Kursi.ge-მ პარტნიორებისა და კლიენტებისათვის პირველი კორპორატიული ღონისძიება გამართა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2024 წელს ქართველმა მომხმარებელმა პირველად გაიცნო ახალი ინოვაციური პლატფორმა Kursi.ge – ვალუტის გადაცვლის პირველი ონლაინ პუნქტი, რომელიც უსაფრთხოების სრული დაცვით, საუკეთესო კურსს გვთავაზობს და სწრაფი, გამარტივებული სერვისით დროისა და ზედმეტი ძალისხმევის დაზოგვის შესაძლებლობას გვაძლევს.
პლატფორმას დღეს უკვე ჰყავს 100 000 მომხმარებელი, რომელთა შორის 4 000-ზე მეტი კორპორატიული კლიენტები არიან.
2025 წლის 24 ოქტომბერს "რედისონ ბლუ ივერიაში" Kursi.ge-ის ბიზნეს ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ Kursi.ge-ის კორპორატიული კლიენტები, ბიზნესპარტნიორები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. სტუმრების მიღების შემდეგ ოფიციალური ნაწილი დაიწყო, სადაც სიტყვით გამოვიდა კომპანიის თანადამფუძნებელი - ნინო კუპრაშვილი. აუდიტორიის წინაშე ასევე სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები საქართველოს ეროვნული ბანკიდან და GITA-დან. ფინტექ სფეროს პროფესიონალებთან ერთად გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: "ფინანსური ინოვაციები და ბიზნესის მომავალი საქართველოში".
პანელური დისკუსიის მონაწილეები იყვნენ: კომპანია Fastoo-ს და Bitanica-ს გენერალური დირექტორი ვახო ჭითავა; Lightspeed Digital-ის მმართველი პარტნიორი, IFC და ADB კონსულტანტი მარიამ რუსიშვილი; კომპანია Eurocredit-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი წურწუმია და Kursi.ge-ის დირექტორი ქეთევან მეფარიშვილი, როგორც დისკუსიის მოდერატორი.
ღონისძიებაზე Kursi.ge-მ პლატფორმის სიახლეების შესახებ ისაუბრა და წარადგინა ახალი პროდუქტი – აპლიკაცია. ასევე, დაანონსდა 2025 წელს ფილიალის გახსნა კორპორატიული კლიენტებისთვის.
Kursi.ge-მ მოწვეული სტუმრებისათვის სიურპრიზიც მოაწყო და გაათამაშა ორ კაციანი საგზური ევროპაში.
ამ ღონისძიებით Kursi.ge-მ შექმნა სივრცე, სადაც კორპორატიულმა კლიენტებმა და პარტნიორებმა პირველებმა მოისმინეს პლატფორმის სიახლეები და გეგმები, ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და პარტნიორული ურთიერთობები გააღრმავეს.
Kursi.ge კი აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლისათვის კიდევ უფრო გაუმჯობესებული გამოცდილების შემოთავაზებას. აღსანიშნავია, რომ ახლახან Kursi.ge-მ ოფიციალურად მიიღო ეროვნული ბანკის ლიცენზია და გახდა პირველი ლიცენზირებული ონლაინ სავალუტო კონვერტაციის კომპანია საქართველოში.