ბუღალტრული მომსახურება აუთსორსზე - ოპტიმალური შესაძლებლობა კომპანიისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესგარემოში, სადაც კონკურენციის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება, რესურსების ეფექტიანად მართვა და გამოყენება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. შესაბამისად, სულ უფრო მეტი კომპანია ირჩევს სერვისებს აუთსორსზე, მათ შორის კი ყველაზე პოპულარული ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგია.

ბუღალტრული აუთსორსინგი გულისხმობს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის, ასევე საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების წარმოებასთან დაკავშირებული პროცესების გარე კომპანიისთვის გადაბარებას. ანუ, შიდა დაქირავებული ბუღალტრის ნაცვლად, ამ პროცესებს პროფესიონალი ბუღალტრებითა და აუდიტორებით დაკომპლექტებული სპეციალიზებული კომპანია ახორციელებს.

ბოლო წლებში აუთსორსინგის პრაქტიკა განსაკუთრებით პოპულარული გახდა სტარტაპებში (დამწყებ ბიზნესში), ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში, რომელთათვისაც შიდა ორგანიზაციული რესურსების ოპტიმიზაცია, ხარჯების დაზოგვა და სწორი ფინანსური მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

საინტერესოა რატომ ირჩევენ კომპანიები აუთსორსინგს და რატომ იზრდება როგორც საქართველოში, ისე გლობალურ ბაზრებზე ბუღალტერიის აუთსორსზე გატანის ტენდენცია?

ამის მიზეზი ბევრია, თუმცა შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი, კერძოდ: ბუღალტრული პროცესების სპეციფიურობა და კომპლექსურობა, ადამიანური რესურსების დეფიციტი, ტექნოლოგიური ცვლილებების აჩქარებული ტემპი, რეგულაციების გართულება და ერთ-ერთი მთავარი - კომპანიის მენეჯმენტის სურვილი, დარჩეს მეტი დრო ბიზნესის განვითარებასა და მომგებიანობის ზრდაზე ზრუნვისთვის.
ამ ბლოგში შევეცდებით გავაანალიზოთ ბუღალტრული აუთსორსინგის დადებითი და უარყოფითი მხარეები და განვიხილავთ, რატომ შეიძლება ეს გზა ოპტიმალური გამოსავალი აღმოჩნდეს თქვენი კომპანიისთვის.

სტატისტიკა აუთსორსზე ბუღალტრული მომსახურებით სარგებლობის შესახებ

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბუღალტრული აუთსორსინგის პოპულარობა განსაკუთრებით საგრძნობლად გაიზარდა, რაც დაკავშირებულია როგორც ტექნოლოგიურ პროგრესთან, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ბუღალტერიის წარმოება, ისე ბიზნესის საჭიროებებთან, მიიღონ უფრო მოქნილობა, ხარისხიანი და ხარჯთეფექტური მომსახურება.

სტატისტიკური მონაცემები გლობალურად და საქართველოში:

  • Statista-ს მონაცემების მიხედვით (Aphelia Innovations-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით), გლობალური აუთსორსინგის ბაზარი 2023 წელს 971.2 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.8%-ით მეტია. არსებული ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ბაზრის მოცულობა 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.
  • Clutch-ის კვლევების მიხედვით ბიზნესების 37%-ზე მეტი აუთსორსინგს ყველაზე ხშირად სწორედ საბუღალტრო და ფინანსურ მიმართულებებში იყენებს.
  • საქართველოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური სტატისტიკა ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ბაზარზე დაკვირვება აშკარად აჩვენებს, რომ ადგილობრივი სტარტაპები და მცირე და საშუალო ბიზნესები სულ უფრო მეტად ენდობიან აუთსორსინგულ მომსახურებას, როგორც პრაქტიკულ გამოსავალს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასევე შეინიშნება საინტერესო ტენდენცია, გარდა MSME ბიზნესისა, აუთსორსინგით აქტიურად ინტერესდებიან მე-3 და მე-2 კატეგორიის კომპანიებიც.

