ბუღალტრული მომსახურების ახალი სტანდარტი Loialte-სგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Loialte უკვე 8 წელია ქმნის მომსახურების უმაღლეს სტანდარტს 10-ზე მეტი პროფესიული მიმართულებით და აერთიანებს 50-ზე მეტ სერვისს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში, უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. კომპანიის ჯამური პოტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ბუღალტრულ მომსახურებას (დღეის მდგომარეობით დაახლოებით 5 მილიონი ლარის პორტფელი) და ყოველდღიურად 550-ზე მეტ კომპანიას უწევს მომსხურებას. ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან ნაწილს დღეის მდგომაროებით Loialte-ს საქართველოს ოფისები აგენერირებენ.

ბუღალტრული აუთსორსინგის შემოსავლების და კლიენტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა კომპანიაში ამ მიმართულებით გუნდის გაძლიერების, ასევე სტრუქტურული ცვლილების განხორციელების საჭიროება. მიმართულებას, დირექტორის როლში, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მარიამ ბრეგვაძე უხელმძღვანელებს.

მარიამი 15 წელზე მეტია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური მართვის სფეროშია და ამ ხნის განმავლობაში 100-ზე მეტ საშუალო თუ მსხვილ პროექტზე მოუწია მუშაობა. თანამშრომლობის გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სხვადასხვა დროს მონაწილეობდა დონორულ თუ სახელმწიფო პროექტებში. მარიამი არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA) ფინანსების მიმართულებით, გამოცდილი ტრენერი და მენტორი.

Loialte-ს ბუღალტრული მიმართულების არსებული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ მარიამ ბრეგვაძეს ვესაუბრეთ.

მარიამ, როდის შეუერთდით Loialté-ს გუნდს და როგორია თქვენი განვლილი კარიერული გზა?

ლოიალტეს გუნდს ერთ წელზე მეტია შევუერთდი, თავდაპირველად ბუღალტრული პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე. მანამდე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო საკონსულტაცო კომპანიებში, ვხელმძღვანელობდი გუნდებს და ვმონაწილეობდი კომპლექსურ ფინანსურ პროექტებში. ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო მიმართულებით, შეხება მქონდა სხვადასხვა სექტორებთან, მათ შორის იყო ვაჭრობა, წარმოება, მომსახურება და სამშენებლო ბიზნესი. ბოლო პერიოდში ვიკავებდი ერთ-ერთი მსხვილი ქართული ჰოლდინგის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას.

მინდა განსაკუთრებით გამოვყო პროექტები, სადაც ჩართული ვიყავი არამხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვის, არამედ ბიზნესპროცესების ანალიზის და ოპტიმიზაციის, ასევე ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესში. აღნიშნული კუთხით გამოცდილება მეხმარება, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი კლიენტი კომპანიებისთვის შევქმნათ ისეთი სერვისები და სამომხმარებლო გამოცდილება, რომელიც მათ ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორია Loialté-ს პოზიციონირება და რა ღირებულებებს ქმნის მომხმარებლისთვის?

Loialté დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანიაა საქართველოში და არამხოლოდ - უკვე მეორე წელია ლოიალტეს ოფისები ოპერირებს უზბეკეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. კომპანია მე-8 წელია რაც არსებობს და დღეის მდგომარეობით აერთიანებს 10-ზე მეტ ბიზნეს მიმართულებას და აქვს ყველაზე მსხვილი სერვისების პორტფელი ქვეყანაში, ჯამურად ყველა ოფისში ასაქმებს 200-ზე მეტ პროფესიონალს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საერთაშორისო, ავტორიტეტულ საკონსულტაციო და აუდიტორულ ბრენდად ჩამოყალიბება, რაც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის გუნდის თითოეული წევრისთვის განვითარების თვალსაზრისით, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ.

