სამართლებრივი მხარდაჭერა, როგორც სტარტაპების ზრდის სტრატეგია: Justice League-ის გამოცდილება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტარტაპის დაწყება ხშირად მრავალ ახალ შესაძლებლობასთან ასოცირდება, თუმცა მისი წარმატების დიდი ნაწილი სამართლებრივ დეტალებზეა დამოკიდებული. სწორედ ამ მიზეზით, ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება იურიდიული მომსახურების აუთსორსი და ის კომპანიები, რომლებიც ამ სერვისს სთავაზობენ ბიზნესს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში, სადაც ბიზნესის დაწყება და ახალი იდეის ბაზარზე შეტანა ბევრად მარტივია, თუ პირველივე ეტაპზე სწორად არის დაგეგმილი კომპანიის სამართლებრივი ფორმა, სტრუქტურა და სწორად არის გაწერილი კონტრაქტები. ჯასთის ლიგა ერთ-ერთი იმ იურიდიულ კომპანიათაგანია, რომელიც სტარტაპებს ეხმარება ამ პროცესების გამარტივებაში.
ჯასთის ლიგა უკვე რვა წელია იურიდიულ აუთსორსს ახორციელებს სხვადასხვა ბიზნესისთვის და ეხმარება მათ ყველა ეტაპზე - დაფუძნებიდან შემდგომ განვითარებამდე. კომპანიის იურისტების თქმით, სტარტაპის სამართლებრივი ფორმის სწორად შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ის განსაზღვრავს როგორც მართვის მოდელს, ისე დამფუძნებლებს შორის ურთიერთობებს. საქართველოში ყველაზე ხშირად სტარტაპები რეგისტრირდებიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით, რაც მოქნილი და მარტივი სამართავი მოდელია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
საქართველოშიც და საერთაშორისო ბაზარზეც, კომპანიის შემდგომი წარმატების საფუძველს დასაწყისიდანვე კარგად გამართული პროცესები განსაზღვრავს. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის სწორად მომზადებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სტარტაპებისთვის - სწორედ ამ ეტაპზე უნდა განისაზღვროს კომპანიის სტრუქტურა, პარტნიორთა უფლებები და პასუხისმგებლობები. რეგისტრაციის შემდეგ კომპანია იძენს დამოუკიდებელ იურიდიულ სტატუსს, რაც მას აძლევს საშუალებას გააფორმოს კონტრაქტები, მიიღოს ინვესტიციები და კანონიერად აწარმოოს საქმიანობა. მცირე ზომის სტარტაპებისთვის საწყის ეტაპზე სასურველია მარტივი მართვის მოდელი, რომელიც გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებას უწყობს ხელს, ხოლო მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემთხვევაში მკაფიოდ განსაზღვრული წესები უზრუნველყოფს ინვესტორების დაცულობასა და პროცესების გამჭვირვალობას.
სტარტაპების განვითარებაში კიდევ ერთი მთავარი საკითხია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. ინოვაციური იდეები და ახალი პროდუქტები სტარტაპის მთავარი ღირებულებაა, ამიტომ მათი სამართლებრივი დაცვა აუცილებელია. ჯასთის ლიგა ამ მიმართულებით სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას სთავაზობს სტარტაპებს - საავტორო უფლებების დაცვა და სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია, პატენტების მოპოვება, სალიცენზიო ხელშეკრულებების შედგენა და ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის შემთხვევაში სასამართლოსა და არბიტრაჟში წარმომადგენლობა. როგორც კომპანიის იურისტები აღნიშნავენ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი არ არის - ეს ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივიების დაცვის საშუალებაა.
ვინაიდან სტარტაპებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები მრავალფეროვანია, მათ მოსაგვარებლად საუკეთესო გადაწყვეტილება სხვადასხვა სფეროში გამოცდილ იურისტებთან მუშაობაა. ჯასთის ლიგა აერთიანებს იურისტებს სხვადასხვა სპეციალიზაციით – საკორპორაციო სამართლის საკითხებიდან დაწყებული საგადასახადო საკითხებამდე, ინტელექტუალური საკუთრებიდან საინვესტიციო სამართლამდე. გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს კომპანიას იმუშაოს როგორც სტარტაპებთან, ისე უკვე დამკვიდრებულ ბიზნესებთან და შესთავაზოს მათ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები.
"ჩვენი მიზანია, რომ კლიენტს მხოლოდ იურიდიული მომსახურება კი არ მივაწოდოთ, არამედ დავეხმაროთ მათ სტრატეგიულად აზროვნებაში და სწორი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაში," - ამბობს Justice League-ის მმართველი პარტნიორი, დიტო ხვიჩია.
სტარტაპის წარმატება მხოლოდ იდეაზე არ არის დამოკიდებული - მნიშვნელოვანია, ყველაფერი სამართლებრივად გამართული იყოს. სწორედ ამიტომ, ჯასთის ლიგა მზად არის გაუწიოს სრულ იურიდიულ მხარდაჭერას საქართველოში მოქმედ სტარტაპებს, როგორც საწყის ეტაპზე, ისე განვითარების ყველა საფეხურზე.