ECLIPSE ENTERTAINMENT ჯგუფი კვლავ ატარებს მასშტაბურ საერთაშორისო პოკერის ტურნირს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ECLIPSE ENTERTAINMENT ჯგუფი 2025 წლის 30 სექტემბრიდან 08 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში EAPT Batumi 2025-ს უმასპინძლებს – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო პოკერის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 800 ათასი დოლარი იქნება.

ეს რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირია, რომელსაც ECLIPSE POKER CLUB ატარებს.

მსგავსი მაღალი დონის პოკერის ტურნირები უპრეცედენტოა საქართველოსთვის და მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში.

პოკერის საერთაშორისო ტურნირის გავლენა ეკონომიკაზე, ტურიზმსა და რეგიონის პოზიციონირებაზე

უახლოეს მომავალში ბათუმი უკვე მესამედ უმასპინძლებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირს: ევრო-აზიურ პოკერის ტურს, რომელიც ქალაქისა და რეგიონისთვის გარდამტეხი მოვლენა შეიძლება გახდეს. საუბარია არა მხოლოდ ცალკეულ ღონისძიებაზე, არამედ სტრატეგიულ პროექტზე, რომელიც ბათუმისთვის ეკონომიკის, ტურიზმისა და საერთაშორისო პოზიციონირების ახალ ჰორიზონტს ხსნის.

ტურისტული ეფექტი

ტრადიციულად, ბათუმში ტურისტული ნაკადი ძლიერ სეზონურობას ექვემდებარება: პიკი ზაფხულის თვეებშია, შემოდგომასა და ზამთარში კი აქტივობა იკლებს. მსხვილი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ამ დინამიკას ცვლის.

უცხოელი სტუმრების, სპორტსმენების, მედიის წარმომადგენლებისა და თანმხლები დელეგაციების ჩამოსვლა ტურისტების ახალ სეგმენტს ქმნის, რომელიც პლაჟის სეზონზე დამოკიდებული აღარ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადები წლის განმავლობაში უფრო თანაბრად გადანაწილდება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაღალბიუჯეტიანი ვიზიტორების კატეგორიას – სწორედ ასეთი სტუმრები ხდებიან პრემიუმ სეგმენტის (სასტუმროები, რესტორნები, გართობისა და დასვენების სერვისები) ძირითადი მომხმარებლები. მათი ყოფნა დამატებით მოთხოვნას ქმნის მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, რაც ასტიმულირებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ამაღლებს მომსახურების სტანდარტებს.

ამრიგად, ტურნირი არა მხოლოდ აცოცხლებს არასეზონურ ბაზარს, არამედ ქმნის გრძელვადიან საფუძველს იმისთვის, რომ ბათუმი მთელი წლის ტურისტულ ცენტრად იქცეს.

ეკონომიკური და ფისკალური სარგებელი: მულტიპლიკატორული ეფექტი

ტურნირის ეკონომიკური ეფექტი სხვადასხვა ფაქტორის კომპლექსით ვლინდება. უპირველეს ყოვლისა, იზრდება საქმიანი აქტივობა. სასტუმროების ბიზნესი, კვების სფერო, ტრანსპორტი და სხვა სერვისები განვითარებისთვის ხელშესახებ სტიმულს იღებენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი ღონისძიებები ქმნის დროებით სამუშაო ადგილებსა და დასაქმების შესაძლებლობებს. ტურნირის ორგანიზება დიდ პერსონალს საჭიროებს – ტექნიკური სპეციალისტებიდან დაწყებული, მომსახურების სფეროს თანამშრომლებით დამთავრებული. ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ კადრებს, ჩაერთონ პროცესში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს რეგიონში დასაქმების დონეზე.

გარდა ამისა, ეკონომიკური აქტივობა ფისკალურ პოლიტიკაზეც აისახება. საერთაშორისო ტურნირის მომსახურებაში ჩართული კომპანიების ბრუნვის ზრდა იწვევს საგადასახადო შემოსავლების ზრდას, რაც შეიძლება მიმართული იყოს ქალაქის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე. ტურნირი ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებს – ის ასტიმულირებს იმ პროცესებს, რომლებსაც ჩვეულებრივ პირობებში ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა.