ძირითადი მიზეზები, რატომ ირჩევენ კომპანიები ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგს

ბუღალტრული აუთსორსინგის მიმართ მზარდ ინტერესს რამდენიმე პრაქტიკული და მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. მათ შორის:

ნაკლები ხარჯი - რეალურად, ბუღალტრული აუთსორსინგი თითქმის ყველა შემთხვევაში უფრო ნაკლებხარჯიანია კომპანიისთვის, ვიდრე ბუღალტრის, ან ბუღალტერთა გუნდის დაქირავება. კერძოდ, კომპანია თავისუფლდება თანამშრომლის (ბუღალტრის) შერჩევა/დაქირავება/შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯებისგან, ასევე აღარ არსებობს შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული რისკები, რაც რიგ შემთხვევაში მატერიალური ფინანსური ზარალის წყარო შეიძლება გახდეს; აღარ უწევს გამოყოს საოფისე სივრცე და ინვენტარი, ასევე შეიძინოს ბუღალტერიის წარმოებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა; მინიმიზებულია საგადასახადო ჯარიმის რისკები, ასევე ფინანსური თუ სხვა ტიპის ინფორმაციის გადინების საფრთხეები. ყველაფერ ამის ჯამური ღირებულება ბევრად მეტია, ვიდრე აუთსორსინგში გადასახდელი თანხები.

შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება ოპერაციული ხარჯი, იზრდება ფინანსური ეფექტიანობა და გამოთავისუფლებული რესურსები ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მეტი ინვესტიცია განახორციელოს ზრდასა და სტრატეგიულ განვითარებაში.

ხშირად ისმის კითხვა - როგორ არის შესაძლებელი, რომ ბუღალტრული კომპანიის მომსახურება უფრო იაფი იყოს, ვიდრე ბუღალტრის დაქირავება. პასუხი მარტივია - კლიენტების დიდი რაოდენობა და მართვის დახვეწილი მოდელები იძლევა შესაძლებლობას, რომ აუთსორსერმა კომპანიამ იმდენად შეამციროს საკუთარი ხარჯები, რომ კლიენტ ორგანიზაციებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, ამავდროულად ხარჯთეფექტური მომსახურება.

ფოკუსი ბიზნესის ძირითად საქმიანობაზე და პროდუქტიულობის ზრდა - ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა კომპანიის მენეჯმენტს აძლევს შესაძლებლობას, დრო და რესურსი დაუთმოს სტრატეგიულ ამოცანებს, ახალი პროდუქტების შემუშავებას, სამომხმარებლო გამოცდილების დახვეწა/გაუმჯობესებას და ზოგადად ყველა იმ სამუშაოს, რაც კომპანიის ზრდასა და განვითარებაზეა მიმართული, ხოლო ისეთი რუტინული და ტექნიკური საქმიანობა, როგორიც ბუღალტერიაა მიანდოს გამოცდილ ბუღალტრულ კომპანიას. გასათვალისწინებელია, რომ ბუღალტერიის აუთსორსინგი უმეტეს შემთხვევაში მოიაზრებს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას (რომელიც თავის მხრივ მოიცავს საგადასახადო რისკების დაზღვევას), რაც დამატებითი კომფორტია ბიზნესისთვის და კომპანიის დამფუძნებლებს და მენეჯმენტს სიმშვიდის განცდას უზრუნველყოფს.

მეტი დრო ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც აუთსორსინგული პრაქტიკის ყოველწლიურ ზრდას განაპირობებს, რადგან რუტინულ სამუშაოებზე რესურსების ხარჯვა ნიშნავს, რომ იგივე რესურსები აკლდება კომპანიის ძირითად საოპერაციო საქმიანობას, ეს კი საშუალო და გრძელ ვადაში ეტაპობრივად აუცილებლად შეამცირებს ბიზნესის კონკურენტულობას ბაზარზე და უპირატესობას შესძენს სხვა კომპანიებს, რომლებიც ეფექტურად იყენებენ აუთსორსინგს.

