ბიზნესის სწრაფი ზრდა და გამარტივებული ყოველდღიურობა - როგორ აქცევს ვოლტი ქალაქებს უკეთეს საცხოვრებელ ადგილებად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვაქციოთ ქალაქები უკეთეს საცხოვრებელ ადგილად - ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მიტანის სერვისის სფეროს ლიდერი ვოლტისთვის, როდესაც ის რეგიონებში შედის.

საქართველოში დღეს ვოლტის სერვისი თბილისის გარდა უკვე 8 დიდ ქალაქშია ხელმისაწვდომი. ამ ქალაქებში ცხოვრების ხარისხი ვოლტის სერვისებით რომ შეიცვალა, ამას საკუთარ თავზე გრძნობს ვოლტის მომხმარებელი, პარტნიორი ბიზნესი თუ კურიერი, რამდენადაც ვოლტი ერთის მხრივ ხელს უწყობს ბიზნესის სწრაფ განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ მომხმარებელს უმარტივებს ყოველდღიურ რუტინას.

ჩვენ რამდენიმე დიდ ქალაქში ვესაუბრეთ როგორც ვოლტის პარტნიორებს, ისე ადგილობრივებს, რათა მათგან მოგვესმინა, რა როლს ასრულებს ვოლტი მათ ყოველდღიურობაში.

რუსთავი ბოლო წლებში დინამიკურად ქალაქის ინფრასტრუქტურა ახლდება, ჩნდება ახალი ბიზნესები და სტარტაპები. რუსთავი ცდილობს, დაიბრუნოს ძველი ენერგია, მაგრამ ახალი — თანამედროვე ქალაქის სუნთქვით, სადაც ტრადიცია და პროგრესი თანაბრად თანაარსებობს. ამ პროცესში ვოლტის როლზე გვესაუბრება "პაპური" - დამწყები ბიზნესი, რომელმაც საკუთარი, ქართულ ავთენტურ გემოებზე დაფუძნებული მენიუ საზოგადოებას საახალწლო ფესტივალებზე შეაყვარა. ამბობენ, რომ ვოლტთან თანამშრომლობა გახსნისთანავე დაიწყეს, რითაც მომხმარებელს დამატებითი კომფორტი და სწრაფი მიტანის სერვისი შესთავაზეს და თავადაც გაზრდილი რაოდენობის მომხმარებელი მიიღეს.

პიცერია "მილანომ" ვოლტზე არჩევანის გაკეთებისას მეტ მომხმარებელზე წვდომის სურვილით და სერვისის ხარისხით იხელმძღვანელა. აცხადებენ, რომ ვოლტთან პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში — ზრდის მათ ცნობადობას და შესაბამისად - მომხმარებელთა რაოდენობას.

ქუთაისი მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის იყო ქალაქი გამორჩეული ხელგაშლილი მასპინძლობით - იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძებით და მდიდარი გასტრონომიული ტრადიციებით. ქუთაისში დღესაც არაერთი ცნობილი რესტორანია. წლების განმავლობაში ცნობილ იმერული სამზარეულოს გამორჩეულ რესტორნებთან ერთად, გაჩნდა თანამედროვე ობიექტებიც. თანამედროვე ობიექტებთან ერთად კი, დაინერგა თანამედროვე სერვისებიც, რაშიც სხვა დანარჩენის მსგავსად, ქუთაისი ერთ-ერთი მოწინავეა. მიტანის სერვისიც აქ დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

მიტანის სერვისის სფეროს ლიდერი კომპანია ვოლტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქუთაისში ოპერირება დაიწყო და ამით ბევრ ბიზნესს განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცა

თანამედროვეობის ტენდენციებმა ხელი შეუწყო ისეთი ობიექტების გახსნას, რომლებიც ერგება და ყველაზე უკეთ პასუხობს მიტანის სერვისის სპეციფიკას. "თუთა" - ერთ-ერთი ასეთი ობიექტია - სიმყუდროვითა და გემრიელი კერძებით გამორჩეული კაფე ქალაქის გულში. როგორც გვიყვებიან, კაფე სულ ახალი გახსნილი იყო, როცა უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი შეიძინა და ეს ვოლტის დამსახურებაა, რომელმაც ახლადგახსნილ კაფეს ფართო მომხმარებელზე წვდომისა და მისთვის საკუთარი პროდუქტის გაცნობის მნიშვნელოვანი პლატფორმა მისცა.

ზუგდიდი და მთლიანად სამეგრელო მოგზაურისთვის ნამდვილი გასტრონომიული თავგადასავალია — კუთხე, სადაც სტუმარს ერთდროულად ხვდება ძველი მეგრული სუფრის ტრადიცია და თანამედროვე ევროპული სამზარეულოს ელემენტები. ადგილობრივი კვების ობიექტები განსაკუთრებით ამაყობენ იმით, რომ ელარჯსა და ღომთან ერთად სტუმრებს სთავაზობენევროპულ კერძებსაც, რაც ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალურ სინთეზს ქმნის.

"შოგი" სწორედ ასეთი მრავალფეროვანი მენიუთი გამორჩეულ რესტორნებს შორისაა. ამბობენ, რომ ვოლტის როლი მათ ბიზნესში მნიშვნელოვანია, რამდენადაც, შედეგად ეზრდებათ გაყიდვები, ემატებათ ახალი მომხმარებლები და მარტივდება შეკვეთების მართვა.