Loialte-ს მთლიანი პორტფელის მნიშვნელოვანი წილი ბუღალტრული აუთსორსინგის პორტფელზე მოდის. ჩვენი კლიენტი კომპანიების რაოდენობა დღეის მდგომარეობით რამდენიმე ასეულია და ამ კუთხითაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი გვაქვს ქვეყანაში. ლოიალტეს ბუღალტრული მომსახურების მთავარი სამიზნე აუდიტორია თავიდანვე იყო მცირე და საშუალო ბიზნესი და დღემდე მივყვებით და ვავითარებთ ამ ხაზს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ლოიალტეს გუნდში დაგროვებულია SME სექტორთან მუშაობის უნიკალური გამოცდილება, რაც ჩვენს ერთ-ერთ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს იმის გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პროფესიული სერვისების მიწოდება საკმაოდ სპეციფიურია და სხვადასხვა ტიპის გამოწვევებთანაა დაკავშირებულია.

სექტორის საჭიროებების გათვალისწინებით, ვქმნით ადაპტირებულ სერვისებს და სპეციალურ ტარიფებს, რათა პატარა და საშუალო კომპანიებმა შეძლონ ფინანსური და ბუღალტრული პროცესების ეფექტურად მართვა. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სექტორულ სპეციალიზაციას და მომდევნო პერიოდში სწორედ ამ კუთხით, კონკრეტულ სექტორებში ვგეგმავთ განვითარებას. ეს ყველაფერი SME სექტორისთვის ქმნის განსაკუთრებულ სამომხმარებლო ღირებულებას, რის პასუხადაც ჯილდოდ ვიღებთ პორტფელის მუდმივ და დინამიკურ ზრდას და ჩვენი კლიენტების გაზრდილ ლოიალურობას.

მინდა აღვნიშნო Loialte-ს გამოცდილება რეგიონებში მუშაობის კუთხით. ჩვენ 2019 წლიდან ვართ წარმოდგენილი აჭარაში რეგიონული ფილიალით, საიდანაც ვფარავათ სრულად დასავლეთ საქართველოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მომსახურებას თბილისში არსებული 3 ოფისიდან ვახორციელებთ.

მცირე და საშუალო ბიზნესთან მუშაობის მდიდარი გამოცდილების, ასევე რეგიონული დაფარვის გათვალისწინებით ლოიალტე არის სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს საკონსულტაციო ცენტრების პროგრამის ყველაზე მსხვილი სერვისპროვაიდერი.

Loialté-ს ხედვაა, ეტაპობრივად, ბიზნესისთვის სერვისების მიმწოდებლისგან გადავიდეთ სტრატეგიული პარტნიორის როლში. ამ კუთხითაც ერთ-ერთ მთავარ სეგმენტად SME სექტორს განვიხილავთ, რადგან ბუღალტერიის და ფინანსური აღრიცხვის/მართვის თვალსაზრისით განსაკუთრებული გამოწვევები სწორედ ამ ზომის კომპანიებშია, რაც თავის მხრივ ბევრი სხვა პრობლემის წინაპირობა ხდება.

ხშირად ბუღალტერიის მნიშვნელობა ბიზნესის მიერ სათანადოდ აღქმული არ არის. შეგიძლიათ მარტივად აგვიხსნათ რატომ არის ბუღალტერია აუცილებელი ბიზნესის წარმოების პროცესში, ასევე რატომ არის ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგი უფრო მოსახერხებელი კომპანიებისთვის?

ბუღატერიას ბიზნესის ხერხემალსაც უწოდებენ, რადგან სწორედ ბუღალტერიაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ კომპანიები ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ შემდგომ წარმატებას (ან პირიქით) განსაზღვრავს. მეორეს მხრივ, ბუღალტერიის სწორად წარმოება საჭიროა იმისთვის, რომ დავიცვათ სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო და რეგულაციური მოთხოვნები. მათ შორის ყველაზე საყურადღებოა საგადასახადო კანონმდებლობა, რომელთან შეუსაბამობამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიაყენოს კომპანიას.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში კომპანიები, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, ვერ ახერხებენ აწარმოონ ბუღალტერია სათანადო სიზუსტით და სტანდარტებით. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორისაა ცნობიერების სიმწირე მეწარმეებში როგორც ფინანსური მართვის, ისე პოტენციური ჯარიმების და სხვა ტიპის დაბრკოლებების შესახებ, კომპეტენციის დაბალი დონე და ა.შ. რაც საბოლოო ჯამში აფერხებს არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და განვითარებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე ბუღალტრული აუთსორსინგის პრაქტიკა ყოველწლიურად იზრდება, რაც ცალსახად პოზიტიური ტენდენციაა და მიუთითებს იმაზე, რომ მეწარმეები სულ უფრო მეტად იწყებენ ზრუნვას მოაწესრიგონ ფინანსები და ამავდროულად ხდებიან უფრო პრაგმატულები ბიზნესის წარმოების პროცესში.

