Irakli Emiridze • Alpha Architecture ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ "Alliance Group"-ისთვის შექმნილი არქიტექტურული პროექტი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival (WAF)-ის ფინალშია წარდგენილი.

WAF მიიჩნევება არქიტექტურის "ოსკარად", და გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ამ სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ნომინანტებს შორის ყოფილან ისეთი გლობალური არქიტექტურული კომპანიები როგორებიცაა Zaha Hadid Architects და Foster + Partners, რაც ხაზს უსვამს Alpha Architecture-ის მიერ მიღწეული წარმატების მნიშვნელობას.

ეს აღიარება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართული არქიტექტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისა და ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობის პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით.