საერთაშორისო აქსელერატორი Rainmaking BTU-სთან პარტნიორობას იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) და წამყვანმა გლობალურმა ინოვაციურმა ორგანიზაციამ Rainmaking Innovation Europe-მა დაიწყეს პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და ახალგაზრდების — სტუდენტების, მეწარმეებისა და ინოვაციური იდეების ავტორების — მხარდაჭერას.

Rainmaking საქართველოში განახორციელებს ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ აქსელერაციის პროგრამას — Startupbootcamp Georgia, რომლის მიზანია ინოვაციური სტარტაპების გაძლიერება, მათი იდეების გარდაქმნა მზა პროდუქტებად და ინვესტირების ეტაპზე გაყვანა.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები იმუშავებენ საერთო მიზნებზე, მათ შორის ახალგაზრდებისთვის სამეწარმეო უნარების განვითარებაზე, სტარტაპ აქტივობების ხელშეწყობაზე და განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. თანამშრომლობა განხორციელდება "Startupbootcamp"-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპების განვითარებას იდეის ეტაპიდან ზრდისა და ინვესტირების ფაზამდე.

Rainmaking-ის პროგრამა "Startupbootcamp Georgia" განახორციელებს ქვეყნის ინოვაციური სტარტაპ აქსელერაციის პროგრამას. აღნიშნული ინიციატივა ქართველ დამფუძნებლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, მოიპოვონ წვდომა გლობალურ მენტორულ ქსელთან და მოიზიდონ ინვესტიციები საკუთარი ბიზნესის გასაზრდელად.

Rainmaking-ის StartupBootcamp აქსელერაციის დაწყებამდე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განახორციელებს 2 კვირიან პრე აქსელერაციის პროგრამას, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს ინოვაციური იდეების გენერირებაში და მოამზადებს მათ საერთაშორისო სტარტაპ აქსელერაციისთვის. პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს ექნებათ მეტი შანსი მოხვდნენ Startupbootcamp-ის აქსელერაციის პროგრამაში, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას 1 წლიანი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში დამატებით განავითარონ, დახვეწონ და ბაზარზე გასატანად მოამზადონ მათი ინოვაციური იდეები. მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

BTU პრე-აქსელერატორი და Startupbootcamp Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა ერთობლივად ქმნიან სტარტაპების განვითარების უწყვეტ ჯაჭვს — უნივერსიტეტის ინიციატივა ფოკუსირებულია იდეის გენერაციასა და ფორმირებაზე, ინოვაციური კომპონენტის დახვეწაზე, ხოლო Rainmaking-ის საერთაშორისო პროგრამა უზრუნველყოფს აღნიშნული იდეების შემდგომ განვითარებას, ბაზრის სიღრმისეულ კვლევას, პროდუქტის შექმნაში მხარდაჭერას და სტარტაპის მომზადებას გლობალურ ბაზარზე ოპერირებისთვის.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში და მემორანდუმი Rainmaking-თან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის მხრიდან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული, რეალურ პროექტებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შესაქმნელად.

თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი ღონისძიებების, ტრენინგებისა და ვორქშოპების ორგანიზებას, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით.

Rainmaking Innovation Europe არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია, რომელიც ახორციელებს კორპორაციული ინოვაციების და ვენჩურული განვითარების პროექტებს მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ლონდონში, კოპენჰაგენში, დუბაიში და ნიუ-იორკში. მისი ერთ-ერთი წარმატებული გლობალური ინიციატივაა "Startupbootcamp", რომლის ფარგლებში 1,800-ზე მეტი სტარტაპი უკვე გადამზადდა და საერთო ჯამში 3.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, როგორც რეგიონში მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულება, აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს ინოვაციური ეკონომიკისა და მეწარმეობის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანას საქართველოში.