რატომ არის Tester's Day მნიშვნელოვანი aPeople-ისთვის და QA სფეროსთვის?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში ტესტირების სფერო ბოლო წლებში რეკორდული ტემპით ვითარდება. წლიდან წლამდე იზრდება პროფესიონალების რაოდენობა, ხარისხზე ორიენტირებული კომპანიების რიცხვი და მომხმარებელთა მოლოდინები. ამ ცვლილებების ფონზე, Tester's Day უკვე მყარად დამკვიდრდა, როგორც წლის მთავარი ღონისძიება, სადაც QA პროფესიონალები, ტექნოლოგიური კომპანიები და ინოვატორები ერთიანდებიან, რათა განიხილონ უახლესი ტენდენციები და მომავლის სტრატეგიები.
ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება იმ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად მხარს უჭერენ პროფესიული ეკოსისტემის განვითარებას. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა aPeople, რომელიც უკვე მეოთხე წელია Tester's Day-ის ოფიციალური პარტნიორია და მუდმივად ხელს უწყობს QA საზოგადოების ზრდასა და განვითარებას.
"ტესტირების მიმართულება და პროდუქტის ხარისხზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის უმნიშვნელოვანესი მიზანია. Tester's Day-ის საშუალებით არაერთი ნიჭიერი პროფესიონალი შემოუერთდა aPeople-ს გუნდს," — აცხადებენ კომპანიაში. მათთვის ეს ღონისძიება არამხოლოდ ინოვაციების გაზიარების სივრცეა, არამედ რეალური პლატფორმა ახალი ტალანტების აღმოჩენისა და მათი კარიერული წინსვლისთვისაც.
aPeople-ს სჯერა, რომ QA სფეროს სწრაფი განვითარება საქართველოში ორი მთავარი ფაქტორით არის განპირობებული: ერთი მხრივ, კონკურენციის ზრდა აიძულებს ბიზნესებს უფრო მეტად იზრუნონ თავიანთი პროდუქტების ხარისხზე, მეორე მხრივ კი მომხმარებლები უფრო მომთხოვნი ხდებიან და მათზე მორგებული, მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილებები აუცილებელი ხდება. "პროდუქტის ხარისხის შენარჩუნება დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. რაც უფრო ვითარდება ინდუსტრია, მით უფრო იზრდება მოთხოვნა გამოცდილი QA პროფესიონალების მიმართ," - განმარტავენ კომპანიაში.
Tester's Day 2025 განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ღონისძიება პირველად მასპინძლობს ISTQB-ის გლობალურ კონფერენციას. ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე აღიარებულია, როგორც რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი QA ჰაბი. GeoSTQB-ის ვიცე-პრეზიდენტი თინათინ ცირეკიძე აღნიშნავს, რომ ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის და პარტნიორების ერთგულების შედეგია:

"განსაკუთრებით ვაფასებ ჩვენი სპონსორების ერთგულებას, რომლებიც ხუთი წელია ჩვენს გვერდით არიან. მათი მხარდაჭერით ვიზრდებით, ვვითარდებით და მოვიპოვეთ ISTQB-ის ნდობა, რამაც საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება შესაძლებელი გახადა. წლევანდელ კონფერენციაზე მსოფლიო ექსპერტების აქტიური მონაწილეობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საზოგადოებას და საქართველოს პოზიციებს ტექნოლოგიურ სფეროში."
თინათინის თქმით, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მდიდარი იქნება შინაარსით და მნიშვნელობით. უკვე მეხუთედ იქნება წარმოდგენილი QA Market Survey-ის პრეზენტაცია, რომელიც აჩვენებს უახლეს ტენდენციებს, მეთოდოლოგიებს, ინდუსტრიის დინამიკას და ტექნოლოგიურ მიღწევებს. კვლევა მოიცავს მომხმარებელთა მოლოდინების ანალიზსაც, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს უკეთ გაიგონ, როგორ ახდენს ხარისხის უზრუნველყოფის პრაქტიკა გავლენას პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე. "ეს არ არის მხოლოდ ციფრებისა და სტატისტიკის პრეზენტაცია. ეს არის QA სფეროს სრული სურათი, რომელიც აჩვენებს ინდუსტრიის ურთიერთგადაკვეთას ტექნოლოგიებთან და მომხმარებელთა საჭიროებებთან," — დასძენს თინათინი.
aPeople წელს განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს ტესტირების ავტომატიზაციის ტრანსფორმაციაზე. მათი სპიკერები აუდიტორიას გაუზიარებენ, რატომ გახდა აუცილებელი არსებული Framework-ის შეცვლა, როგორ აირჩია კომპანიამ საუკეთესო მიდგომა და რა გამოცდილება მიიღო ამ პროცესში. ეს სესია იქნება პრაქტიკული და რეალური მაგალითებით დატვირთული, რაც სხვა კომპანიებს დაეხმარება საკუთარი QA პროცესების გაუმჯობესებაში და ავტომატიზაციის ახალ დონეზე გადაყვანაში.
Tester's Day 2025 მხოლოდ ღონისძიება არ არის - ეს არის საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების სიმბოლო, სადაც ერთიანდებიან კომპანიები, ექსპერტები და ახალი ტალანტები ხარისხისა და ინოვაციის გარშემო. aPeople-ის და სხვა ერთგული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს ადგილს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე, ხოლო QA საზოგადოება აგრძელებს ზრდას და გაძლიერებას ადგილობრივიდან საერთაშორისო წარმატებამდე.