ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ოპერატორი, Ensana საქართველოში "კურორტ საირმეში" შემოდის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ევროპაში წამყვანი სამედიცინო, ველნეს და სპა-ოპერატორი Ensana ქართულ ბაზარზე შემოდის და საირმეში იწყებს საქმიანობას. საერთაშორისო კომპანიის გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, Ensana 2026 წლიდან კომპანია "კურორტი საირმის" სამ ობიექტზე დაიწყებს ოპერირებას: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public Spa.
"კურორტი საირმის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ნიკა კოხოძემ მსოფლიო დონის ბრენდის ქართულ კურორტზე გამოჩენა შეაფასა. მისი თქმით, Ensana-სთან თანამშრომლობით საირმე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
"Ensana-სთან თანამშრომლობა საირმისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს. ამ თანამშრომლობისადმი ჩვენი ძლიერი ნდობისა და რწმენის დასტურად, მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა შევძლოთ სხვადასხვა სეგმენტის სტუმრების მომსახურება. Ensana-ს ჩართულობით საირმეში შეიქმნება მსოფლიო დონის დასვენების პირობები და დაინერგება საერთაშორისო სტანდარტები. პროექტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და პირდაპირ უწყობს ხელს რეგიონის სოციალური კეთილდღეობის ზრდას", – ამბობს ნიკა კოხოძე.
Ensana გეგმავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, სამედიცინო ველნეს მომსახურებების გაფართოებასა და საირმის, როგორც რეგიონული მნიშვნელობის ჯანმრთელობისა და რეკრეაციის ცენტრის გაძლიერებას. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ბუნებრივი მინერალური წყლების უნიკალურ თვისებებზე, თანამედროვე სამედიცინო პროგრამების ინტეგრირებასა და მომსახურების ხარისხის სისტემურ გაუმჯობესებაზე.
Ensana-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფრენკ ჰალმოში აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და საირმეში ოპერირება გარდამტეხი მნიშვნელობისაა. მისი თქმით, "კურორტი საირმე" თავისი მდებარეობით, ბუნებითა და მინერალური წყლებით იდეალურად ერწმის Ensana-ს ექსპერტიზასა და ფილოსოფიას ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ.
"ეს ნაბიჯი გვაძლევს საშუალებას. შევათავსოთ საქართველოს მდიდარი ისტორია და კულტურა ჩვენს საუკუნოვანი ტრადიციის მქონე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სპა-თერაპიებთან. გვსურს, საერთაშორისო მოგზაურებს გავაცნოთ კიდევ ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც სულ უფრო იპყრობს გლობალური აუდიტორიის ყურადღებას. არ არის საიდუმლო, რომ ჩვენ სხვა ლოკაციებსა და სასტუმროებსაც ვაკვირდებით, ასე რომ, Ensana-ს ბრენდი მალე იმედია, ძალიან ცნობილი გახდება საქართველოში", – ამბობს ის.
Ensana-ს გუნდი მონაწილეობას მიიღებს 27 ნოემბერს დაგეგმილ მესამე საერთაშორისო ფორუმში FoResorts, სადაც კომპანია ოფიციალურად წარადგენს საკუთარ ხედვასა და სტრატეგიას საქართველოს ბაზართან დაკავშირებით. ფორუმზე ბრენდი გააკეთებს მნიშვნელოვან განცხადებებს სამედიცინო ველნეს მიმართულებით, მათ შორის სამომავლო ინვესტიციებზე, კლინიკური პროგრამების განვითარებასა და რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებაზე.
რატომ საქართველო? Ensana-ში ამბობენ, რომ ქვეყანას ამოუწურავი პოტენციალი აქვს ველნესის მიმართულებით. ამის მაგალითად კი მოჰყავთ აბრეშუმის გზის მემკვიდრეობის უძველესი გზაჯვარედინი, კავკასიის მთებიდან შავი ზღვის სანაპიროებამდე მრავალფეროვანი ლანდშაფტები და სწრაფად მზარდი ტურიზმის სექტორი, რომელიც ევროპიდან, აზიიდან და სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორებს იზიდავს.
"ენსანა" გეგმავს " კურორტ საირმეს" პოპულარიზაციას ინოვაციური განახლებების გზით, როგორიცაა გაფართოებული ბალნეოთერაპიის პროგრამები, ეკოლოგიურად სუფთა ობიექტები და ადგილობრივებთან პარტნიორობა კულტურული ტრადიციების შესანარჩუნებლად. სამუშაო ადგილების შექმნის, საზოგადოების კეთილდღეობის ინიციატივებისა და საერთაშორისო მარკეტინგის ხელშეწყობით, ჩვენი მიზანია საქართველოს და საირმის პოზიციონირება, როგორც გლობალური ველნესისა და ჯანმრთელობის სპა-ცენტრის წამყვანი ადგილისა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და, ამავდროულად, პატივს სცემს მის ბუნებრივ და კულტურულ საგანძურს"
Ensana-ს შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ველნეს ტურიზმის სწრაფ ზრდას. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საირმის პოზიციას ევროპულ ბაზარზე და გააჩენს ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი ეკონომიკისთვის, ისე ქვეყნის ტურისტული იმიჯისთვის.