ბათუმის ბრენდინგი: საერთაშორისო პოზიციონირება

ტურნირის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ბათუმის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებაა. თანამედროვე სამყაროში ქალაქები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს არა მხოლოდ ტურისტული, არამედ კულტურული, საქმიანი და გასართობი ცენტრების სტატუსისთვისაც.

მსოფლიო ცენტრების გამოცდილება – როგორებიცაა მონტე-კარლო, დუბაი ან მაკაო – აჩვენებს, რომ სწორედ მსხვილი ღონისძიებები ხდება გარდამტეხი მომენტი ქალაქის ბრენდის ფორმირებაში. ბათუმში ტურნირი ანალოგიურ პერსპექტივას ხსნის: ის ქმნის საინფორმაციო საბაბს, აყალიბებს ცნობადობას გლობალურ დონეზე და აჩვენებს ქალაქის მზადყოფნას, უმასპინძლოს მსოფლიო მასშტაბის მოვლენებს.

ინვესტორებისთვის ეს რეგიონის სტაბილურობისა და პოტენციალის სიგნალია, ტურისტებისთვის – მიზეზი იმისა, რომ ბათუმი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში შეიტანონ. საერთაშორისო საზოგადოებისთვის კი – დადასტურება იმისა, რომ ქალაქი გლობალური მოვლენების კალენდრის ნაწილი ხდება.

სტრატეგიული ეფექტი: ინვესტიცია მომავალში

პოკერის საერთაშორისო ტურნირების მთავარი ღირებულება მის გრძელვადიან გავლენაში მდგომარეობს. ის აყალიბებს მდგრად ინფრასტრუქტურას: სასტუმროები და სერვისები, რომლებიც ტურნირის საჭიროებებზე მოდერნიზდება, ქალაქისთვის მუშაობას აგრძელებენ.

გარდა ამისა, ტურნირების წარმატებით ჩატარება იმის არგუმენტი ხდება, რომ ბათუმი მომავალში სხვა საერთაშორისო ღონისძიებებისთვისაც განიხილონ, იქნება ეს სპორტული ჩემპიონატები, კულტურული ფესტივალები თუ საქმიანი ფორუმები.

ამრიგად, ტურნირი ინვესტიციად იქცევა არა მხოლოდ მოკლევადიან ეკონომიკურ პერსპექტივაში, არამედ რეგიონის მომავალშიც.

ასე რომ, პოკერის საერთაშორისო ტურნირების არსებობა ბათუმისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. ეს არის ქალაქის განვითარების ახალ დონეზე გასვლა, მისი გადაქცევა ტურისტების, ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიზიდულობის ცენტრად.

ეკონომიკა იძენს ზრდის სტიმულს, ტურიზმი – სეზონის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს, ქალაქი კი – შანსს, დაიმკვიდროს საერთაშორისო გასართობი და საქმიანი აქტივობის ცენტრის სტატუსი. ბათუმისთვის ეს არის შესაძლებლობა, დაიმკვიდროს გასართობი ტურიზმის მსოფლიო სახელი. ამისთვის მიზანშეწონილია:

  • საგადასახადო რეჟიმის გადახედვა საპრიზო ფონდთან მიმართებით;
  • სატრანსპორტო და სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარება საერთაშორისო სტუმრების გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით;
  • ბათუმისთვის რეგულარული საერთაშორისო ტურნირების ცენტრის სტატუსის განმტკიცება და მისი ინტეგრაცია სახელმწიფოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ბათუმი სათამაშო ინდუსტრიის ცენტრად ვერ ჩამოყალიბდება. პირიქით, მოსალოდნელია ტენდენცია, რომ მაღალი საგადასახადო წნეხის გამო, არსებული აზარტული მოთამაშეების ნაკადიც შემცირდეს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სათამაშო ბიზნესის საერთოდ გაუქმება რეგიონსა და ქვეყანაში.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გადახედავს ფისკალურ და ლოგისტიკურ პოლიტიკას ამ მიმართულებით, ბათუმს გააჩნია სრული პოტენციალი, გახდეს რეგიონის მაღალბიუჯეტიანი სტუმრების გართობის დედაქალაქი – საუკეთესო კრიტერიუმებით.