პროფესიონალიზმი და გამოცდილება - ხარისხიან ბუღალტრულ კომპანიებში, როგორც წესი, გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აუთსორსინგის შემთხვევაში კომპანიას ემსახურება ბუღალტერთა გუნდი და არამხოლოდ ერთი ბუღალტერი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანური შეცდომების რისკებს.

რიგ გამორჩეულ კომპანიებში (მაგალითად, როგორიცაა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte) დანერგილია მართვის საერთაშორისო სტანდარტები (Loialte-ს შემთხვევაში ეს არის ISO 9001:2015), რაც ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ყველა იმ რისკის კონტროლს, რომელმაც შესაძლოა რაიმე ფორმით ნეგატიურად იმოქმედოს დამკვეთზე.

სანდოობა და პასუხისმგებლობის გადანაწილება - ბიზნესის სტაბილურად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია საგადასახადო, ფინანსური თუ საოპერაციო რისკების ეფექტური კონტროლი, რაც იცავს დამკვეთის კომპანიას პოტენციური ფინანსური ზარალისგან, პოტენციური სანქციებისგან, რეპუტაციული ზიანისგან. დახვეწილი ორგანიზაციული სტრუქტურის, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე გუნდის და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით აუთსორსინგული კომპანიები ახერხებენ ყველა ხსენებული რისკის მინიმუმამდე დაყვანას.

აღსანიშნავია, რომ რიგ კომპანიებში გარდა ბუღალტრებისა, კლიენტ კომპანიას ემსახურება საგადასახადო აუდიტორი, რომელიც მუდმივად აკონტროლებს საგადასახადო რისკების დონეს და ამონიტორინგებს საგადასახადო სიახლეებს, რომელიც დაუყოვნებლივ ზიარდება როგორც მომსახურე ბუღალტერთან, ისე თავად კლიენტთან.

სწრაფი ადაპტაცია ცვლილებებთან - ბუღალტერია და გადასახადები ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროა, სადაც რეგულაციები და სტანდარტები ხშირად იცვლება. ასეთ პირობებში განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებისთვის რთულია მხოლოდ შიდა რესურსებით თვალი ადევნონ ყველა სიახლეს და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება. ეს კი თავის მხრივ პოტენციურად საგადასახადო, ფინანსურ და რეპუტაციულ რისკებს წარმოშობს.

აღნიშნული თვალსაზრისითაც ბუღალტერიის აუთსორსინგულ კომპანიასთან თანამშრომლობას მკაფიო უპირატესობა აქვს. სპეციალიზებული კომპანიები მუდმივად ადევნებენ თვალყურს საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისო პრაქტიკას, იყენებენ უახლეს ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს და ახერხებენ ამ ცვლილებების დაუყოვნებლივ ინტეგრირებას სამუშაო პროცესში, ასევე მყისიერად აცნობენ პარტნიორ კომპანიებს მნიშვნელოვანი ცვლილებების თუ განახლებების შესახებ.

ამით ბიზნესს ეძლევა რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა: რეგულაციებთან შესაბამისობა - მცირდება საგადასახადო რისკები და ჯარიმების ალბათობა; ოპერატიული მოქნილობა - ახალი მოთხოვნების დანერგვა არ საჭიროებს შიდა გუნდის გადამზადებას ან დამატებით რესურსებს; სტაბილურობა - კომპანიის ფინანსური აღრიცხვა ყოველთვის არის კანონთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც აძლიერებს სანდოობას პარტნიორებთან და ინვესტორებთან ურთიერთობისას.

ამრიგად, ბუღალტრული კომპანიის ჩართულობა იძლევა გარანტიას, რომ ბიზნესი მუდმივად შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და სხვა სტანდარტებთან, ხოლო მენეჯმენტი თავისუფლდება ამ პროცესების ზედმეტი კონტროლისგან.

