რთველთერაპია – ემოციების მოსავალი: ტრადიცია და არტთერაპია ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში რთველი ყოველთვის იყო დღესასწაული და მადლობის რიტუალი. დღეს, როდესაც რთველის ბუმია, "რთველთერაპია" სთავაზობს სრულიად ახალ გამოცდილებას - ტრადიციული რთველისა და თანამედროვე არტთერაპიის შერწყმას.

რა არის რთველთერაპია?

"რთველთერაპია არის ქალაქურ ცხოვრებასა და სოფლის სიბრძნეს შორის კავშირი – სივრცე, სადაც ადამიანი ბუნებასა და საკუთარ ემოციებთან უფრო ახლოს დგებიან," – ამბობს ნანო დაშნიანი, პროექტის ავტორი.

პროექტის ფარგლებში, ერთი დღის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან შემდეგ გზას:

  • ყურძნის ხელით კრეფა და ვენახში მუშაობა;
  • წინაპრების (საქართველოს გასაბჭოებამდელი პერიოდის) რიტუალების გაცოცხლება და ღვინის დაწურვა;
  • დღის ემოციების გამოხატვა არტთერაპიის სესიაში;
  • ნამდვილი კახური ტაბლა ავთენტიკური გემოებით.

ეს არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, სადაც ტრადიცია და კრეატიულობა ერთმანეთს ხვდება.

სამიზნე აუდიტორია

აღნიშნული პროექტი საინტერესოა, როგორც ინდივიდუალური მონაწილეებისთვის, ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ გუნდური კავშირის გაძლიერებას (Team Building), თანამშრომელთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას და CSR პროექტებს ადგილობრივი სოფლისა და კულტურის მხარდასაჭერად.

ღონისძიების დეტალები

რთველთერაპია ჩატარდება სოფელ ნუკრიანში, კახეთში დილის 07:00 საათიდან 22:00 საათის ჩათვლით. პროექტში ადგილები შეზღუდულია და მხოლოდ 15 ადამიანს შეეძლება დასწრება.

დეტალებისთვის: dashni.nano@gmail.com ან 577 22 00 75