კლინიკა მედი - სასიამოვნო სამუშაო გარემო და განვითარების მუდმივი შესაძლებლობა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კლინიკა მედი წარმოადგენს სივრცეს, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს გრძნობს დაფასებულად, მოტივირებულად და აქვს განვითარების შესაძლებლობა. დღევანდელ სწრაფად ცვლად და დინამიურ სამყაროში, კომპანიები ხშირად იყენებენ ტერმინს "სამუშაო ადგილი", შესაბამისად დასაქმებულს ამ სამუშაო ადგილის დამკავებლად აღიქვამენ.ესთეტიკური მედიცინის ქსელურ კლინიკა მედიში იციან, რომ თითოეული თანამშრომელი არის გუნდის ფუნდამენტი და მნიშვნელოვანი ნაწილი.
"ჩვენთვის სამუშაო გარემო არ არის მხოლოდ სივრცე სადაც საქმე კეთდება, არამედ ადგილი, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ არის სრულფასოვანი, დაფასებული, შთაგონებული და რომ შეუძლია ყოველდღიურად განვითარდეს", - ამბობს კლინიკა მედის HR დირექტორი, ქეთევან სოხაძე.
ქეთევან სოხაძე ამბობს, რომ პირველი სამუშაო დღის დილას, ახალ თანამშრომლებს სამსახურში ბრენდირებული ჩანთა, ბლოკნოტი და კალამი ხვდებათ, შემდეგ კი ადაპტაცია უფრო მარტივი და სასიამოვნო რომ იყოს, პირველივე დღეს ეგზავნებათ ლამაზი, ვიზუალურად დახვეწილი პრეზენტაცია კომპანიის შესახებ, მისი ისტორია, ღირებულებები, სერვისები და თანამშრომლების ფოტოები.
"ეს პატარა, მაგრამ თბილი დეტალი ახალ წევრებს ეხმარება სახეები უკვე ნაცნობებად აქციონ და პირველივე დღიდან იგრძნონ, რომ აქ მათ ელოდებოდნენ, ეს პროცესი არ არის უბრალოდ ფორმალობა, არამედ არის რეალური მხარდაჭერა ადაპტაციისთვის, რაც პირველ დღეებში კომფორტს ქმნის", - ამბობს ქეთევან სოხაძე.
ის აღნიშნავს, რომ კლინიკაში იყენებენ თანამედროვე პლატფორმებს Bitrix24-სა და Self.HR სისტემას, რომელიც თანამშრომლებს აძლევს სრულ კონტროლს თავიანთ გრაფიკებზე, დასწრებაზე, შვებულებაზე, უზრუნველყოფს სისტემურ შეტყობინებებს და ა.შ. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნიკაციაში გაუგებრობებსა და სტრესს.
"ტექნოლოგიების ძალა რაშია იცით? ხშირად ვზოგავთ დროს რომელსაც რუტინული პროცესებისთვის მეტად ვკარგავდით, ამას "დაკარგული დროის დაბრუნებას ვუწოდებ", როდესაც მნიშვნელოვნად ვამცირებთ კონკრეტულ პროცესებზე განსაზღვრულ დროს, ციფრული ტექნოლოგიების გაუმჯობესების გზით, მარტივი მაგალითის სახით გეტყვით: დოკუმენტებზე ხელმოსაწერად ოფისში სირბილი? აღარ არის საჭირო. გვაქვს დანერგილი ელექტრონული ხელმოწერა. პროცედურებსა და პროცესებს ვიზუალურად გაწერილი სქემებით ვაზიარებთ, რომ ყველასთვის მარტივი და გასაგები იყოს, რაც მთავარია არ არის საჭირო მრავალგვერდიანი დოკუმენტების წაკითხვა, ყველაფერი მოკლე და გასაგები გზავნილების სახით ვრცელდება", - ამბობს კლინიკა მედის HR დირექტორი.
ქეთევან სოხაძის თქმით, კლინიკის ყველა ოფისში არის თანამედროვე ყავის აპარატები, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ მოამზადონ თავიანთი საყვარელი ყავის სახეობა და მოკლე შესვენებების დატკბნენ კარგი ხარისხის ყავის სურნელით, რაც ხელს უწყობს პოზიტიურ განწყობასა და ენერგიას. ჯანმრთელობის დაზღვევა "ბენეფიტად" არ ითვლება და ეს მედის თანამშრომლების ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობის აუცილებელი საფუძველია.
"გვაქვს ქულების ჯადოსნური სისტემა, წელიწადში ხუთჯერ ყველა თანამშრომელს ერიცხება სასაჩუქრე ქულები, მუშაობის სტაჟთან ერთად ეს ქულები იზრდება და შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ესთეტიკური, კოსმეტოლოგიური, სტომატოლოგიური და პლასტიკური პროცედურებისთვის ან გაახარონ მათი ოჯახის წევრები, რადგან ქულების გასხვისება შეუძლიათ ოჯახის წევრებზე. ჩვენთან არ უნდა ელოდო მრავალთვიანი ვადების გასვლას, პირველივე დღიდან ჩვენს თანამშრომლებს აქვთ პროცედურებზე ფასდაკლება, რომელიც სტაჟთან ერთად იზრდება და ეს არა მხოლოდ მათ არამედ მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ვფიქრობთ სამსახური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და გვინდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ თანამშრომლების არამედ მათი ოჯახის წევრების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე", - ამბობს ქეთევან სოხაძე.
ის აღნიშნავს, რომ თანამშრომლებს დაბადების დღეებზე ეგზავნებათ ბრენდირებული საჩუქრები, წელიწადში ხუთჯერ ურიცხავენ სასაჩუქრე ქულებს, წელიწადში ერთხელ კი იკრიბებიან დიდი კორპორატიული წვეულებისთვის არა მხოლოდ გართობისთვის, არამედ იმისთვის, რომ ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და საერთო ემოციები გააძლიერონ.
ქეთევან სოხაძის თქმით, ექიმები რეგულარულად გადიან ტრენინგებს საქართველოში და საზღვარგარეთ, რაც არ წარმოადგენს მხოლოდ სწავლას - ეს არის შესაძლებლობა კლინიკაში ახალი მეთოდებისა და ინოვაციების შემოტანის, რაც პირდაპირ ზრდის პაციენტების კმაყოფილებასა და კომპანიის წარმატებას.
"HR გუნდისთვის ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ პროცედურების დაგეგმვა, ეს ყოველდღიური შრომაა, ფიქრი და ინოვაციები, რომლებიც ქმნიან თანამშრომელთა ბედნიერებას, მოტივაციას და პროფესიულ განვითარებას.
ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ სამუშაო გარემოს, არამედ საზოგადოებას, სადაც ყველას აქვს ხმა, შესაძლებლობა და ადგილი. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ადამიანმა ვინც ჩვენთან იწყებს მუშაობას, იგრძნოს, რომ ეს არ არის უბრალოდ სამსახური ეს არის ადგილი, სადაც მისი განვითარება კომპანიის მთავარი ინვესტიციაა", - ამბობს ქეთევან სოხაძე.