Nvidia გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რითაც Apple და Microsoft უკან მოიტოვა

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

4 ტრილიონი დოლარის ნიშნულის გადაკვეთიდან ოთხი თვის შემდეგ, Nvidia გახდა პირველი კომპანია, რომელმაც 5 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია.

Nvidia-ს აქციები ოთხშაბათ დილით 4%-ზე მეტით გაიზარდა და 210 დოლარს გადააჭარბა, რაც აღემატება 205,76 დოლარს, რაც კომპანიას 5 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულებას აძლევს. ამჟამად Nvidia-ს ფასი აღემატება მის კონკურენტების – AMD-ის, Intel-ის, Micron-ის და Qualcomm-ის ჯამურ ღირებულებასაც კი. The Wall Street Journal-ის ცნობით, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია უფრო მაღალია, ვიდრე S&P 500-ის მთლიანი სექტორების, მათ შორის კომუნალური მომსახურებებისა და ყოველდღიური მოხმარების საქონლის სექტორების ღირებულებაც.

"5 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად გვეჩვენებოდა. ბაზარი აშკარად დიდ იმედებს ამყარებს იდეაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი გარდამტეხი იქნება", – განუცხადა Bloomberg-ს კიტ ლერნერმა,Truist Advisory Services-ის საინვესტიციო დირექტორმა და ბაზრის მთავარმა სტრატეგმა.

Nvidia-ს ისტორიული ზრდა ღირებულებაში მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა სამშაბათს განაცხადა, რომ კომპანია ელოდება 500 მილიარდ დოლარამდე AI ჩიპების შეკვეთებს და გეგმავს აშშ-ის მთავრობისთვის შვიდი სუპერკომპიუტერის შექმნას. ჰუანგმა აღნიშნა, რომ Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების დიდი მარაგი აქვს და მალე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამერიკის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

Nvidia-მ სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს Nokia-ში, რომელიც ტელესაკომუნიკაციო ოპერატორებს 5G მოწყობილობებით ამარაგებს იმისთვის, რომ Nvidia-ს ჩიპების გამოყენებით შეიმუშაოს მომდევნო თაობის 6G მობილური კავშირის ტექნოლოგია.

Nvidia-ს საბაზრო ღირებულებამ პირველად 2 ტრილიონი დოლარი 2024 წლის მარტში შეადგინა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონი დოლარი 2024 წლის ივნისში, რაც კომპანიის სწრაფ ზრდაზე მეტყველებს, ეს კი ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ტექნოლოგიების მოთხოვნამ განაპირობა.

Nvidia პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ ივლისის დასაწყისში 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. Microsoft მეორე იყო, რომელმაც ივლისის ბოლოს გადააჭარბა 4 ტრილიონ დოლარს. Apple ახლახან გახდა მესამე კომპანია, რომელმაც 4 ტრილიონ დოლარს ამ კვირის დასაწყისში გადააჭარბა. Microsoft და Apple Nvidia-ს შემდეგ ორი უდიდესი კომპანიაა, რომელთა შეფასებები სტატიის წერის მომენტისთვის დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ჰუანგის ქონება მკვეთრად გაიზარდა Nvidia-ს საბაზრო ღირებულების ზრდასთან ერთად. Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ჰუანგის ქონება დაახლოებით 180 მილიარდ დოლარს შეადგენდა – ეს თითქმის 68 მილიარდით მეტია წლის დასაწყისთან შედარებით. მისი ქონების უდიდესი ნაწილი Nvidia-ში მის წილთან არის დაკავშირებული. 2025 წლის ოქტომბრის დეკლარაციის თანახმად, ის კომპანიის დაახლოებით 3,5%-ს ფლობს.

ჰუანგი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მისი დაფუძნებიდან, 1993 წლიდანაა.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.