინიციატივა მუზეუმის მისიის გაგრძელებაა – უზრუნველყოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა, დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
სანდორას ახალი კამპანია მრავალარხიან კომუნიკაციას მოიცავს და აპირებს ერთი იდეის ქვეშ შეკრას როგორც სატელევიზიო რგოლი, ისე ციფრულ მედია, გარე რეკლამები, სოციალურ ქსელები და არაერთი რეალური აქტივაციაც, მომხმარებლებთან კიდევ უფრო დასაახლოვებლად. კამპანიის ვიზუალური სტილი შთაგონებულია ფიროსმანის უნიკალური ხელწერით – მისი გამორჩეული პერსონაჟებით, ხალხური სცენებითა და ემოციებით გაჟღენთილი ფერებით. სწორედ ამ სურათებში გვევლინება სანდორა – როგორც საქართველოში წარმოებული, ქართული ბუნების ავთენტური ნაწილი – საამაყოდ ქართული, საამაყოდ ნატურალური.
კამპანია მასშტაბურ სოც–მედია აქტივაციასაც მოიცავს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს რჩეული ინფლუენსერები მიიღებენ. აქტივაციები ფიროსმანის ნამუშევრებს თანამედროვე ქართულ ცხოვრებასთან დააკავშირებს და ბუნებას, ქალაქის ცხოვრების რიტმსა და სანდორას მრავალფეროვან ტონალობებს ახალ, სიცოცხლით სავსე ჭრილში გააერთიანებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კამპანიის ფარგლებში სანდორა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, დააფინანსებს ფიროსმანის უნიკალური ტილოს "პანო ექვსი სურათით" (მუშამბაზე
ზეთი, 180x380, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია) რესტავრაციას. ნამუშევარი, რომელსაც ხშირად "ექვსი სურათის პანოს"უწოდებენ, ერთიანი, ექვსსურათიანი კომპოზიცია, რომელიც შედგება ექვსი ერთმანეთთან დაკავშირებული სცენისგან, სადაც თითოეული საქართველოს სხვადასხვა მხარეს ასახავს – ვირის ხიდი, წმინდა ანტონი, კახეთის გზა, შირაქი, მამადავითის მთები და ბელაქანი.
ეს ექვსი სცენა ერთად საქართველოს მრავალფეროვნებას წარმოაჩენს – არქიტექტურული ძეგლებიდან სოფლის ღია ლანდშაფტებამდე – იგი ფიროსმანის თვალით დანახული ქართული ცხოვრების უნიკალური გამოსახულებაა.
ფიროსმანის სტილი, გაცოცხლებული და თანამედროვეობაში გადმოყვანილი, წარსულის ხიბლით გაჟღენთილი ქართული კადრები და საქვეყნოდ მნიშვნელოვანი ნამუშევრების შენარჩუნება – ეს არის კამპანია, რომლითაც სანდორა კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ იგი საამაყოდ ქართული პროდუქტია!
კომპანია PepsiCo 200-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და მოიცავს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა Lay's, Doritos, Cheetos, Gatorade, Pepsi, Mountain Dew, Quaker, Sandora და SodaStream.
2022 წელს PepsiCo-მ მსოფლიოში ჯამური გაყიდვებით $86 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.
"გავიმარჯვოთ პასუხისმგებლობიანად" – ეს PepsiCo-ს მთავარი დევიზია! PepsiCo Positive სტრატეგიით კომპანია ადამიანების ცხოვრების ხარისხისა და გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
PepsiCo-ს მუშაობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მის ვებგვერდს.