ტექნოლოგიური უპირატესობები - თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევას, ამავდროულად შესაძლებლობას წარმოადგენს პროცესების გაციფრულება, რადგან გაციფრულების ხარისხი პირდაპირპროპორციულია კომპანიის კონკურენტულობასთან ბაზარზე. აუთსორს სერვისის მიმწოდებლები ამ მხრივ მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობენ ბიზნესს, რადგან ისინი ხშირად იყენებენ უახლეს ბუღალტრულ პროგრამებს, ღრუბლოვან პლატფორმებსა და ავტომატიზებულ სისტემებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამოუკიდებლად სარგებლობისთვის რთული, ზოგჯერ კი საკმაოდ ძვირია.

ტექნოლოგიური უპირატესობები აუთსორსინგულ მომსახურებას აქცევს არა მხოლოდ ბუღალტრულ ფუნქციად, არამედ სრულად ახალ შესაძლებლობად, რომელიც აძლიერებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას და აჩქარებს მის განვითარებას.

ბუღალტრული აუთსორსინგის გამოწვევები

მიუხედავად მრავალი უპირატესობისა, სანამ აუთსორსინგით სარგებლობას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე რისკ ფაქტორი, რაც დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ზუსტად შეესაბამება თქვენი კომპანიის საჭიროებებს და არ წარმოშობს დამატებით სირთულეებს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი რისკები, რომელიც შესაძლოა ბუღალტრული აუთსორსინგით სარგებლობას ახლდეს თან:

სანდოობა - ფინანსურ საკითხებზე კონტროლის გადაბარება კომპანიებისთვის ხშირად ბარიერს წარმოადგენს, განსაკუთრებით მსგავს პრაქტიკას ვაწყდებით მცირე და საშუალო ბიზნესში. მენეჯმენტს შეიძლება გაუჭირდეს იმაზე დათანხმება, რომ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მიმართულება – ფინანსების მართვა – გარე პარტნიორს მიანდოს. სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ისეთ აუთსორსინგულ კომპანიასთან, რომელიც ბაზარზე მყარი რეპუტაციით, გამოცდილებით და მართვის საერთაშორისო სტანდარტებით გამოირჩევა, ასევე სასურველია თანამშრომლობის დაწყებამდე გამოიკვლიოთ რა ტიპის და რა ინტენსივობის რეპორტინგს განახორციელებს ბუღალტრული კომპანია, აქვს თუარა ხარისხის დამადასტურებელი რაიმე სერტიფიკატი (მაგ: ISO) და ა.შ.

კომუნიკაცია - დაქირავებულ, შიდა ბუღალტერთან ყოველდღიური პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობა ბევრ კომპანიას უსაფრთხოების განცდას უჩენს. აუთსორსინგის შემთხვევაში კომუნიკაცია ძირითადად ციფრულ არხებშია გადატანილი, რადგან უმეტესწილად აუთსორსინგული მომსახურება დისტანციურად ხორციელდება. ეს ზოგჯერ იწვევს ინფორმაციის დაგვიანებას ან გაუგებრობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თანამშრომლობას იწყებთ კომპანიასთან, რომელსაც არ აქვს დიდი გამოცდილება და არ გააჩნია გამართული შიდა პოლიტიკები და პროცედურები. აღნიშნული გამოწვევის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია აუთსორსერ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებადმე მოთხოვოთ წინასწარ გაწერილი და თქვენთან შეთანხმებული საკომუნიკაციო სქემა, რომელშიც დაკონკრეტებული იქნება კომუნიკაციის არხები, პასუხისმგებელი პირები ორივე მხარეს, კომუნიკაციის და ანგარიშგების პერიოდულობა და ყველა სხვა მნიშვნელოვანი დეტალი.

