Next Rise – სრული მარკეტინგული მომსახურება, რომელიც ბიზნესს მის სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტურად აკავშირებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრეატიული იდეა მაშინ იქცევა ბიზნესის აქტივად, როცა მას ლოგიკურად ერწყმის სტრატეგია, დიზაინი და ბრენდის წარმოება. მარკეტინგული სააგენტო Next Rise სწორედ ამ პრინციპით მუშაობს: სერვისები შეკრულია ერთ ეკოსისტემად, სადაც ბრენდის შექმნა, ყოველდღიური კომუნიკაცია და ვიზუალური თხრობა ერთ კონტურში ვითარდება.

"ვხედავთ დიდ სურათს, მაგრამ დეტალებზეც არ ვიშურებთ ენერგიას. ასე იბადება იდეები და განისაზღვრება შედეგი", ამბობს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანი დათუაძე.

კომპანიის მისიაც ერთ წინადადებად ასე ჟღერს: შთააგონოს, განავითაროს და გააძლიეროს ადამიანები და ორგანიზაციები ისე, რომ მათ წარმატებისკენ შემდეგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან. სახელ Next Rise-ის გზავნილიც სწორედ მომავლისკენ გადადგმული მტკიცე ნაბიჯია.

"სახელის კონცეფცია "შემდეგი ნაბიჯი/აღმავლობა" ჩვენთვის ნიშნავს განუწყვეტელ წინსვლას, პროგრესს და იმ ძალისხმევას, რომელიც თითოეულ ადამიანს ან ჯგუფს სჭირდება საკუთარი მიზნების მისაღწევად ეს არის მომავლისკენ გადადგმული მტკიცე ნაბიჯი", ამბობს ანი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

მარკეტინგული სააგენტო Next Rise-ის მთავარი უპირატესობა ერთიან მიდგომაშია – კომპანია აერთიანებს ყველა აუცილებელ მარკეტინგულ სერვისს ერთ სივრცეში. ბრენდინგის, გრაფიკული დიზაინის, სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგის, PR-ისა და ფოტო-ვიდეოწარმოების სპეციალისტები ერთ გუნდად მუშაობენ, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს, მიიღონ სრულყოფილი და თანმიმდევრული მარკეტინგული მომსახურება.

"სახელი Next Rise ჩვენგან მეტ პასუხისმგებლობასაც ითხოვს, უნდა ვიყოთ კლიენტის შემდეგი წარმატების თანამგზავრი", აღნიშნავს ანი.

როგორ ვიღებთ შედეგს? პირველი საფეხური სტრატეგიაა – მარკეტინგული და კონტენტსტრატეგია, რომელიც ასახავს სამიზნე აუდიტორიას, არხებსა და ბრენდის "ნარატივს". სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება ტონი, თემატიკა და KPI-ები, რომლითაც შემდეგი ნაბიჯები ფასდება.

შემდეგ მოდის სოციალური მედია – ყოველდღიური კომუნიკაციის არხების გამართვა, სადაც სტრატეგია გარდაიქმნება ქოფირაითინგად, დიზაინად, რილსებად და რეპორტინგად. Next Rise-ის სერვისები სრულადაა მორგებული კომპანიების ზრდის ტემპებსა და საჭიროებებზე და მუშაობს სტრატეგიული მიდგომით.

ციფრული რეკლამა ამ არქიტექტურის მნიშვნელოვანი საყრდენია: კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტის ალოკაცია, აუდიტორიების ტესტირება და ოპტიმიზაცია განაპირობებს ბრენდის ისტორიის ზუსტად იმ ადამიანებამდე მიტანას, ვისთვისაც ეს ხმა მნიშვნელოვანია. იმავე ხაზს აგრძელებს PR-სტრატეგია – მედიაურთიერთობები, პრესრელიზები, ღონისძიებები და ტრადიციული კომუნიკაციის არხები.

ვიზუალური თხრობა გრძელდება ფოტო და ვიდეოწარმოებით: პროდუქტისა თუ სივრცის ფოტოები, კამპანიის ვიდეოები, სოციალური ქსელებისთვის რილსები და პოსტპროდაქშენი ერთ ნაკადად იქმნება, რათა საერთო სტილი, რიტმი და მესიჯი მომხმარებლამდე ერთიანი სახით მივიდეს. საჭიროების შემთხვევაში ვიზუალში გამოიყენება დრონის კადრებიც, განსაკუთრებით ჰოსფითალითის, დეველოპმენტისა და ივენთმენეჯმენტის კატეგორიებისთვის.

ვისთან და როგორ მუშაობს Next Rise?

მარკეტინგული სააგენტოს, Next Rise-ის სერვისების ეკოსისტემა განსაკუთრებულად მნიშნელოვანია სტარტაპებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისა და სწრაფად მზარდი ბრენდისთვის, რომლებსაც "ერთი ქოლგის ქვეშ" პრინციპით სჭირდებათ სტრატეგია, მისი შესრულება და შესაბამისი მასალის წარმოება.

