Class Atlas – ციფრული პლატფორმა ყველა ადმინისტრაციულ და ფინანსურ ამოცანას ერთ სივრცეში აერთიანებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Class Atlas არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ და ფინანსურ ამოცანას ერთ სივრცეში აერთიანებს. მისი მიზანია, არაფორმალური განათლების სექტორის ადმინისტრირება მაქსიმალურად მარტივი და ეფექტიანი გახადოს.
"დღეს, როდესაც არაფორმალური განათლების სექტორი სულ უფრო იზრდება, ორგანიზაციები – იქნება ეს ცეკვის სტუდია, საფეხბურთო და საკალათბურთო აკადემია თუ სხვა ნებისმიერი არაფორმალური განათლების ცენტრი – ყოველდღიურად აწყდებიან ერთსა და იმავე გამოწვევას: როგორ მართონ ჯგუფები, ფინანსები და მშობლებთან კომუნიკაცია ისე, რომ პროცესი იყოს სწრაფი, გამჭვირვალე და არ მოითხოვდეს დიდი რესურსების გამოყოფას", – ირაკლი კირკიტაძე, Class Atlas-ის თანადამფუძნებელი.
როგორც ირაკლი აღნიშნავს, არაფორმალური განათლების სფერო ხასიათდება სპეციფიკური პროცესებით, რომლის სტანდარტიც, ფაქტობრივად, არ არსებობს. თითოეული ოგანიზაციის თანამშრომლები და ხელმძღვანელები ცდილობენ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნან აღრიცხვის პროცესები. მონაცემების დასამუშავებლად კი იყენებენ სხვადასხვა გზას: ფიზიკურ ჟურნალებს, Excel-ის პროგრამას და ა.შ. ინსტრუმენტები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მესინჯერის ჩატშიც კი აღმოვაჩინეთ მოსწავლეების მონაცემები შენახული. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შრომატევადი და არაეფექტურია.
- ხშირად იკარგება და იგვიანებს გადასახადი
- მშობლებთან საჭიროა ინდივიდუალური კონტაქტი
- რთულდება შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა
- გაურკვეველია მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა
Class Atlas ამ ყველაფერს ცვლის: ახდენს პროცესების სტანდარტიზაციას და მნიშვნელოვანი ნაწილის ავტომატიზაციას. ყველა პროცესი – რეგისტრაციიდან ფინანსურ ანგარიშგებამდე – მიმდინარეობს ერთ ციფრულ გარემოში. ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ყველა ადმინისტრაციულ და ფინანსურ ამოცანას აერთიანებს ერთ სივრცეში. მისი მიზანია, არაფორმალური განათლების სექტორის ადმინისტრირება გახადოს მაქსიმალურად მარტივი და ეფექტიანი.
"ახალი გამოცდილება, რომელიც ბაზარზე შემოვიტანეთ, არის სტანდარტიზებული და ერთიან სივრცეში თავმოყრილი მენეჯმენტი: ფინანსების ავტომატური აღრიცხვა, ინვოისების გენერაცია, გადახდების კონტროლი, ავტომატური შეტყობინებები და მშობლებთან გამჭვირვალე კომუნიკაცია. ეს ყველაფერი იმავე ლოგიკით მუშაობს, რაც სხვა ინდუსტრიებში უკვე აპრობირებულია, მაგრამ პირველად არის მორგებული ქართულ არაფორმალურ განათლების სექტორზე", – ანი გვეტაძე, Class Atlas-ის თანადამფუძნებელი.
როგორც ანი ამბობს, Class Atlas-ის მიზანია, სფეროს განვითარებას ხელი შეუწყოს. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმე, რომელსაც ასრულებენ, მოცემულობაა და მისი გამარტივება შეუძლებელია. ნაწილი კი უნდობლად ეკიდება პლატფორმის შესაძლებლობას.
"აღნიშნულის მოსაგვარებლად რამდენიმე მიმართულებით სტრატეგია შევიმუშავეთ და მიზნად დავისახეთ ტუტორებში ტექნოლოგიური ცნობიერების ამაღლება. ამისათვის ჩვენს ვებგვერდზე აქტიურად ვაქვეყნებთ პრაქტიკულ სტატიებს და სხვადასხვა სოციალურ არხებში ვავრცელებთ.
მთავარი ინსპირაცია მოდის იმ ცვლილებებიდან, რასაც ორგანიზაციებში ვხედავთ Class Atlas-ის დანერგვის შემდეგ. როცა ადმინისტრატორი გეუბნება, რომ საათების განმავლობაში გაწელილი საქმე ახლა რამდენიმე წუთში კეთდება; ან როცა მენეჯერი ამბობს, რომ უფრო მეტ დროს უთმობს სწავლას და ნაკლებს ქაღალდებზე მუშაობას, ეს არის ყველაზე ძლიერი მოტივაცია.
ვეხმარებით არაფორმალურ განათლებას, გახდეს უფრო ორგანიზებული, თანამედროვე და გამჭვირვალე. ვიცით, რომ ჩვენი სამუშაო პირდაპირ ახდენს გავლენას ბავშვების განათლებაზე, მშობლების სიმშვიდესა და მენეჯერების ყოველდღიურობაზე.
სწორედ ეს შეგრძნება, რომ რაღაც კარგს ვაკეთებთ და რეალურ პრობლემას ვწყვეტთ, გვაძლევს ენერგიასა და ძალას, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სისტემა".
Class Atlas გეგმავს ანალიტიკური მიმართულების გაძლიერებასა და სხვადასხვა ჭრილის რეპორტების დამატებას; გასტროლის, შეკრების, კონცერტისა თუ სხვა ნებისმიერი ივენთის ორგანიზების მოდულის დანერგვას.
"2026 Q1-ში დავიწყებთ მინი HR-მოდულის დამატებას და 2026 Q2-ში ორგანიზაციები შეძლებენ სისტემიდან ავტომატურ რეჟიმში შეძლონ ხელფასებისა თუ სხვადასხვა მომსახურების გადახდა და საგადასახადო სისტემაში დეკლარირება.
ესაა ის ძირითადი მიმართულებები, რომლის განვითარებასაც ვგეგმავთ. ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ მომხმარებლების საჭიროებებს და არ მოვახვიოთ თავს ჩვენი ხედვები. პარალელურად, ვმუშაობთ მშობლებთან კომუნიკაციის სერვისების გამდიდრებაზე, ანალიტიკის ბლოკის გაძლიერებასა და მომხმარებელთა მხარდაჭერის გაუმჯობესებაზე.
ზოგადი მიზანი კი ის არის, რომ Class Atlas გახდეს არაფორმალური განათლების მენეჯმენტის სტანდარტი საქართველოში – სისტემა, რომელსაც ყველა სტუდია, აკადემია და სასწავლო ცენტრი გამოიყენებს, როგორც თავისთავად აუცილებელ ინსტრუმენტს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი გამოცდილება საზღვრებს გარეთაც გავუზიაროთ და რეგიონის მასშტაბით დავამკვიდროთ ციფრული მენეჯმენტის ახალი სტანდარტი".