BTU-სა და UN Women-ის თანამშრომლობით ქუთაისში AI-ის ტრენინგები გაიმართა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
29 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა (BTU) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, გაიმართა სამდღიანი ინტენსიური ტრენინგი ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებსა და მისი ხელსაწყოების გამოყენებაზე.
პროექტში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ტრენინგის განმავლობაში გაეცნენ ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების საფუძვლებს, ეთიკისა და უსაფრთხოების საკითხებს AI-ის გამოყენებისას, AI ინსტრუმენტების გამოყენებას საპროექტო განაცხადებისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესებში, AI-ის გამოყენებით ციფრული ადვოკატირების კამპანიებისა და ინოვაციური სერვისების შექმნის გზებს.
ინიციატივა BTU-სა და UN Women-ის თანამშრომლობით, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნული ინიციატივა მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული ხუთდღიანი AI-ის ინტენსიური სწავლებისა და, ასევე, სექტემბერში ჩატარებული ორდღიანი საპროექტო განაცხადების წერის ტრენინგების სერიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ამჟამად დასავლეთ საქართველოში განხორციელდა.