ბათუმი - საზღვაო საკურორტო ქალაქი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია საზღვაო სეზონზე, ზაფხულში, როცა ადგილობრივების მოთხოვნებს დამსვენებლების შეკვეთები ემატება. მოთხოვნა კი ისეთივეა, როგორიც ყველგან - კომფორტი და მაღალი დონის სერვისი, შეკვეთილი პროდუქტის სწრაფად და ხარისხიანად მიღება. ეს კი ვოლტისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, როდესაც ცივი კერძები და სასმელი მომხმარებლამდე სასურველი ტემპერატურით უნდა მივიდეს. როგორც გავარკვიეთ, ვოლტი ამ გამოწვევას თავს ართმევს და ამაზე მეტყველებს კმაყოფილი მომხმარებელი, რომლის რაოდენობა სხვადასხვა კვლევებში სტაბილურად იზრდება.

კაფე "დელიკატე" ვოლტთან დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს და ამბობს, რომ ეს საიმედო პარტნიორობაა, რომლის გარეშეც ობიექტი სასურველ შედეგამდე ვერ მივიდოდა. ვოლტთან პარტნიორობის გამოცდილება კი კაფეს დამფუძნებელმა პარტნიორი კურიერის რანგში მიიღო, რამაც საკუთარი ბიზნესის დაწყებისკენაც უბიძგა.

ვოლტი ყველა მხარისთვის მომგებიანი თანამშრომლობის მოდელს ქმნის: მომხმარებლისთვის - მეტი კომფორტი, პარტნიორი კურიერისთვის - დამატებითი შემოსავალი თავისუფალი გრაფიკით, პარტნიორი ობიექტი - მეტი მომხ=მარებლით და მათი კმაყოფილება ყველა დიდ ქალაქში საერთოა. ვოლტის სახელი უკავშირდება მოქნილი გრაფიკით მიღებულ შემოსავლებს, ბიზნესების, მათ შორის სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას, მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მომხმარებლამდე მარტივად და სწრაფად მიტანას.

ამას უახლესი კვლევის შედეგებიც ადასტურებს. ბიზნესისა და შემოსავლების ზრდა, სწრაფი და კომფორტული მიტანა, მოსახერხებელი სერვისი და ფართო მომხმარებელზე წვდომა - სწორედ ეს არის ის ძირითადი ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც ვოლტმა უმაღლესი შეფასებები მიიღო.

გამოკითხული პარტნიორი ობიექტების 57% აცხადებს, რომ ვოლტთან პარტნიორობამ მისი შემოსავლები გაზარდა. ამდენივეა იმ კომპანიების რაოდენობა, ვინც მიტანის არსებული პლატფორმებიდან სწორედ ვოლტის სერვისს ირჩევს. კომპანიები ვოლტთან პარტნიორობის შედეგად მიღებულ ძირითად სარგებლად გაყიდვების ზრდას, მომხმარებლისთვის სწრაფი მიტანის სერვისის შეთავაზებას, ფართო მომხმარებელზე წვდომის თუ ონლაინ-გაყიდვების შესაძლებლობას და ვოლტის მარკეტინგული შეთავაზებებით სარგებლობას ასახელებენ.

გამოკითხული კომპანიების 63%-ს ვოლტთან პარტნიორობის შედეგად გაეზარდა გაყიდვები და შესაბამისად - შემოსავლები; 62%-ს ვოლტი ბიზნესის გაციფრულებაში დაეხმარა და მოემატა მომხმარებლის რაოდენობაც. რაც შეეხება მომხმარებლის კმაყოფილებას, ვოლტი აქაც მოწინავე პოზიციებზეა. გამოკითხულთა 66% ვოლტს სწრაფი მიტანის სერვისის გამო ირჩევს. 87%-მა ვოლტით რესტორნიდან საკვები შეუკვეთა, ხოლო 76%-მა - სურსათი სუპერმარკეტიდან. სხვა საცალო პროდუქტების შეკვეთისას ვოლტის სერვისით 53%-მა ისარგებლა. იმ ბაზრებზე, სადაც ვოლტი ოპერირებს, გამოკითხული მერჩანტების 60 პროცენტი აცხადებს, რომ მათი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია მიტანის სერვისის ისეთი პლატფორმები, როგორიც ვოლტია. საქართველოს შემთხვევაში ამ კითხვას დადებითად გამოკითხული კომპანიების 90% პასუხობს. რაც შეეხება კმაყოფილებას, ვოლტის სერვისით კმაყოფილია გამოკითხული რესტორნების 53%, სუპერმარკეტების - 65%, ხოლო საცალო სექტორის - 64%.

"ჩვენთვის პრიორიტეტულია, როგორც პარტნიორ ობიექტებს, ისე მომხმარებელს მაქსიმალურად მოქნილი და კომფორტული სერვისები შევთავაზოთ. მომხმარებლის და პარტნიორი ობიექტების კმაყოფილების ბოლო - 2025 წლის კვლევაც, რომელსაც რეგულარულად ვატარებთ, სწორედ ჩვენი სერვისების კიდევ უფრო დახვეწას და ინოვაციების დანერგვას ემსახურება. ვოლტი სიახლეების შეთავაზებაში ყოველთვის მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს, მათ შორის, სწორედ იმის მეშვეობით, რომ მუდმივად ვითვალისწინებთ როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნესის საჭიროებებს. შესაბამისად, ხელს ვუწყობთ ისეთი პროდუქტების შეთავაზებას, რაც პარტნიორი ბიზნესებს მეტ შემოსავალს, ხოლო მომხმარებელს - მეტ კომფორტს მოუტანს. ეს ვოლტის უცვლელი ხელწერაა", - აცხადებს ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.