ბუღალტრული აუთსორსინგი გულისხმობს ბუღალტრული პროცესების სრულად ან ნაწილობრივ მომსახურე კომპანიაზე გადაბარებას. ბუღალტრულ აუთსორსინგს რამდენიმე გამოკვეთილი უპირატესობა ახასიათებს, მათ შორისაა საგადასახადო რისკების გადაცემა მომსახურე კომპანიაზე - ლოიალტე მეტი სიმშვიდისთვის მომხმარებელს სთავაზობს პასუხიმსგებლობის რამდენიმემილიონიან დაზღვევას კომპანია ალდაგში; ფინანსურ ინფორმაციაზე მარტივი და დროული წვდომა, რაც თავის მხრივ ნიშნავს ბიზნესში უფრო სწორ, რიცხვებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს; ინფორმაციის კონფიდენციალურობა და დაცულობა, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე ციფრულ სამყაროში; თანამშრომლის მოძიება/დაქირავება/შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხების გამარტივება, რაც სულ უფრო დიდი გამოწვევა ხდება ბიზნესისთვის; და მომსახურების ფასი - თუ დამკვეთი გაითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორის პოტენციურ ღირებულებას, ბუღალტრული მომსახურებისღირებულება თითქმის ყველა შემთხვევაში უფრო დაბალია შედარებით იმასთან რისი გადახდაც მას მოუწევდა შიდა ბუღალტრის დაქირავების შემთხვევაში,

რა შეცდომებს უშვებენ რომელსაც ყველაზე ხშირად მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების კუთხით და რა რისკებთან/საფრთხეებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული?

სწორად ორგანიზებული ბუღალტრული აღრიცხვა ეხმარება მენეჯმენტს მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები, იქნება ეს ინვესტიციის დაგეგმვა, ხარჯების ოპტიმიზაცია თუ ახალი ბაზრების ათვისება.

მცირე და საშუალო ბიზნესებში ყველაზე ხშირია რამდენიმე ტიპის შეცდომა ფინანსურ აღრიცხვაში. ხშირად საბუღალტრო პროცესები დაგვიანებით იწყება, რაც ქმნის რისკებს და აფერხებს საჭირო ინფორმაციას გადაწყვეტილებების მისაღებად. ასევე ხშირია დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოება, რაც ვალდებულებების სწორად აღრიცხვასა და კონტროლს ართულებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფინანსური და საგადასახადო რისკების წინასწარ არ-გათვალისწინება, რაც ხარჯების მოულოდნელ ზრდასა და ფინანსურ პრობლემებს იწვევს. ჩვენი მიზანია, ასეთი შეცდომების პრევენცია, რათა მათ ჰქონდეთ გამართული, დროული და სანდო ბუღალტრული აღრიცხვის პროცესი.

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის და მომავალშიც იქნება მომსახურების მაღალი ხარისხი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ Loialté არის ერთადერთი ქართული აუდიტორული და საკონსულტაციო ბრენდი, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, კონკრეტულად, ბუღალტრული და საგადასახადო მიმართულებით. კლიენტებისთვის, პრაქტიკულ დონეზე ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მომსხურების ხარისხი რეგულარულად მოწმდება და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. შედეგად, ისინი იღებენ გამჭვირვალე, სტრუქტურირებულ და სანდო მომსახურებას, რაც მნიშვნელოვანია შიდა მენეჯერული მიზნებისა და საგადასახადო შესაბამისობისთვის, ასევე პარტნიორებთან და ინვესტორებთან ურთიერთობისას.

რა ძირითადი მიზნების და ამოცანები გაქვთ როგორც ბუღალტრული აუთსორსინგის დირექტორს Loialté-ში?

