GMC Motors – ქართული ხარისხის სტანდარტი საერთაშორისო ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ენრიკო იაკობაშვილმა, GMC Motors-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დიდი გზა გამოიარა – მცირე ბიზნესიდან გადაიქცა რეგიონულ მოთამაშედ, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის სფეროში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

ბოლო წლებში GMC Motors საერთაშორისო ასპარეზზეც გახდა აღიარებული ბრენდი. ჩინეთში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნესფორუმზე ის ერთადერთი ქართული წარმომადგენელი იყო აგრომიმართულებით, რაც კომპანიის რეგიონულ მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

"ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო აგრარული მიმართულებით ტექნოლოგიური განვითარების გზაზეა, და GMC Motors ამ პროცესში ასრულებს წამყვან როლს. კონფერენციაზე გამოვყავით ინოვაციური მიდგომა, მომხმარებელზე მორგებული სერვისის სისტემა და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის LOVOL-ის, სტრატეგიული მნიშვნელობა", ამბობს ენრიკო იაკობაშვილი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე "უკუკავშირი იყო განსაკუთრებულად დადებითი: GMC Motors აღიქმება როგორც სწრაფად მზარდი და სანდო პარტნიორი რეგიონში".ამ პოზიციის განმტკიცებას კომპანიის მრავალნაირი აღიარებაც ადასტურებს. ზედიზედ რამდენიმე წელია GMC Motors წლის საუკეთესო კომპანიად სახელდება, რაც ბაზარზე მყარად დამკვიდრებული რეპუტაციის ნიშანია.

აღიარების მთავარი კრიტერიუმები იყო გაყიდვების დინამიკა, მომხმარებელთა კმაყოფილების დონე, ტექნიკური მხარდაჭერის სტანდარტი და ინოვაციური განვითარება.

"ჩვენ შევძელით არა მხოლოდ გაყიდვების ზრდა, არამედ მომსახურების სრული ციკლის, გაყიდვიდან შემდგომ სერვისამდე, ოპტიმიზაცია. სწორედ ეს გახდა ჩვენი საერთაშორისო აღიარების საფუძველი".

ეს აღიარება მომხმარებლისთვისაც მნიშვნელოვანია. ის პირდაპირი დადასტურებაა, რომ GMC Motors სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა.

"ჩვენ მუდამ ვვითარდებით, ვუსმენთ ბაზრის მოთხოვნებს და ვცდილობთ თითოეული მომხმარებელი იყოს არა უბრალოდ კმაყოფილი, არამედ დარწმუნებული, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთა".

ახალი შესაძლებლობები ფერმერებს საქართველოში

GMC Motors კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში მიწოდებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა საერთაშორისო დონის ხარისხსა და სანდოობას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ ქართველ ფერმერებსა და ბიზნესებს ეძლევათ გარანტია – მათ ხელთ აქვთ ტექნიკა, რომლის ხარისხსაც მსოფლიო ბაზარი აღიარებს.

კომპანია მუდმივად მუშაობს ტექნიკის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, რათა უპასუხოს ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს. GMC Motors-ის პრიორიტეტი არის მომხმარებლის კომფორტი და გრძელვადიანი შედეგი – ამიტომაც ფერმერებს სთავაზობს ტექნიკას, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ იხვეწება.

"ფერმერისთვის ტექნიკის შეძენა სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ის უყურებს მომავალს გრძელვადიან პერსპექტივაში და იცის, რომ ყველაზე სწორი ინვესტიცია ხარისხიან ტექნიკაშია", აღნიშნავს ენრიკო იაკობაშვილი Entrepreneur-თან საუბრისას.

საქართველოში LOVOL-ის ბრენდი უკვე 15 წელზე მეტია დამკვიდრდა, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების სიმბოლო და ფერმერების სანდო პარტნიორი. კომპანია დღეს მსოფლიოს მასშტაბით აძლიერებს პოზიციებს და რჩება იმ გუნდად, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებს მუდამ ითვალისწინებს. საქართველოში ფერმერთა უდიდეს ნაწილს LOVOL-ის ტექნიკა აქვს შეძენილი. არსებული მომხმარებლებიდან, სტატისტიკის მიხედვით, 90% განმეორებით ახორციელებს მათი პროდუქციის შეძენას.