პროფესიონალიზმი და კონფიდენციალურობა - მომსახურე კომპანიის შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ არის ამ კომპანიის გუნდის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმის დონე, ასევე რამდენად დაცული იქნება თქვენი კონფიდენციალური ინფორმაცია. აღნიშნილი გამოწვევის საპასუხოდ შეგიძლიათ მოიძიოთ კომპანიის რეპუტაციის შესახებ საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაცია ან/და დაეყრდნოთ პირად რეკომენდაციებს. ასევე, შეგიძლიათ მოლაპარაკების პროცესში ბუღალტრულ კომპანიას თხოვოთ გაგიზიაროთ იმ თანამშრომლის რეზიუმე, რომელიც თქვენ მოგემსახურებათ, ასევე მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მიდგომების და მეთოდოლოგიების შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც ის იცავს კონფიდენციალურ მონაცემებს.

საბუღალტრო სერვისების აუთსორსინგის შეჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ ვის ანდობს კომპანია თავის ფინანსურ პროცესებს. Loialte/ლოიალტე არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, სადაც პროფესიონალიზმი, სტრატეგიული ხედვა და ინოვაციური მიდგომები ერთიანდება, რათა კლიენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ტექნიკური მომსახურება, არამედ გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობა.

ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს ბიზნესის შექმნის, ზრდისა და განვითარების პროცესში, ვცდილობთ უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის, ზუსტი და გამჭვირვალე მომსახურება. ლოიალტე მუშაობს კეთილსინდისიერებისა და სანდოობის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რაც თითოეულ კლიენტის შემთხვევაში უზრუნველყოფს თავდაჯერებულობას, რომ მათი ფინანსები საიმედო ხელშია.

ლოიალტე ქართული ბრენდია გლობალურ ბაზრებზე განვითარების მიზნითა და სტრატეგიებით. ჩვენი პროფესიონალი გუნდები დღეის მდგომაროებით უკვე 3 ქვეყანაში (საქართველო, უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) უწევენ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს კვალიფიციურ მომსახურებას. კომპანიას დღემდე წარმატები აქვს შესრულებული 1000-ზე მეტი პროექტი. აღსანიშნავია, რომ ლოიალტე ერთადერთი ქართული ბრენდია ამ სფეროში, რომელიც ფლობს ISO 2001:2015 ხარისხის სერტიფიკატს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი მთელს მსოფლიოა აღიარებული.

"ლოიალტეს" გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან, რომლებიც ფლობენ მრავალწლიან გამოცდილებას საბუღალტრო, საგადასახადო, აუდიტორულ და საკონსულტაციო სფეროებში. ჩვენი თანამშრომლები დროის რეალურ რეჟიმში ეცნობიან საკანონმდებლო და რეგულაციურ ცვლილებებს რათა კლიენტს შევთავაზოთ მხოლოდ უახლესი და პრაქტიკულად გამოსადეგი გადაწყვეტები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლოიალტე არის სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-ს ზრდის ჰაბების ყველაზე მეტ კატეგორიაში გამარჯვებული პროვაიდერი კომპანია, რომლის ფარგლებშიც 10000 ლარამდე თანადაფინანსებით შეგვიძლია მოვემსახუროთ ბიზნესს ბუღალტრული, საგადასახადო, იურიდიული, HR და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა სერვისების კუთხით.

საბუღალტრო სერვისების აუთსორსინგს აქვს როგორც უპირატესობები, ისე გარკვეული გამოწვევებიც. ერთის მხრივ, ის საშუალებას იძლევა შეიმციროთ ხარჯები, მიიღოთ პროფესიონალური და დაზღვეული მომსახურება, გაზარდოთ სანდოობა და მოქნილობა, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს ნდობისა და კომუნიკაციის გამოწვევები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებამდე. თუმცა უპირატესობები ცალსახად აჭარბებს გამოწვევებს. აუთსორსინგი განსაკუთრებით ეფექტური გზაა სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან მათ აძლევს შესაძლებლობას რესურსები სწორად გადაანაწილონ და კონცენტრირდნენ ბიზნესის ძირითად საქმიანობაზე. Loialte მზად არის, გახდეს თქვენი სანდო პარტნიორი და გაგიწიოთ საერთაშორისო ხარისხის ბუღალტრული მომსახურება კეთილსინდისირებისა და პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialte-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!