ეკა ყიფიანის 7 რეკომენდაცია თბილისის წიგნის დღეებისთვის - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
14, 15 და 16 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეები გაიმართება, ამ დღეებს წიგნის ყველა მოყვარული მოუთმენლად ელის. როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საქართველოს ბანკი უკვე მესამე წელია, რაც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გენერალური სპონსორია. წიგნის მოყვარულებს წელსაც განსაკუთრებული შეთავაზებები ელით:
- Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 20 ლარის ოდენობით (sCool Card-ის შემთხვევაში, არ დაგავიწყდეს, შეთავაზება sCoolApp-ში უნდა გაიაქტიურო).
- PLUS ბარათით გადახდისას კი დააგროვებ 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულა).
გარდა ნაცნობი ავტორებისა და სერიებისა, წიგნის დღეები ლიტერატურული აღმოჩენებისთვისაა. არჩევანი რომ გაგიმარტივდეს, ეკა ყიფიანი სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი გაგიზიარებს რჩევებს.
თუ გინდა შენი იდეები და ხედვები რეალურ პროდუქტად, დასამახსოვრებელ კამპანიად თუ ეფექტურ გადაწყვეტილებად იქცეს, აუცილებლად გაეცანი შემდეგ წიგნებსა თუ ავტორებს:
Rick Rubin – The Creative Act: A Way of Being
რიკ რუბინი, ლეგენდარული პროდიუსერი, კრეატიულობას არა როგორც უნარს, არამედ როგორც არსებობის გზას განიხილავს. ეს წიგნი გასწავლის, როგორ აღმოაჩინო შენში არსებული შემოქმედებითი ენერგია, როგორ დაძლიო შიშები და იცხოვრო უფრო საინტერესოდ.
რორი საზერლენდი – ალქიმია
რორი საზერლენდი, რეკლამის გურუ, გვასწავლის, რომ პრობლემების გადასაჭრელად მხოლოდ ლოგიკის გამოყენება საკმარისი არ არის. ის ამტკიცებს, რომ რადგან ადამიანები ირაციონალური არსებები არიან და ემოციებით მოქმედებენ, ხშირად არალოგიკური და კრეატიული გადაწყვეტილებები გაცილებით დიდი წარმატების მომტანია. "ალქიმია" ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით გასწავლის, როგორ შექმნა "მაგია", რომელიც ლოგიკას ეწინააღმდეგება, მაგრამ ყველაზე ეფექტურად მუშაობს.
Ed Catmull – Creativity, Inc
Pixar – ეს არის სტუდია, რომელმაც ანიმაციური ფილმების სამყარო თავდაყირა დააყენა. ედ კეტმული, Pixar-ის თანადამფუძნებელი, დეტალურად გვიყვება, როგორ შექმნა კულტურა, სადაც გენიალური იდეები ბიუროკრატიაში არ კვდება. წიგნში ავტორი გასწავლის გუნდის მართვის ეფექტურ მეთოდებს და გიზიარებს პიქსარის წარმატების საიდუმლოსაც.
Tina Seelig – Insight Out
გენიალური იდეა უსარგებლოა, თუ არ იცი, როგორ აქციო იგი რეალობად. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ტინა სილიგი, ამ წიგნში გასწავლის, როგორ მართო კრეატიული პროცესი, განიხილავს 6-საფეხურიან "ინოვაციის ციკლს", თითოეული საფეხური საჭიროა, რომ მიგნებისგან (insight), ხელშესახები შედეგი (out) მიიღო.
Tim Brown – Change by Design
IDEO-ს აღმასრულებელი დირექტორი გვასწავლის დიზაინ-აზროვნებას (Design Thinking) – ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც დიზაინერების ხელსაწყოებს იყენებს ბიზნესის, განათლებისა და სერვისების ტრანსფორმაციისთვის.
Yuval Noah Harari – Sapiens
იმისთვის, რომ კარგად შექმნა, უნდა იცოდე, რისთვის ქმნი. ჰარარის ეპიკური ნაშრომი გვიხსნის, თუ როგორ შევძელით, რომ ფიქციური ნარატივების შექმნის ხარჯზე პლანეტის დომინანტი სახეობა გავმხდარიყავით. ეს არის კაცობრიობის დიდი სურათი, რომელიც შენს კრეატიულ გადაწყვეტილებებს უფრო ღრმა შინაარსს შესძენს.
რეზო გაბრიაძე – ჩემი პატარა ქალაქი (მოგონებები)
და ბოლოს, გენიალური რეზო გაბრიაძის "ჩემი პატარა ქალაქი" ქართული სულით, იუმორით და პოეზიით სავსე პატარა სამყაროა. ეს წიგნი არ არის მხოლოდ მოგონებების კრებული, აქ ნახავ, როგორ ქმნიან ჩვეულებრივი ადამიანები არაჩვეულებრივ ისტორიებს და როგორ უნდა იპოვო ხელოვნება მარტივ, უბრალო დეტალებში.
ეს ჩამონათვალი შესანიშნავი გზამკვლევია ყველასთვის, ვინც კრეატიულ სფეროში მუშაობს ან უბრალოდ უნდა, შემოქმედებითად გაიზარდოს.
ასე რომ ეწვიე ექსპო ჯორჯიას და შეუერთდი ლიტერატურულ თავგადასავლებს.