სად შევიძინოთ Dyson? – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელზე საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც თავის მოვლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოწინავე ბრენდზე ფიქრობთ, უმეტესობას Dyson ახსენდება. ეს არის ბრენდი, რომლის თითოეული პროდუქტი უპირობო ბესტსელერი ხდება. მასზე საუბრობენ ტექნოლოგიური მიმომხილველები, სოციალური ქსელების კრეატორები და საერთაშორისო მედიის ექსპერტები. Dyson-მა ინოვაციური ტექნიკისადმი მომხმარებლის აღქმა სრულად შეცვალა – ბრენდი ერთდროულად ზრუნავს დიზაინზე, ფუნქციურობასა და ხარისხზე.

Dyson საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამ მზარდი ინტერესის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრენდი უკვე ოფიციალურად არის წარმოდგენილი.

Dyson-ის ოფიციალური წარმომადგენელი "ჯეოტეკ დისტრიბუციაა" – ბრენდის ერთადერთი სანდო დისტრიბუტორი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მიუხედავად ამისა, დღეს Dyson-ს სხვადასხვა მაღაზია თუ ფიზიკური პირი ყიდის, თუმცა მათ არა ოფიციალური წარმომადგენლის, არამედ მხოლოდ ე.წ. რესელერის სტატუსი აქვთ. პრემიუმ კლასის ბრენდების შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ყველა მომხმარებელს სურს პროდუქცია ოფიციალური არხით შეიძინოს. ამას, პირველ რიგში, ნდობის ფაქტორი და საგარანტიო პირობები განაპირობებს.

საქართველოს მასშტაბით Dyson-ის უახლეს და ავთენტურ პროდუქციას ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლისგან საუკეთესო პირობებით სამ ბრენდ ზონაში შეიძენთ, ესენია:

City Mall Saburtalo

Tbilisi Mall

Batumi Grand Mall

ყველა ამ ლოკაციაზე Dyson-ის ამბასადორები დაგხვდებიან და დაგეხმარებიან თქვენთვის იდეალური მოწყობილობის შერჩევაში. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ ადგილზე დატესტოთ პროდუქცია, "სითი მოლისა" და "ბათუმის გრანდ მოლის" ფილიალებში გეძლევათ შესაძლებლობა, Dyson-ის ქეისებს გაუკეთოთ პერსონალური გრავირება – ეს ბრენდის ექსკლუზიური შეთავაზებაა და მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ოფიციალურ მაღაზიებში არის შესაძლებელი.

ოფიციალური Dyson-ის შეძენას მომხმარებლებისთვის პრაქტიკული უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს ნიშნავს პროდუქტის ავთენტურობას – ყველა მოწყობილობა უშუალოდ Dyson-ის ქარხნებიდან შემოდის და მოჰყვება ბრენდის სტანდარტებით განსაზღვრული ოფიციალური გარანტია. ამასთან ერთად, მომხმარებლები სარგებლობენ ავტორიზებული სერვისცენტრის სრული მხარდაჭერით, რაც ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში გამართულ და უსაფრთხო მომსახურებას უზრუნველყოფს.

ოფიციალური არხების გამოყენება თავიდან აგარიდებთ არასანდო, არაორიგინალი პროდუქციის შეძენის რისკს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების შეძენისას, როგორიც Dyson-ის პროდუქტებია.

პროდუქტის ავთენტურობის გადამოწმებაც მარტივია. Dyson-ის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.dyson.com), ქვეყნის "Georgia/ საქართველო" არჩევის შემდეგ, მომხმარებელი მარტივად ნახავს შპს "ჯეოტეკ დისტრიბუციას" – Dyson-ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

გარდა ამისა, სპეციალური პლატფორმა – geoteckltd.com/dyson – მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიყვანონ თავიანთი მოწყობილობის სერიული ნომერი და გადაამოწმონ, არის თუ არა პროდუქტი იმპორტირებული ოფიციალური სადისტრიბუციო არხით და შესაბამისი საგარანტიო პირობებით.

Dyson დღეს იმ ტექნოლოგიას წარმოადგენს, რომელიც რეალურად ცვლის მომხმარებლის ყოველდღიურობას. ბრენდის ინჟინრები წლებია ქმნიან გადაწყვეტებს, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტიანი მუშაობით გამოირჩევა, არამედ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს ზუსტად პასუხობს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ Dyson-ის პროდუქცია მხოლოდ ოფიციალური არხებით შეიძინოთ, რამდენადაც ტექნოლოგიის ნამდვილ შესაძლებლობებს მხოლოდ ავთენტური პროდუქტი ინარჩუნებს.

ამიტომ, თუ გაქვთ კითხვა – სად შეიძინოთ Dyson? – პასუხი მარტივია: მოწყობილობების შეძენა შესაძლებელია Dyson-ის ოფიციალურ ბრენდ ზონებში, ასევე შპს "ჯეოტეკ დისტრიბუციის" ავტორიზებულ პარტნიორ ქსელებში: "ელიტელექტრონიქსი", "ალტა", "ზუმერი" და Veli.store.

ოფიციალური არჩევანი თავისთავად გულისხმობს ხარისხს, გარანტიასა და სანდოობას – ერთიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროდუქტის ავთენტურობას, ისე პროფესიულ მომსახურებას და სრულყოფილ სამომხმარებლო გამოცდილებას.