კომპანიის და მასთან ერთად ჩემი ზოგადი ხედვა და მიზანია, რომ ჩვენს მიერ წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა, როგორც ბიზნეს პროცესი, გავხადოთ კიდევ უფრო მეტად დახვეწილი და კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ჩვენი დამკვეთების და ჩვენი პარტნიორების წარმატებაში. ამ მიზნის მისაღწევად ბევრი სხვადასხვა ტიპის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები გვაქვს გაწერილი, რომელიც პრიორიტეტულობის მიხედვით მორგებულია სხვადასხვა სეგმენტებს, სექტორებსა და ქვესექტორებს. მთავარი ღირებულება, რომელსაც განვავითარებთ იქნება სიმარტივე მომსახურების პროცესში, ისე, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად აღვიქვამთ პროცესების გაციფრულებას და მომდევნო 2 წლის განმავლობაში გვინდა, რომ ჩვენი შიდა პროცესები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ავტომატიზებული გავხადოთ, რაც თავის მხრივ პოზიტიურად იმოქმედებს ფასწარმოქმნის კუთხითაც. გაციფრულების პარალელურად განსაკუთრებულ ყურადღებას ინფორმაციის დაცულობას და დავუთმობთ კიბერრისკების პრევენციას/განეიტრალებას. ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით მომდევნო წელს ვგეგმავთ ავიღოთ ISO 27001 სერტიფიკატი.

ასევე, მუდმივ პრიორიტეტად დარჩება არსებული სერვისების დახვეწა და ახალი სერვისების განვითარება და ამის შესაძლებლობას დღევანდელი ქართული ბაზრის მოცემულობა იძლევა. სერვისების განვითარებაში ვგულისხმობ არამხოლოდ წმინდად ბუღალტრული სერვისების განვითარებას, არამედ ისეთი სერვის პაკეტების შექმნას, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების მომტანი იქნება. ამ კუთხით Loialte-ს ნამდვილად გააჩნია კონკურენტული უპირატესობა, რადგან მხოლოდ ჩვენს პორტფელში ვაერთიანებთ 50-ზე მეტ სხვადასხვა მომსახურებას, ხოლო ისეთ სერვისებს, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, ვაწდვით პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით.

ასევე დიდ ყურადღებას დავუთმობ გუნდის პროფესიულ განვითარებას. მჯერა, რომ ძლიერი გუნდი მთავარი აქტივი და კონკურენტული უპირატესობაა, განსაკუთრებით ჩვენს ბიზნესში, სადაც ინტელექტუალურ შრომას და ექსპერტიზას ვყიდით. აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი გვაქვს როგორც მომზადების, ისე გადამზადების სხვადასხვა ტიპის პროგრამები და აქტივობები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სტაჟირების პროგრამა, რომელიც უკვე აქტიურია და სულ ახლახანს მესამე ნაკადი მივიღეთ. პროგრამა სრულად უნიკალურია და დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებაზე, რომელიც შეზავებულია თეორიულ ცოდნასთან და 4 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შემდეგ ჩვენი სტაჟიორები ფაქტობრივად დამოუკიდებლად ახერხებენ კლიენტების მომსახურებას. სტაჟირების პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და მოვიცავთ არამხოლოდ თბილისს, არამედ რეგიონებსაც, მათ შორის პრიორიტეტულად დავიწყებთ აჭარის ფილიალში.

ამბიციური გეგმები გვაქვს პორტფელის ზრდასთან დაკავშირებითაც. 2026 წელს ვგეგმავთ 50%-იანი ზრდა დავაფიქსიროთ, რომელიც ვთვლით, რომ რეალისტური და მიღწევადი იქნება იმ მიმდინარე თუ დაგეგმილი სამუშაოების გათვალისწინებით, რომელსაც Loialte-ს მთელი გუნდი ვახორციელებთ.

წარმატებას ვუსურვებთ მარიამს და ლოიალტეს და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორიებს გაგიზიარებთ მომავალში.

Loialte-ს ბუღალტრული მომსახურების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს www.loialte.com.ge