Lingostar – პირველი ონლაინ ოლიმპიადა საქართველოში ინგლისურ ენაში ახალ სეზონს იწყებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Lingostar – ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი და პირველი ონლაინოლიმპიადაა საქართველოში ინგლისურ ენაში, რომელიც ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით ბრუნდება.
პროექტი უკვე დამკვიდრდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური იდეა, რომელშიც 15 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სწორედ ეს მასშტაბურობა ადასტურებს, რომ Lingostar არა მხოლოდ ოლიმპიადაა, არამედ არის თანამედროვე საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ახალ სტანდარტებს ქმნის.
ინგლისური ენა განიხილება როგორც XXI საუკუნის საკომუნიკაციო, საგანმანათლებლო და პროფესიული წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველი, ამდენად, "ლინგოსთარი" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ემყარება თანამედროვე საგანამანთლებლო პრინციპებს, რომლის მიზანი მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების განვითარებაა.
პროექტი ხელს უწყობს საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესს – რომ ქართველი ახალგაზრდები გახდნენ გლობალური ახალგაზრდული ქსელის მნიშვნელოვანი წევრები. "ლინგოსთარი" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანაბარი შესაძლებლობებისა და სამართლიანი შეფასების უზრუნველყოფას: ასაკობრივ კატეგორიებზე დაფუძნებული სტრუქტურა და ობიექტური შეფასების სისტემა თითოეულ მოსწავლეს აძლევს განვითარების შესაძლებლობასა და მოტივაციას.
2025 წლის შემოდგომის სეზონი
შემოდგომის სეზონზე რეგისტრაცია იწყება 1 ოქტომბრიდან და მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს მთელი საქართველოს მასშტაბით. ოლიმპიადის მთავარი უპირატესობა სწორედ მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და ინკლუზიურობაა – გამოცდა ტარდება საერთაშორისო ონლაინსაგამოცდო პლატფორმაზე, რაც უზრუნველყოფს სანდო და ობიექტურ შეფასებას.
ღირებულებები და მიზნები
პროექტი ტარდება ხუთ საკლასო კატეგორიაში (III-IV, V-VI, VII-VIII, IX-X, XI-XII) და მოიცავს სამ საფეხურს: პირველი ეტაპი წარმოადგენს ტესტირებას, რომელიც ტარდება 15 ნოემბერს, მეორე ეტაპიც ტესტირებაა, რომელიც ჩატარდება 29 ნოემბერს. მესამე ეტაპი მოიცავს გასაუბრებას უცხოელ პედაგოგთან.
მესამე ეტაპი Lingostar-ის გამორჩეული ელემენტია – თითოეულ მონაწილეს ეძლევა პერსონალური ინტერვიუს შესაძლებლობა უცხოელ პროფესიონალ პედაგოგთან, რაც უნიკალურ სასაუბრო გამოცდილებას წარმოადგენს.
მთავარი პრიზი და დაჯილდოების ცერემონია
ოლიმპიადის გამარჯვებული მიიღებს სრულად დაფინანსებულ სასწავლო ვიზიტს ამერიკაში, ევროპაში ან დუბაიში – შესაძლებლობას, რომელიც ახალგაზრდებს საერთაშორისო განათლებისა და ახალი გამოცდილების კარს უხსნის.
პროექტის ფინალს ტრადიციულად ამშვენებს საზეიმო დაჯილდოების ცერემონია, სადაც ერთიანდებიან საუკეთესო მონაწილეები, გამარჯვებულები, პედაგოგები, მშობლები და პარტნიორი ორგანიზაციები. წელს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება – 27 დეკემბერს, საახალწლო და საშობაო განწყობის ფონზე, თბილისი ნამდვილ საგანმანათლებლო დღესასწაულად გადაიქცევა.
ცერემონიალს დაემატება მეჯლისის ელემენტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის სადღესასწაულო ატმოსფეროს. მონაწილეები ახალ წელს შეხვდებიან ახალი შესაძლებლობებით, მოტივაციითა და საერთაშორისო გამოცდილების პერსპექტივით.
დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/1e5kovxW8HeeY7sp7