განახლებული KIA Sportage საქართველოშია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე დიზაინი, AI შესაძლებლობები და 7-წლიანი უწყვეტი კავშირი, რომელიც SUV კლასის ახალ სტანდარტს ქმნის – ეს ის მახასიათებლებია, რომელიც განახლებულ KIA Sportage-ს აღწერს. KIA Georgia-მ მოდელი ქართული ავტობაზრისთვის ოფიციალურად წარადგინა.
KIA Sportage უკვე ფლობს იმ მოდელის სტატუსს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ ავტომოყვარულებს შორის, ახლა კი ის კიდევ უფრო ინოვაციური და ტექნოლოგიურად გამართულია. KIA Sportage თავის კატეგორიაში ახალ სტანდარტს ადგენს: ყველა მოდელი აღჭურვილია Kia Connect-ით – 7-წლიანი უწყვეტი ინტერნეტკავშირითა და ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალიზებული მართვის გამოცდილებას.
განახლებული KIA Sportage უსაფრთხოებით, მეტი სივრცითა და განსაკუთრებული კომფორტითაც ხასიათდება, რაც მას ოჯახისთვის შექმნილ საუკეთესო SUV მოდელად აქცევს.
ავტომობილი თანამედროვე დიზაინით, დახვეწილი სილუეტითა და გაუმჯობესებული ინტერიერით გამოირჩევა. ამ მოდელით გადაადგილება ქალაქში თუ ქალაქგარეთ ერთნაირად კომფორტულია. უსაფრთხოების ახალი თაობის სისტემები განახლებული KIA Sportage-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მაღალტექნოლიგიური სისტემა მაქსიმალურად ამცირებს მოულოდნელ რისკებს და უზრუნველყოფს უფრო მშვიდ, საიმედო მართვას.
განახლებული KIA Sportage-ის პრეზენტაცია ოჯახური ივენთის ფორმატში გაიმართა, რომელიც ინტერაქციული ხასიათით გამოირჩეოდა. ღონისძიებაზე KIA-ს ერთგული მომხმარებლები ოჯახის წევრებთან ერთად შეიკრიბნენ.
სტუმრებს დახვდათ სახალისო თამაშები ბავშვებისთვის, ტესტდრაივები ზრდასრულებისთვის და საერთო სივრცე, სადაც სტუმრებმა ახალი KIA Sportage და მისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები გაიცნეს.
ღონისძიების დღეს ახალი Sportage-ის პირველ მფლობელს KIA Georgia-მ საზეიმოდ გადასცა მრავალფეროვანი საჩუქრები. ამ აქტივობებით კომპანიამ მადლიერება გამოხატა იმ ნდობისთვის, რომელსაც მომხმარებლები KIA-ს მიმართ წლებია ერთგულად ინარჩუნებენ.
"KIA Georgia" მომხმარებელს სთავაზობს მოქნილ ფინანსურ პირობებს, მათ შორის: 0%-იან ავტოგანვადებას და ლიზინგის საუკეთესო პირობებს ბაზარზე.
ახალი KIA Sportage უზრუნველყოფილია 5-წლიანი სრული გარანტიით, რაც ავტომობილს სანდო ინვესტიციად აქცევს. ეს ნიშნავს ნაკლებ ხარჯს ტექნიკურ მომსახურებაზე და უფრო მშვიდ გამოცდილებას ყოველდღიური სარგებლობისას.
KIA Georgia 2007 წლიდან წარმოადგენს KIA-ს ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას – პრემიუმ ხარისხის ავტომობილების რეალიზაციიდან დაწყებული, ავტოსერვისისა და ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მიწოდების ჩათვლით.