მესკალერია – თბილისში პირველი მესკალის ბარი გაიხსნა სტუმრებს ბარში დახვდებათ 30-ზე მეტი სახეობის მესკალი, ასევე ტეკილა, სოტოლი და სხვა ალკოჰოლიანი სასმელები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის პირველი მესკალის ბარი, სახელად "მესკალერია" ახლახან შეუერთდა თბილისის ბარის ინდუსტრიას და მდებარეობს თბილისში, სოლოლაკის ისტორიულ გუდიაშვილის ბაღში.

გეკა ბურჭულაძის თქმით, კონცეფციაზე მუშაობა იდეის დაბადებიდანვე დაიწყო – გაიარეს ბარისთვის ყველა საჭირო დეტალები, ხოლო სექტემბერში პირველ სტუმრებსაც უმასპინძლეს.

ამჟამად "მესკალერიაში" სტუმრებს დახვდებათ 30-ზე მეტი სახეობის მესკალი, ასევე ტეკილა, სოტოლი და სხვა ალკოჰოლიანი სასმელები, თუმცა ბარის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, მესკალზეა და ეტაპობრივად იგეგმება ბარის სხვადასხვა მესკალით მომარაგება.

"მესკალერია" წარმოადგენს პირველ სპეციალიზებულ მესკალის ბარს არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. ეს ფაქტი უკვე თავისთავად განსაზღვრავს მის უნიკალურობასა და პოზიციონირებას ბაზარზე. მესკალი მექსიკური კულტურის სიმბოლოა, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ეს განსაკუთრებული კულტურა, თავისი არომატებითა და მთელი დიდებულებით, ქართული ბარის ინდუსტრიაში ინოვაციურად წარვადგინოთ. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ "მესკალერია" კულტურული კონცეფციის მატარებელი ბარია", – ამბობს "მესკალერიის" დამფუძნებელი, გეკა ბურჭულაძე.

გეკა ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ მათი გუნდი, "მესკალერიის" გარდა, მართავს ისეთ ბარებს, როგორებიცაა Gin Corner, რომელიც ჯინზე ორიენტირებული ბარია, Old Tom – მიქსოლოგიური კოქტეილ-ბარი და House Of Juniper, ჯინი-ბარი.