BTU-სა და UN Women-ის ინიციატივით პროექტების წერისა და AI-ის გამოყენების ტრენინგი დასრულდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

22 და 23 სექტემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ორდღიანი ინტენსიური სასწავლო ტრენინგი გამართეს პროექტების წერის უნარების გაძლიერების თემაზე და ამ პროცესში AI ხელსაწყოების გამოყენების ეფექტურობაზე.
პროექტში მონაწილება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს და ტრენინგებზე დაეუფლენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა საპროექტო განაცხადების სტრუქტურა, ნარატივის შექმნის ტექნიკები, AI-ის შესაძლებლობები და ეფექტური პრომპტების შემუშავების მეთოდები, დონორთა ტიპები, ლოგიკური ჩარჩოს აგების ეტაპები, ბიუჯეტირება და ვადების დაგეგმვა.
ინიციატივა BTU-სა და UN Women-ის თანამშრომლობით, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტიპის ხუთდღიანი ინტენსიური ტრენინგი BTU-სა და UN Women-ის თანამშროლობით და Norad-ის მხარდაჭერით უკვე ჩატარდა ივნისსა და ივლისში, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულმა სამოქალაქო საზოგადოების 23-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით გადამზადდნენ.