NEW GROUP-ის ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი ფალიაშვილზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დეველოპერული კომპანია NEW GROUP თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე 9-სართულიან პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.
NEW GROUP ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და უკვე 9 პროექტი წარმატებით აქვს დასრულებული. კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, შექმნას ჯანსაღი და ეკომეგობრული გარემო, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს.
"დაარსების დღიდან ჩვენი მიზანია, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით სრული კომფორტი უზრუნველვყოთ. თითოეული კლიენტი ჩვენთვის პარტნიორია, რომელსაც ვუსმენთ, ვუგებთ და მის საჭიროებებს ვაცნობიერებთ.
ბინის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი ამოცანაა ეს პროცესი მაქსიმალურად მარტივი, გამჭვირვალე და მომხმარებლებზე მორგებული გავხადოთ.
ასევე, რაც ყველაზე მეტად გამოგვარჩევს სხვა დეველოპერებისგან, არის ის, რომ ჩვენ ერთნაირ შენობებს არ ვაშენებთ და თითოეული მობინადრისთვის განსხვავებულ ცხოვრების სტილს ვქმნით".
მიმდინარე პროექტების შესახებ Entrepreneur NEW GROUP-ის წარმომადგენელს, ნინო სვანიშვილს ესაუბრა.
რას გვეტყოდით თქვენი მიმდინარე პროექტის შესახებ, რომელიც ვაკეში, ფალიალიშვილის ქუჩაზე წამოიწყეთ?
ფალიალიშვილის ქუჩა ვაკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი ლოკაციაა, სწორედ აქ ვაშენებთ ჩვენს ახალ, უნიკალურ პროექტს.
პროექტი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის, ვისთვისაც ფასეულია კომფორტი, ხარისხი და ელიტური მდებარეობა.

NEW GROUP-ის ფალიაშვილის 9-სართულიან პროექტში ხელმისაწვდომია ფართები თეთრი კარკასის მდგომრეობით 48 კვ.მ.-დან 150 კვ.მ.-მდე, ასევე, ღია და დახურული პარკინგი, გამწვანებული ეზო და საბავშვო მოედანი. მშენებლობა 2026 წლის დეკემებრში დასრულდება.
ეს პროექტი ნამდვილად NEW GROUP-ის ახალი ეტაპია – ვიზუალური სიახლით, smarter – ფუნქციონალით და უფრო თანამედროვე კომფორტით.
აქ აქცენტი სამშენებლო დეტალებსა და შეთავაზებების პირობებზე გავაკეთეთ, რათა ცენტრალურ უბანში ცხოვრება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა.
რით არის გამორჩეული სერვისი, რომელსაც მომხმარებლებს სთავაზობთ?
ჩვენი სამშენებლო კომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხის შესრულებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ინდივიდუალური მიდგომით თითოეული დამკვეთის მიმართ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი იყოს არა მხოლოდ კარგად აშენებული, არამედ გონივრულად დაგეგმილი, ენერგოეფექტური და მომხმარებლის ცხოვრების სტილზე მორგებული.
ამიტომ გამარტივებული სერვისები გვაქვს გადახდასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს:
შიდა უპროცენტო განვადებას, 10%-იან წინასწარ შენატანს, რომელიც ყველაზე დიდი უპირატესობაა, რასაც New Group მომხმარებელს სთავაზობს.
ეს არის მოქნილი ფინანსური გადაწყვეტა მათთვის, ვისაც სურს ბინის შეძენა დამატებითი საბანკო პროცენტების გარეშე.
ასევე, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ვადების ზედმიწევნით დაცვა. ჩვენი პროექტები დათქმულ დროში სრულდება.
ვიღებთ მაღალ შეფასებას როგორც დამკვეთის, ისე ექსპერტების მხრიდან.
ამით განსაკუთრებით ვამაყობთ, რადგან ის წარმოაჩენს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და შესაძლებლობას, რთულ ამოცანებს ეფექტიანად გავუმკლავდეთ.
რამდენად არის დაცული ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამშენებლო სტანდარტები თქვენს პროექტებში და რა ქმნის თქვენთვის ხარისხის სტანდარტს?
ჩვენთვის ხარისხი ყოველთვის იწყება პასუხისმგებლობით გარემოსა და ადამიანების მიმართ. თითოეული პროექტი New Group-ში სრულად შეესაბამება ეკოლოგიურ, გეოლოგიურ და სამშენებლო სტანდარტებს.
მშენებლობის დაწყებამდე გეოლოგიური კვლევა ტარდება, მხოლოდ სერტიფიცირებულ მასალებს ვიყენებთ და უსაფრთხოების ეროვნულ ნორმებზე დაყრდნობით ვმუშაობთ.
ეკოლოგიური მხარე ჩვენთვის იგივე პრიორიტეტია, რაც არქიტექტურა. ვცდილობთ, პროექტები გარემოს ორგანულად შეერწყას და ენერგოეფექტურად ფუნქციონირებდეს.
ჩვენი პროექტების ავტორები მაღალი პროფესიონალიზმითა და სწორი ხედვით გამოირჩევიან.
