მოჩვენებები მოპედზე - ჰელოუინზე ქალაქში ვოლტის კოსტიუმირებული კურიერები გამოჩნდნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჰელოუინის კოსტიუმირებულ დღესასწაულს ქალაქის ქუჩებში ვოლტის მოჩვენება კურიერები შეემატნენ.

ვოლტის მომხმარებელს შეკვეთები ორიგინალურ თეთრ ელვარე კოსტიუმებში გამოწყობილმა მოჩვენებებმა მიუტანეს.

რატომ მოჩვენება? ჰელოუინის ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს სულები დედამიწაზე ბრუნდებიან. ამჯერად ისინი მოპედებით გადაადგილდებოდნენ.

ამ ინიციატივით, ვოლტი და მისი პარტნიორი კურიერები შეუერთდნენ საყოველთაო ჟრიამულს, რომელმაც ჰელოუინზე ქალაქი ტრადიციულად მოიცვა.

თეთრ მანათობელ მოჩვენებებს მომხმარებელი დიდი აღტაცებით შეხვდა.

ვოლტის კოსტიუმირებული კურიერების გამოჩენის მიზანიც ეს იყო - სიურპრიზი ბავშვებისთვის და შეკვეთებთან ერთად მიტანილი სიხარული.

ვოლტმა, საკუთარი ღირებულებების შესაბამისად, კვლავაც შეძლო, განსაკუთრებულად ექცია საღამო იმ ადამიანებისთვის, ვინც ვახშამი ან ტკბილეული შეუკვეთა.

სოციალურ ქსელდი გამოხმაურებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ვოლტის უნარი, ერთი ჩვეულებრივი დღე დღესასწაულად გადააქციოს.

მიტანის სერვისის ლიდერი ფინური ტექნოლოგიური კომპანკა ვოლტი მომხმარებელს კიდევ არაერთი სიურპრიზით გაანებივრებს.