ჯენსენ ჰუანგს დედამ ლიდერული აზროვნება ასწავლა, რომელსაც ის დღემდე იყენებს

By Sherin Shibu

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯენსენ ჰუანგი ყველა ახალ პრობლემას უდგება აზროვნებით, რომელიც დაფუძნებელია კითხვაზე "რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს?" – ეს დამოკიდებულება კი მან დედამისისგან ისწავლა.

თვის დასაწყისში, კემბრიჯის კავშირში გამართულ გამოსვლაზე, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ახსნა, თუ როგორ იყენებდა დედამისი "ფურცელსა და ლექსიკონს" მისთვის ინგლისურის სასწავლებლად, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ საუბრობდა ამ ენაზე.

Business Insider-ის ცნობით, ტაივანში დაბადებული ჰუანგი ცხრა წლის ასაკში აშშ-ში უკეთესი განათლების მისაღებად გაგზავნეს. დედამისმა, რომელიც ტაივანურ ჰოკიენზე საუბრობდა, წასვლამდე მისთვის ინგლისურის სწავლება დაიწყო, რომ შვილი გარდამავალი პერიოდისთვის მოემზადებინა.

"დედაჩემმა მასწავლა ინგლისური, თუმცა ინგლისურად არ საუბრობს. ბევრი თვალსაზრისით, ეს მოვლენა განსაზღვრავს Nvidia-ს და ერთგვარად განმსაზღვრავს მეც. თითქმის ყველაფერს ვუდგები იმ პერსპექტივიდან, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს?" – თქვა ჰუანგმა გამოსვლის დროს.

ჰუანგმა 1993 წელს თანადააფუძნა Nvidia და მაშინვე აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა, რომელსაც ის უკვე 32 წელია იკავებს. მისი ხელმძღვანელობით Nvidia მსოფლიოში ყველაზე ღირებულ კომპანიად იქცა და მისმა ღირებულებამ წინა თვეში 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამჟამად Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 4,58 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მისი კონკურენტების, მათ შორის AMD-ის, Intel-ის, Micron-ისა და Qualcomm-ის ერთად აღებულ კაპიტალიზაციაზე მეტია.

ჰუანგმა აღნიშნა, რომ Nvidia-მდე ის არასდროს ყოფილა აღმასრულებელი დირექტორის ან მენეჯერის პოზიციაზე. ის ახალ წამოწყებებს იმავე აზროვნებით მიუდგა: ყველაფერი საბაზისო პრინციპებამდე დაყო და გზადაგზა ისწავლა. ბოლოს და ბოლოს, რამდენად რთული შეიძლება ეს იყოს?

მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თამაშში იმდენ ხანს დარჩენა, რომ სპორტი შეესწავლა.

"მე შევძელი იმის კეთება, რასაც დღეს ვაკეთებ, რადგან არ მომბეზრდა და არც სამსახურიდან გამათავისუფლეს. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო წარმატების მთავარი მიზეზი", - ამბობს ჰუანგი.

ჰუანგს დედა ბავშვობაში ეუბნებოდა, რომ ის განსაკუთრებული იყო და ასევე ტესტებში კარგი შედეგების მიღებისკენ მოუწოდებდა. ჰუანგის თქმით, სწორედ აქ ისწავლა მაღალი მოლოდინების დაწესება.

"თუ ადამიანები გეტყვიან, რომ თქვენ უკეთესი, უფრო დიდი და უფრო ქმედითი ხართ, ვიდრე სინამდვილეში, შესაძლოა, ეს მოლოდინი გაამართლოთ. ეს გვახსენებს, რომ იგივე გავაკეთოთ ჩვენს კომპანიებსა და ერთმანეთთან მიმართებაში", ეს ამბობს ის.

ჰუანგმა Nvidia-ში უნიკალური მენეჯმენტის კულტურა შექმნა. მას 60 უშუალოდ დაქვემდებარებული ჰყავს, ხოლო ორგანიზაციის რაც შეიძლება უცვლელი სტრუქტურა ურჩევნია, თუმცა პირად შეხვედრებს არ მართავს. ის პირადად ამოწმებს Nvidia-ს 42 000-ვე თანამშრომლის ანაზღაურებას ყოველი შემოსავლის ციკლის დროს.

სტატიის წერის მომენტისთვის ჰუანგი მსოფლიოში მეცხრე უმდიდრესი ადამიანი იყო 162 მილიარდი დოლარის ოდენობის წმინდა ქონებით.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Sherin Shibu

Entrepreneur Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at Entrepreneur.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.