"როგორ გადაიქცა ბუღალტერია სტრატეგიულ ძალად" – Smart Accounting & Audit-ის 360°-იანი მოდელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესისთვის ბუღალტერია მხოლოდ დეკლარაციები აღარ არის – ესაა მონაცემებით მართული გადაწყვეტილებები, რისკების მართვა და ზრდის სტრატეგია. სწორედ ამ მიმართულებით ნანახმა ხარვეზებმა ბაზარზე 2017 წელს შალვა ბაღდავაძესა და ქეთევან სიხარულიძეს უბიძგა, შეექმნათ კომპანია, რომელიც ტექნიკურ აღრიცხვას გაცილებით ფართო ჩარჩოში მოაქცევდა.
ამიტომაც Smart Accounting & Audit-მა სტარტიდანვე აირჩია გზა, სადაც ბუღალტერია, აუდიტი და ფინანსური ანალიტიკა ერთიანდება და ბიზნესს სრულფასოვან ფინანსურ ხედვას აძლევს.
ბაზარზე პირველმა წარმატებულმა ქეისმა მეორეს მისცა ბიძგი და დროთა განმავლობაში SAA-ს მომსახურება ასობით კომპანიისთვის გახდა სისტემური შეცდომების გამოსწორების, ანგარიშგებების გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადი ზრდის არქიტექტორი. აქედან დაიბადა მთავარი პოზიციონირებაც - "SAA = სტრატეგიული პარტნიორი".
"კომპანიებს სჭირდებათ გადაწყვეტილების მიღების საყრდენი, რეალური სურათი, რისკების რუკა და განვითარების გეგმა", – ამბობს შალვა ბაღდავაძე, Smart Accounting & Audit-ის დამფუძნებელი.
SAA-ში ხარისხი უბრალოდ დაპირება კი არა, ოპერაციული სისტემის საფუძველი გახდა. ISO 9001:2015-ის დანერგვა კომპანიის სტრატეგიის ნაწილად იქცა: სტანდარტიზებული პროცედურები, რისკებზე ფოკუსი, უკუკავშირის ციკლი და უწყვეტი გაუმჯობესება. ეს ფილოსოფია თითოეულ ეტაპზე იგრძნობა – პირველ შეხვედრაზე მოთხოვნების ზუსტი გაშიფვრიდან შედეგების მონიტორინგამდე.
ხარისხის მენეჯმენტის სისტემამ კი პრაქტიკული სარგებელი მალევე გამოავლინა: ნაკლები დროა საჭირო ხარვეზების გამოსასწორებლად, ნაკლები ფინანსური და იურიდიული რისკი, უფრო დაცული რეპუტაცია.
"როცა რაღაც არ მუშაობს, ხშირად ნიშნავს, რომ სტანდარტი არ გვაქვს. ISO-ს იდეა მარტივია: გავხადოთ ცხოვრება უფრო ადვილი, უსაფრთხო და უკეთესი – ბიზნესშიც და გუნდშიც", – აღნიშნავს ქეთევან სიხარულიძე Entrepreneur-თან საუბრისას.
წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ფრაგმენტული მომსახურება კომპანიის საჭიროებებს ვეღარ პასუხობს. ასე ჩამოყალიბდა SAA 360° – პლატფორმა, რომელიც აერთიანებს IFRS-ის მიხედვით აღრიცხვას, აუდიტსა და შიდა კონტროლს, საგადასახადო დაგეგმვას, ფინანსურ ანალიზსა და ბიუჯეტირებას, ასევე ციფრულ ტექნოლოგიებს, რომლებიც მონაცემებზე რეალურ დროში წვდომას უზრუნველყოფს.
SAA 360° მხოლოდ სერვისების ჩამონათვალი არაა, ესაა მუშაობის ლოგიკა: ერთი გუნდით, ერთიანი სტანდარტებითა და საერთო მონაცემებით მიღებული ინტეგრირებული შედეგი. შემდეგი ეტაპისთვის კომპანია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებსა და ინდუსტრიაზე მორგებულ ანალიტიკურ მოდულებს ამატებს, რათა წინასწარი პროგნოზები და რეკომენდაციები კიდევ უფრო ზუსტი გახდეს.
"ფინანსური მართვა ცალკეული სამუშაოების ჯამი არ არის. ის მთლიანობაა, სადაც ყოველი კომპონენტი ერთმანეთს აძლიერებს. ამიტომაც ვუწოდეთ პლატფორმას 360° – ყოვლისმომცველი მომსახურება", – განმარტავს ქეთევანი.
კადრების დეფიციტი SAA-სთვის ყოველთვის საჭირბოროტო თემა იყო. სწორედ ამიტომ "უნივერსალური კურსი ბუღალტერიაში" 2017 წელს შეიქმნა რეალური საჭიროებიდან გამომდინარე: შალვა ბაღდავაძემ საკუთარ გუნდში კადრების რეკრუტინგისას დაინახა, რომ ბაზარზე თეორია პრაქტიკისგან სრულად დაცლილია. არსებული კურსები ფრაგმენტულად ასწავლიდა სტუდენტებს სხვადასხვა საკითხს, პრაქტიკაში კი მათ მიღებული ცოდნის გამოყენება უჭირდათ.
SAA-მ კურსი სრულად ახლებური ხედვით, ნულიდან შექმნა: ერთ პროგრამაში გაერთიანდა ბუღალტრული აღრიცხვა, საგადასახადო კოდექსი, IFRS/IAS, ACCA-ს შესაბამისი მოდულები, RS.ge-ს პრაქტიკა, საბუღალტრო პროგრამები, Excel და ფინანსური ანალიზი. კონტენტი კონსულტაციებითა და ტესტირებით დაიხვეწა; პანდემიის განმავლობაში სწავლება სწრაფად გადავიდა ონლაინფორმატზე, შემდეგ კი მალევე დაემატა აუდიტორიული და ჰიბრიდული რეჟიმები.