ამ ფორმატით Next Rise ბიზნესს აშორებს სხვადასხვა სააგენტოსთან თანამშრომლობის საჭიროებებს. ყველაფერი ხორციელდება ერთიანი ხედვითა და კოორდინაციით, რაც ამარტივებს სამუშაო პროცესს, უზრუნველყოფს შედეგების თანხვედრას და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს.

"მომხმარებელს აღარ ესაჭიროება სხვადასხვა სააგენტოსთან ცალ-ცალკე შეთანხმება. ყველაფერი კეთდება ერთიანად, ერთი ხედვით ერთ გუნდში", – ხაზს უსვამს ანი.

კომპანიის ღირებულებებში ღრმადაა ჩაბეჭდილი ის, რაც მზარდ გუნდებს აერთიანებს: პასუხისმგებლობა, სტაბილურობა, კრეატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

კომპანიაში სჯერათ, რომ წარმატებული პროექტი იწყება არა მხოლოდ კარგი იდეით, არამედ ადამიანური დამოკიდებულებით ერთმანეთისა და მომხმარებლის მიმართ. სწორედ ამიტომ, Next Rise-ის გუნდის წევრებმა იციან, რომ ყველანაირი პროცესის თანაავტორები არიან.

ყოველდღიური საქმიანობა ეფუძნება მარტივ პრინციპს: ყველა ქმედება უნდა იყოს უშუალოდ შედეგზე ორიენტირებული და უზრუნველყოფდეს პროცესების ეფექტურობასა და ხარისხს.

"როცა ვიწყებთ ახალ პროექტს, ვცდილობთ, ბოლომდე გავიგოთ მომხმარებლის მიზანი და შევქმნათ ისეთი კომუნიკაცია, რომელიც რეალურად იმოქმედებს: იქნება ეს ბრენდინგი, სოციალური მედია თუ PR-კამპანია. სწორედ ამიტომ, Next Rise არ არის მხოლოდ სამსახური: ეს არის ადგილი, სადაც პროფესიონალიზმი და ადამიანურობა თანაბრად მნიშვნელოვანია და სადაც ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ".

სტრატეგიული გზა Next Rise-ს სამ ეტაპად აქვს დაყოფილი. პირველი არის ცნობადობაზე მუშაობა: "ბრენდს ვაცნობთ საზოგადოებას, ვქმნით პირველ შთაბეჭდილებას, ვაყალიბებთ იდენტობასა და ვიზუალურ სტილს".

მეორე უკვე ბრენდის მიმართ ინტერესის გაჩენაა კონტენტითა და კამპანიებით – ამ დროს აჩვენებენ უნიკალურობას და იქმნება ემოციური კავშირი მომხმარებელთან. მესამე ფაზა კი არის ნდობა. სტაბილური იმიჯის შექმნით ბრენდი ბაზარზე იმყარებს ადგილს და ასე იწყება აღმავლობის ეტაპიც:

"სტაბილურობისა და სანდოობის იმიჯი საბოლოოდ იწვევს ზრდასა და აქტიურ გაყიდვებს. ჩვენ პროგრესს ვაფასებთ არა მხოლოდ რიცხვებით, არამედ რეალური გავლენით როგორ შეიცვალა ბრენდის აღქმა, რამდენად გაიზარდა ჩართულობა, რამდენად დაამყარა ემოციური კავშირი ხალხთან", აცხადებენ კომპანიაში.

როგორია კომპანიის სამომავლო მიზნები?

უახლოეს პერიოდში Next Rise გააძლიერებს თანმიმდევრულობას გუნდის შიგნით (გუნდის განვითარება, კრეატიულობისა და ადამიანურობის შენარჩუნება) და ჩართულობას გარე აქტორებთან, იქნება ეს ღონისძიებები, კონკურსები თუ ბიზნესფორუმები სტარტაპებისა და მცირე/საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

"ჩვენი მთავარი მიზანია, Next Rise კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს ქართულ ბაზარზე როგორც მარკეტინგული სააგენტო, რომელიც რეალურ შედეგებს ქმნის და არამხოლოდ დახვეწილ ვიზუალს. გვინდა, რომ უფრო მეტ ბიზნესს დავეხმაროთ საკუთარი ისტორიის სწორად მოყოლაში ისე, რომ მათი ბრენდი გახდეს გამორჩეული, ცნობადი და წარმატებული", – გვეუბნებიან კომპანიაში.

კომპანიის სამომავლო ხედვა ადგილობრივ ფარგლებს სცდება. Next Rise-ში სჯერათ, რომ ქართული ბრენდის გლობალური წარმატება პირდაპირ კავშირშია იდენტობის, ისტორიისა და კულტურის სწორ შერწყმასთან.