ქუთაისში პროკრედიტ ბანკის განახლებული ფილილი გაიხსნა ბანკი რეგიონში ადგილობრივი ბიზნესებისა და ფიზიკური პირების მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პროკრედიტ ბანკმა ქუთაისში განახლებული ფილიალი ოფიციალურად გახსნა. ბანკს რეგიონში უკვე 25 წლიანი წარმატებული ბიზნეს ისტორია აქვს. ბანკი ქუთაისში ადგილობრივი ბიზნესებისა და ფიზიკური პირების მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს და სხვადასხვა რეგიონულ ინიციატივებს ახორციელოებს. ბანკის სურვილია, რომ რეგიონში განთავსებული ფილიალი ინოვაციების დანერგვისა და ეკონომიკური გაძლიერების პლატფორმად იქცეს.

მნიშვნელოვანია სპეციალურად ქალი მეწარმეობისათვის განკუთვნილი დაფინანსების პროგრამები და მიკრო ბიზნესების დაფინანსების ინსტრუმენტები, რომლებიც დაფინანსებასთან ერთად, არაფინანსურ მხარდაჭერასაც მოიაზრებს, როგორიც არის მაგალითად სხვადასხვა ტიპის ტრენინგები და ინიციატივები, ცოდნის, კონტაქტების გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

ახალი ფილიალი ასევე მოწმობს პროკტრედიტ ბანკის ერთგულებას ბიზნესების გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართულებით, მათ შორის რეგიონალური განვითარებისა და დაფინანსების ინკლუზიური პოლიტიკის თვალსაზრისით – ბანკი მეწარმეობის განვითარების მხარდამჭერია და მომავალშიც გეგმავს ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას კლიენტებისთვის.

ახალ ფილიალში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ არა მარტო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღოს მომსახურება, არამედ მიიღოს ექსპერტული მხარდაჭერა, მათ შორის დაფინანსების სპეციალური პროგრამებისა და შესაძლებლობების თაობაზე.