Real Palace-მა SMART business Georgia-სთან ერთად უძრავი ქონების შეძენის პროცესები სრულად გააციფრულა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თბილისსა და ბათუმში ღირსშესანიშნავი უძრავი ქონების დეველოპერმა, Real Palace-მა SMART business Georgia-სთან პარტნიორობით წარმატებით დაასრულა ERP სისტემის დანერგვის პროექტი, რომლის მიზანიც იყო ყველა ფინანსური და ოპერაციული პროცესის ერთ პლატფორმაზე გაერთიანება.
პროექტის ფარგლებში დაინერგა Microsoft Dynamics 365 Business Central და SMART Localization, ხოლო კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიქმნა პერსონალიზებული დეველოპმენტი — გაყიდული ბინების გადახდის გრაფიკის ავტომატიზაციისთვის. სისტემა იმდენად კომპლექსურია, რომ ძირითადად ფარავს ყველა საბუღალტრო და ბიზნეს პროცესს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დეველოპმენტის საშუალებასაც იძლევა.
SMART business Georgia-სთან თანამშრომლობის დაწყებამდე Real Palace მუშაობდა სხვადასხვა პროგრამასა და სისტემაში. ახლა ყველა ოპერაცია — გაყიდვები, გადახდები, მარაგები, საბანკო ოპერაციები და საგადასახადო აღრიცხვა — გაერთიანდა ერთ მოქნილ ERP სისტემაში.
ახალი სისტემით კომპანიამ მოიპოვა:
- სრული გამჭვირვალობა და ფინანსებზე რეალურ დროში კონტროლი;
- ბინის შეძენის პროცესის მაქსიმალური გამარტივება მომხმარებლისთვის;
- მონაცემების ცენტრალიზაცია და შეცდომების რისკის შემცირება;
- სრული შესაბამისობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან.
"ეს პროექტი ჩვენი ბიზნესის ახალი ეტაპია — ახლა გვაქვს სისტემა, რომელიც ჩვენს სამუშაო პროცესს ხდის მოქნილს და კომფორტულს" — აცხადებენ Real Palace-ში.
თუ გსურთ თქვენი კომპანიის პროცესების ციფრული გარდაქმნა, SMART business Georgia დაგეხმარებათ სწორი ტექნოლოგიური გადაწყვეტილების შერჩევაში.