Hisense HVAC Georgia – HVAC ინდუსტრიაში მსოფლიო ბაზრის ლიდერი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია Hisense 1969 წლიდან იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას წარმოებაში. მისი შვილობილი ბრენდები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Hitachi, Toshiba, Gorenje, Asko და სხვა კიდევ არაერთი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული, კვალიფიციური და სანდო მწარმოებლები. ასევე, Hisense არის ბრენდი, სადაც მსოფლიო მასშტაბით 100 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
"რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მიმართლებას, 2003 წელს კომპანიების, Hisense-ის და Hitachi-ს კოლაბორაციით გადაწყდა HVAC ინდუსტრიაში შებიჯება და სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ Hisense HVAC-ს გააჩნია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ამავდროულად, ყველაზე ტექნოლოგიური, ინდუსტრიის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი Lighthouse Factory სტანდარტის საწარმო, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ დადგენილი უმაღლესი სტანდარტია საწარმოებისთვის, სადაც იგულისხმება უახლესი, "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის" 4IR მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება და კონცეპციის დანერგვა საწარმოში ავტომატიზაციის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიზის, საწარმოო მანქანა-დანადგარების, რობოტოტექნიკისა და ჭკვიანი წარმოების თვალსაზრისით", – ამბობს კომპანიის დირექტორი, თენგიზ გოგოლაშვილი.
მისი თქმით, Hisense HVAC გამონაკლისის სახით არის მსოფლიო ბაზრის HVAC ინდუსტრიის ლიდერი, შესაბამისად, ლოგიკურია, თუ რამხელა ბენეფიტებთან ასოცირდება ასეთი წარმატებული და გამოცდილი ბრენდის შემოსვლა ქართულ ბაზარზე საინჟინრო დარგისათვის.
"ჩვენი მიზანია, რომ Hisense-ის მსოფლიო მასშტაბის გამოცდილება და რიგი უპირატესობები კონკურენტებთან მიმართებაში მაქსიმალურად გადმოვიტანოთ საქართველოში, მოვარგოთ და შევთავაზოთ ჩვენს საინჟინრო და კლიმატურ გამოწვევებს", – ამბობს კომპანიის დირექტორი.
ქართულ ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ Hisense-სთვის გადაუჭრელი საკითხები არ არსებობს, რასაც, მისი თქმით, ცალსახად ამტკიცებს ბრენდის ლიდერობა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
"თუმცა ის, რომ ბრენდი ქართული ბაზრისთვის სიახლეა და საინჟინრო ინფრასტრუქტურაზეა საუბარი, აუცილებელია ჩვენი ქვეყნის საინჟინრო დარგის წარმომადგენლები იცნობდნენ მას და მის უპირატესობებს. ამ მოცემულობის შესაცველად კი აქტიურად ვმუშაობთ, მაქსიმალურად ვცდილობთ გავაცნოთ ბრენდი ჩვენს ბაზარს, მოვიპოვოთ დარგის წარმომადგენლების ნდობა და ავაწყოთ მათთან პარტნიორული ურთიერთობა", – აღნიშნავს თენგიზ გოგოლაშვილი.
კომპანიის დირექტორი ინსპირაციის წყაროდ ორ მთავარ გარემეობას გამოყოფს: ერთი მხრივ, Hisense-ის ინტერესი საქართველოს ბაზარზე პოზიციონირების გაზრდაში ხელჩასაჭიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან სათავო ოფისის წარმომადგენლები და ბრენდის ხელმძღვანელები აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს ბაზარზე ინტეგრაციის პროცესში, რაც გამოხატულია საკმაოდ აქტიური მხარდაჭერით მათი მხრიდან. ხოლო მეორე მხრივ, ეს არის სურვილი, დარგის ქართველი წარმომადგენლების მხრიდან საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ისეთი ბრენდის გამოცდილების გაზიარება, როგორიც Hisense გახლავთ.
"ჩვენთვის ეს ორი ფაქტორია მთავარი მამოძრავებელი და, რა თქმა უნდა, სწორედ ეს ქმნის ძლიერ ფუნდამენტს, რომ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ვიმუშაოთ თითოეული პროექტის დონეზე აქტიური მხარდაჭერით", – ამბობს თენგიზ გოგოლაშვილი.
თენგიზ გოგოლაშვილის თქმით, Hisense-ის განვითარების ხედვა გულისხმობს ქართველი პარტნიორების მაქსიმალურ მხარდაჭერას თითოეული პროექტის დონეზე იმისთვის, რომ შეიტანონ მათი დადებითი წვლილი შესრულებული პროექტების საბოლოო შედეგში. ამისათვის კი ისინი ხშირად მართავენ სემინარებს და ცდილობენ კომპეტენციისა და ხედვების გაზიარებას, რათა ყველა განხორციელებული პროექტი იყოს წარმატებული.
"ბრენდის პროგრესი ქართულ ბაზარზე აშკარაა, ჩვენ უკვე არაერთი კერძო, კომერციული თუ სახელმწიფო პროექტი განვახორციელეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად წარმატებით – დაწყებული კერძო საცხოვრებელი სახლებიდან, გაგრძელებული კომერციული ფართებით, სკოლებით, უნივერსტეტებით, მცირე თუ დიდი ზომის ბრენდული სასტუმროებით, დამთავრებული სხვადასხვა დანიშნულების ობიეტებით. სახელმწიფო ტიპის პროექტებზე გადაწყდა Hisense HVAC-ის გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების ინსტალაცია, რაც წარმატებით განხორციელდა. მოთხოვნები კიდევ და კიდევ უფრო მასშტაბურია და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ, მთლიანად Hisense-ის გუნდს, დიდ მოტივაციას გვაძლევს, რათა ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან, მეტი და მეტი მხარდაჭერა გვქონდეს Hisense-ის ხელმძღვანელობის მხრიდან და უფრო და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და ინჟინერიის თანამედროვე ხედვით", – ამბობს თენგიზ გოგოლაშვილი.