ეს უპრეცედენტო ლოიალობის მაჩვენებელი ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ LOVOL-ის ტექნოლოგია არ არის მხოლოდ დროებითი შენაძენი, არამედ კაპიტალური, გრძელვადიანი და უალტერნატივო ინვესტიციაა. ასეთი დონის ნდობა ადასტურებს არა მხოლოდ პროდუქციის უმაღლეს საიმედოობას, არამედ GMC Motors-ის მიერ დანერგილი სრული მომსახურების ციკლისა და ტექნიკური მხარდაჭერის შეუცვლელ სტანდარტს.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც LOVOL-ს გამოარჩევს, არის ბრენდის დამოკიდებულება ფერმერის მიმართ – თითოეული პროდუქტის უკან დგას მომხმარებლის საჭიროების გააზრება და მუდმივი განვითარება. კომპანიამ მოახერხა ფასების შენარჩუნება და ტექნიკის ხელმისაწვდომობის შენარჩუნება, რაც ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

LOVOL მიისწრაფვის სრული ავტომატიზაციისკენ. მისი ქარხნები დღეს უკვე მთლიანად რობოტიზებულია – საწარმოო პროცესში ადამიანის ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც გამორიცხავს შეცდომების ალბათობას. თითოეული დეტალი კონტროლდება სპეციალური სისტემებით, ამიტომაც წარმოებაში თუნდაც მცირე დეფექტიც დაუშვებელია. კომპანიამ ქარხნების რობოტიზაციაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო.

საქართველოში GMC Motors ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სრული ასორტიმენტით ამარაგებს – 25-დან 260 ცხენის ძალამდე, 70-მდე სხვადასხვა მოდელით და 500 ერთეულით ადგილზე. კომპანიამ ასევე დანერგა ტექნიკის ადგილზე გაფორმების სერვისი და სრული სერვისული მომსახურება კომპანიის სერვისმანქანებით.

კომპანიამ წელს კიდევ ერთი სტატეგიული ფილიალი გახსნა გორში, რამაც ადგილობრივ ფერმერებს მომსახურეობის ადგილზე მიღების საშუალება მისცა. მომავალი წლის დასაწყისში კი ფილიალები იხსნება გურჯაანის ცენტრში და ლილოს ტერიტორიაზე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩინეთიდან სპეციალისტები რეგულარულად სტუმრობენ ქართველ ფერმერებს, სწავლობენ მათ საჭიროებებს და შესაბამის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ. წელს GMC Motors-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ენრიკო იაკობაშვილმა და LOVOL-ის გენერალურმა მენეჯერმა, სუნ დემინგმა პირადად მოინახულეს ქართველი ფერმერები – შეხვედრამ ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი ეტაპის დასაწყისი შექმნა.

GMC Motors-ისა და LOVOL-ის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქართულ სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიური პროგრესის გაღრმავებას და ფერმერების საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას.

GMC Motors-ის ისტორია მხოლოდ ბიზნესის ზრდის ამბავი არ არის – ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივმა კომპანიამ გლობალურ აღიარებას მიაღწიოს.

"ეს არის არა მხოლოდ GMC Motors-ის წარმატება, არამედ ქართული აგრარული სექტორის გამარჯვება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ადგილობრივ კომპანიას შეუძლია დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები და ამავე დროს იყოს ქართული იდენტობის მატარებელი. ეს აღიარება აძლიერებს ქვეყნის იმიჯს საინვესტიციო თვალსაზრისითაც".

ენრიკო იაკობაშვილი – გლობალური, ავტორიტეტული ინოვაციების უშუალო გადამტანი საკუთარ ქვეყანაში

ენრიკო იაკობაშვილის პროფესიული განვითარება და გამოცდილება საერთაშორისო დონეზეც არის აღიარებული. დღეს ის LOVOL-ის გლობალური განვითარების საბჭოს წევრია, რაც ნიშნავს, რომ უშუალოდ მონაწილეობს ბრენდის საერთაშორისო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.

"LOVOL-ის საბჭოში ენრიკოს როლი უკავშირდება პროდუქტის განვითარებას და მის რეგიონულ ადაპტაციას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზრის მოთხოვნები და სპეციფიკა პირდაპირ აისახება ბრენდის ახალ მოდელებსა და ტექნიკურ გადაწყვეტილებებში".