შედეგიც შესაბამისი იყო – 80%-ზე მეტი სტუდენტი წარმატებით ამთავრებს კურსს, კურსდამთავრებულთა 60% ბაზარზე სწრაფად დასაქმდება, ხოლო 20% საკუთარი ბიზნესის ფინანსურ მართვას ხდის წარმატებულს.
"გვინდოდა გამოგვეზარდა პროფესიონალები, რომლებიც კურსის დასრულების შემდეგ საქმისთვის მზად იქნებოდნენ. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან ადამიანები, რომლებსაც სამუშაოს დაწყების დღესვე შეუძლიათ განხილვიდან გადაწყვეტილებამდე გზა დამოუკიდებლად გაიარონ", – ამბობს შალვა.
კურსის სრული ციკლი 12 თვეს მოიცავს და ოთხ სამთვიან დონედ არის გაყოფილი: დამწყებიდან მთავარი ბუღალტრის დონემდე. ყოველი ეტაპი გამოცდით სრულდება, ხოლო ოთხივე დონესა და სავალდებულო სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, კურსდამთავრებული სერტიფიკატთან ერთად იღებს რეალისტურ რეკომენდაციასაც მისი უნარებისა და ცოდნის რეალობაში დასანერგად.
SAA-ს აუდიტორიაში ლექციებს წამყვანი ფინანსისტები, შემოსავლების სამსახურის აუდიტორები და უფროსი საგადასახადო სპეციალისტები კითხულობენ; ყველა ლექცია მიბმულია რეალურ ქეისებზე, სტუდენტები იმავე ტიპის დავალებებს ასრულებენ, რაზეც კომპანიებში იმუშავებდნენ. აკადემიის 10-ზე მეტი კურსდამთავრებული უკვე SAA-ს გუნდის წევრიცაა. სწორედ ასე შეიქმნა ციკლი, სადაც სწავლა სერვისს აძლიერებს, ხოლო სერვისი – სწავლებას.
"ჩვენთან სწავლა დიპლომის ან სერტიფიკატისთვის კი არა, საქმისთვის ხდება და ეს განსხვავება დამსაქმებლისთვის პირველივე თვიდან ნათელია", – აღნიშნავს შალვა ბაღდავაძე.
SAA დღეს მუშაობს პრაქტიკულად ყველა სექტორში – სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესი, IT, ლოგისტიკა და დისტრიბუცია, ვაჭრობა და მომსახურება. ყოველთვიური კლიენტების რაოდენობა 100-ზე მეტია; კომპანიის პორტფელი მოიცავს 300-ზე მეტ აღდგენილ საბუღალტრო ბაზას, 250-ზე მეტ კომპანიაში ჩატარებულ საგადასახადო აუდიტს, 1000-ზე მეტ ინდივიდუალურ თანამშრომლობას მოქმედ ბუღალტრებთან კონსულტაციების მიმართულებით. ამ პარტნიორთა 78% სისტემატურად უბრუნდება SAA-ის, როგორც რეგულარული მომსახურებისთვის, ისე კონკრეტული ანგარიშგებებისა და რესტრუქტურიზაციის პროექტებისთვის.
"ჩვენი მიდგომა უნივერსალურია: სადაც არის ბიზნესი და ფინანსური ნაკადი, იქ არის საჭიროება სანდოობისა და გამჭვირვალობის. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვფარავთ მთლიან ბაზარს, სხვადასხვა ინდუსტრიას, სხვადასხვა მასშტაბის კომპანიას და ვაძლევთ მათ ერთსა და იმავე მნიშვნელოვან უპირატესობას: სრულფასოვან ფინანსურ ხედვას და სტრატეგიულ მხარდაჭერას", – ამბობს შალვა ბაღდავაძე.
SAA-ს უნიკალურობა ურთიერთგაძლიერებაშია: აკადემია ზრდის კადრს, ხოლო სერვისების მიმართულება ქმნის ქეისებს, რომლებიც სწავლებაში გამოიყენება და სტუდენტებისთვის თეორია კიდევ უფრო რეალისტური ხდება. უკუკავშირი მუდმივად იცვლება, ყოველი ნაკადის შემდეგ აკადემიის შედეგები იზომება და პროგრამა იხვეწება.
ამ ეკოსისტემამ სწავლებას სოციალური ეფექტიც მისცა: დისტანციური ფორმატი შშმ პირებსა და მრავალშვილიან დედებსაც აძლევს დასაქმების შანსს. ცოდნის ხელმისაწვდომობა კი აისახება მომსახურების ხარისხზე, რაც საბოლოოდ ბაზრის სტანდარტსაც ამაღლებს.
"ჩვენთვის განათლება არ არის ცალკე მიმართულება – ის ჩვენი მომსახურების გულია", – ხაზს უსვამს შალვა ბაღდავაძე.
Smart Accounting & Audit-მა ბუღალტერია ბიზნესის ზრდის ენად უკვე აქცია. ISO-ს სტანდარტით გამაგრებული პროცესები, SAA 360°-ით გაერთიანებული სერვისები, "უნივერსალური კურსით" გამოზრდილ პროფესიულთა ახალი ნაკადები და ადამიანებზე ორიენტირებული კულტურა – ეს ოთხი საყრდენი კომპანიის სტრატეგიას ერთ მთლიანობად აყალიბებს.