RenewReach – კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს სისწრაფისა და ეფექტურობის გაზრდაში აგენტური AI-ს დახმარებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

RenewReach არის კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე პირველად შექმნილი აგენტური AI სისტემებით ოპერირებს – სისტემებით, რომლებიც არა მხოლოდ პასუხობენ მომხმარებელს, არამედ ასრულებენ ციფრულ დავალებებს სრულად ავტომატურად.
კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, აკაკი ბარდაძემ RenewReach თავდაპირველად შექმნა როგორც სარეკლამო სააგენტო, მაგრამ მომხმარებლების რაოდენობის ზრდამ პროცესების ავტომატიზების აუცილებლობა ცხადი გახადა. სწორედ მაშინ დაიწყო საკუთარი AI სისტემების შექმნა – არა პატარ-პატარა ჩატბოტები, არამედ სრულფასოვანი აგენტები, რომლებიც დამოუკიდებლად წყვეტენ ბიზნესის ყოველდღიურ ამოცანებს.
სისტემების აწყობა მოხდა ისეთ პერიოდში, როდესაც ონლაინსივრცეში მსგავსი ტექნიკური ინფორმაცია საერთოდ არ არსებობდა. აკაკი ბარდაძემ ნულიდან ააწყო მრავალშრიანი სტეკი:
- ManyChat → n8n → OpenAI / Gemini (LLM ელემენტები),
- Postgres memory სისტემა,
- Google Sheets/CRM ავტომატური განახლებები,
- ElevenLabs STT/TTS,
- API ინტეგრაციები ნებისმიერ ბიზნესაპთან.
დღეს RenewReach-ის აგენტები მუშაობენ როგორც ტექსტურ, ასევე ვიზუალურ და ხმოვან რეჟიმში – შეუძლიათ ფოტოს ამოცნობა, შემომავალი აუდიოს გადამუშავება და რთული გადაწყვეტილებების მიღება წინასწარ განსაზღვრული წესებით. რეალურ კომპანიებში (ტურისტული, საცალო ვაჭრობის, უძრავი ქონების, სამედიცინო, მომსახურებისა და სხვა სფეროებში) აგენტებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ადამიანის ჩართულობა, ზოგ შემთხვევაში კი პროცესების 60–80% მთლიანად ავტომატიზდა.
"ყველაფერი მარტომ დავიწყე ნულიდან და საკუთარი ძალებით მივედი იდეიდან მზა პროდუქტამდე. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო იმის გაცნობიერება, რომ ერთ ადამიანზე დამოკიდებული ბიზნესი ვერ გაიზრდება. როგორც კი სისტემატიზაცია დავიწყე, რეალური მასშტაბირების პროცესიც დაიწყო.
ხმოვან აგენტებზე აქტიურად ვმუშაობ, თუმცა ამ ნაწილში დიდი ტექნიკური დაბრკოლება არსებობს. ქართული ენის სრულფასოვანი ხმოვანი დიალოგი დღეს არცერთ უდიდეს საერთაშორისო მოდელს ოფიციალურად არ აქვს მხარდაჭერილი. მაგალითად, ElevenLabs-ის V3 მოდელი უკვე იდეალურად ახმოვანებს/ისმენს ქართულად, მაგრამ აგენტურ მოდელში ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, რის გამოც ქართულ ენაზე ბუნებრივი, რეალურ დროში ზარის დონის დიალოგის აგენტს ვერ ვუშვებთ იმ სტანდარტით, როგორსაც ვგეგმავ", – ამბობს კომპანიის დირექტორი, აკაკი ბარდაძე.
კომპანიის დირექტორის თქმით, RenewReach-ის მთავარი მიზანია მომდევნო 12 თვეში სრულად ჩამოყალიბდეს, როგორც სისტემატიზებული, მოთხოვნადობის ზრდისკენ მიმართული კომპანია, სადაც თითოეულ სერვისს დამოუკიდებელი გუნდი მართავს, ხოლო AI უზრუნველყოფს სისწრაფესა და მაქსიმალურ ეფექტიანობას. სტრატეგიული გეგმა მოიცავს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას – პირველ რიგში, აშშ-ში, შემდეგ კი ევროპაში, სადაც AI-ავტომატიზაცია ბიზნესებში უკვე ძირითადი მოთხოვნაა. RenewReach აპირებს შექმნას ქართული ტექნოლოგიური ბრენდი, რომელიც გლობალურად კონკურენტუნარიანი იქნება.