ეს არის ლოვოლის კომპანიის მიერ ქართული კომპანიისადმი გამოცხადებული უდიდესი ნდობა, რაც გამოხატავს მსოფლიო გიგანტი კომპანიის, LOVOL-ის მზაობას, მოერგოს ქართულ რეალობას და ინოვაციები, ავტომატიზებული ტექნოლოგიები დანერგოს . GMC Motors-ის ისტორია ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივმა კომპანიამ მიაღწიოს გლობალურ აღიარებას და ამით გახდეს გლობალური, ავტორიტეტული ინოვაციების უშუალო გადამტანი საკუთარ ქვეყანაში.

ამ თანამშრომლობამ უკვე გამოიღო შედეგი. GMC Motors-მა ქართულ ბაზარზე შემოიტანა LOVOL-ის ახალი მეოთხე თაობის ეკონომიური ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილია ენერგოეფექტური Weichai ძრავით და გაუმჯობესებული კომფორტის სისტემებით.

"ეს არის მორიგი ნაბიჯი მომხმარებლის ინტერესების დაცვისკენ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ფერმერი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი და დაცული იყოს ეს ნიშნავს ძლიერ მეურნეობას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს ძლიერ ქვეყანას".

GMC Motors-ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ყოველთვის მომხმარებლის უკუკავშირის მოსმენა იყო. კომპანიამ ზუსტად იცის, რომ ეს არ არის უბრალოდ შეფასება – ესაა განვითარების ყველაზე ზუსტი მიმართულება.

"ჩვენ გვაქვს მრავალარხიანი კომუნიკაციის სისტემა: სერვისცენტრები, ონლაინფორმები და სოციალური ქსელები, სადაც მომხმარებლების უკუკავშირი ყოველდღიურად მუშავდება. ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სერვისისა და ტექნიკური დეტალების ოპტიმიზაციას ეხება", ამბობს ენრიკო იაკობაშვილი.

მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებული მიდგომა GMC Motors-ის გაყიდვების შედეგებზეც აისახება. კომპანიამ შექმნა სისტემა, რომელიც არა მხოლოდ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, არამედ აძლევს მხარდაჭერის განცდას – დასაწყისიდან ბოლომდე.

"ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი მომხმარებელზე მორგებული სისტემაა. როდესაც კომპანიის მიზანი მომხმარებელთა კმაყოფილებაა, ეს ყოველთვის იგრძნობა. ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ შენიშვნებს და ვცდილობთ, ყოველი ნაბიჯი იყოს უკეთესი, ვიდრე წინა", აღნიშნავს ენრიკო იაკობაშვილი.

კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა

მუდმივი განვითარება GMC Motors-ის დნმ-ის ნაწილია, და სწორედ ამიტომ კომპანია უკვე მუშაობს საერთაშორისო პრაქტიკის ახალი მიდგომების გადმოტანაზე. უახლოეს მომავალში საქართველოში დაინერგება Smart-Agro პლატფორმა – სისტემა, რომელიც ფერმერებს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში აკონტროლონ ტექნიკის მუშაობის მონაცემები.

"ეს ინოვაცია უკვე წარმატებით მუშაობს ჩინეთსა და ევროპაში. მალე ქართველი ფერმერებიც შეძლებენ ნახონ, როგორ მუშაობს მათი ტექნიკა, რა ეფექტურობით იხარჯება საწვავი და როდის სჭირდება პროფილაქტიკა. ეს ნიშნავს უფრო ეფექტურ ფერმერულ საქმიანობას და ნაკლებ დანახარჯს".

GMC Motors-ის ხედვა მომავალზე ნათელია – კომპანია არ კმაყოფილდება მიღწეულით და გეგმავს რეგიონული ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას. მოკლევადიან პერიოდში მიზანია ახალი რეგიონული ცენტრის გახსნა და მომსახურების ქსელის გაძლიერება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი იყოს რეალური და შედეგზე ორიენტირებული. სიახლეები პერიოდულად გამოცხადდება, მაგრამ მთავარი ყოველთვის ერთია: მომხმარებელი უნდა იყოს ჩვენი წარმატების შუაგულში. ჩვენი მიზანი მხოლოდ ბიზნესის ზრდა არ არის GMC Motors ქმნის ახალ კულტურას, სადაც შრომა, ტექნოლოგია და სანდოობა ქმნიან ერთიან სისტემას. ეს ჩვენი წვლილია ძლიერი სოფლისა და ძლიერი ქვეყნის მშენებლობაში".