ხარისხის სტანდარტს ქმნის სამეცნიერო მიდგომა, გამოცდილი გუნდი და კონტროლი ყველა ეტაპზე – პროექტირებიდან ჩაბარებამდე.
ჩვენი მიზანია, თითოეული ბინა იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ გამძლე, კომფორტული, ეკოლოგიურად ჯანსაღი და უსაფრთხო.
გარდა უსაფრთხოების სტანდარტებისა, რა ქმნის კომფორტსა და ცხოვრების მაღალ ხარისხს თქვენი მობინადრეებისთვის?
უსაფრთხოება New Group-ის ძირითადი ღირებულებაა. გარდა უსაფრთხოების სტანდარტებისა, ჩვენი მობინადრეებისთვის კომფორტსა და ცხოვრების ხარისხს ქმნის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ფუნქციური დაგეგმარება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ენერგოეფექტურობა და ციფრული სერვისები. ასევე, 24-საათიანი დაცვისა და კონსიერჟის მომსახურება, სახანძრო სისტემების გამართულობა, ღია და დახურული პარკინგები, საბავშვო მოედნები.
ყოველი ჩვენი პროექტი სრულდება დადგენილ ვადებში, ეს არის ჩვენი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი – პასუხისმგებლობა, რომელიც დროში იზომება.
მიმდინარე პროექტებიდან რომლებს გამოარჩევდით?
ჩვენი კომპანიის პორტფოლიოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქის სხვადასხვა უბანში. თითოეული პროექტის წარმატებით დასრულება გვაძლევს სტიმულს, განვითარება ამავე სტანდარტებით გავაგრძელოთ.
განსაკუთრებით გამოვარჩევდი New Group-ის 20-სართულიან კორპუსს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, რომელიც დასრულების ეტაპზეა. პანორამული ხედებით თბილისსა და წყნეთზე, შიდა პარკინგითა და საბავშვო მოედნებით.
ასევე, ვაზისუბანში მიმდინარე 10-სართულიან პროექტს, რომელიც თანამედროვე დიზაინით და დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევა.
ჩვენი მიზანია, მობინადრეებისთვის შევქმნათ არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ ცხოვრების მაღალი ხარისხი.
რა ახალ დეველოპერულ გამოცდილებას სთავაზობთ მომხმარებლებს ფალიაშვილის პროექტით?
ამ პროექტით მომხმარებლებს სრულიად ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ, საცხოვრებელ სივრცეს, სადაც ცხოვრება, მუშაობა და დასვენება ერთ გარემოში არის შესაძლებელი.
პროექტი აერთიანებს მყუდრო საცხოვრებელ ბინებს, საერთო სივრცეებს, ინფრასტრუქტურასა და ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებს.
ეს არ არის უბრალოდ ბინა – ეს არის ახალი სტანდარტი ურბანული ცხოვრებისთვის. ფალიაშვილზე მდებარე კორპუსი არა მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეულია, არამედ ტექნოლოგიურადაც ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით შენდება – ენერგოეფექტური სისტემებით, ჭკვიანი ინჟინერიითა და გამორჩეული უსაფრთხოების გადაწყვეტებით.
ჩვენ ვცდილობთ, დეველოპერული პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და კომფორტული გავხადოთ, ამ პროექტით ვაერთიანებთ პრესტიჟულ ლოკაციას, თანამედროვე არქიტექტურას და სანდო დეველოპერის გამოცდილებას.
როდიდან იქნება შესაძლებელი ბინების შეძენა და როგორი იქნება პირობები?
გაყიდვები დაწყებულია, შეძენა შესაძლებელია:
– ერთიანი გადახდით
– ჩვენს პარტნიორ ბანკებთან თანამშრომლობით
– შიდა 0 %-იანი განვადებით. შეძენისას მყიდველი იხდის ბინის ღირებულების მხოლოდ 10%-ს, პროექტის დასრულებამდე 30%-ს თვეებზე ანაწილებს, ხოლო დარჩენილი 60%-ის გადახდა ხდება პროექტის დასრულებისას, რა დროსაც შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს პარტნიორ ბანკებთან ისარგებლონ მათზე მორგებული სპეციალური პირობებით.
ჩვენი პარტნიორი ბანკებია: სს "საქართველოს ბანკი", სს "თიბისი ბანკი" და სს "ლიბერთი ბანკი".
სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყოდით, ხომ არ გეგმავთ ახალ პროექტებს და რას უნდა ელოდოს მომხმარებელი?
ჩვენი კომპანიის განვითარების სტრატეგია ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ტერიტორიულ გაფართოებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას.
დაგეგმილი გვაქვს თბილისის მასშტაბით 2 ახალი პროექტი, რომელსაც შემოგთავაზებთ 2026 წლიდან თბილისის სხვადასხვა უბანში . ეს გაფართოება საშუალებას მოგვცემს, ჩვენი მაღალი ხარისხი და ინოვაციური მიდგომა მივაწოდოთ სხვადასხვა სეგმენტს.