არდის განახლებული მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სადაზღვევო კომპანია "არდის" ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, ახალი მობილური აპლიკაციის პირველი რელიზი გაეშვა, რომელიც ციფრული მომხმარებლის გამოცდილების ახალი სტანდარტის შექმნას ისახავს მიზნად. აპლიკაცია დაზღვეულების სურვილებსა და საჭიროებებზეა მორგებული და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მართოს სადაზღვევო პროცესები სწრაფად, მარტივად და კომფორტულად. გარდა ამისა, აპლიკაცია იყენებს ინტუიციურ და სემანტიკურ UX დიზაინს, რაც თანამედროვე აჩქარებულ რიტმში მყოფ ადამიანს ადვილად ნავიგაციაში ეხმარება.
მობილური აპლიკაციის განახლების პირველი ეტაპი მნიშვნელოვნად ამარტივებს ციფრული პროდუქტებით სარგებლობას, მომხმარებელს უზოგავს დროს, სთავაზობს 24 საათიან მხარდაჭერას და პერსონალიზებულ გამოცდილებას, შესაძლებლობას აძლევს რამდენიმე მოთხოვნა გაგზავნოს ერთდროულად, მარტივად აკონტროლოს საკუთარი ლიმიტები და დამატებითი ბენეფიტები, რომელიც პოლისით სარგებლობისას შეუძლია მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ პირველ ფაზაში მიღებული შედეგი ძირითადად მანამდე არსებული ფუნქციონალისა და დიზაინის გაუმჯობესებას მოიცავს, თუმცა მობილური აპლიკაციის მუდმივ განვითარებასა და განახლებასთან ერთად, დაზღვეული ეტაპობრივად აღმოაჩენს ახალ, ინოვაციურ ფუნქციებს, რომელიც ერთი მხრივ ეფუძნება მომხმარებლის უკუკავშირს, მეორე მხრივ კი მიდგომას: "იფიქრე მომხმარებლის ნაცვლად".
"არდიმ მოახერხა, რომ მრავალი წლის მანძილზე ფიზიკური მომსახურების სივრცეში შექმნა გამორჩეული სტანდარტი და ერთგვარად მაღლა აწია ხარისხის თამასა სადაზღვევო სფეროში. ახლა კი, არდის ახალი მობილური აპლიკაცია, რომელიც ჩვენი მომხმარებლის სურვილების ერთობლიობაა, უკვე ონლაინ სივრცეში შექმნის სრულიად ახალ გამოცდილებას. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გავუმარტივოთ მათ სადაზღვევო მომსახურების მიღება დროსა და სივრცეში, არამედ მკვეთრად შევცვალოთ მათი წარმოდგენა და დამოკიდებულება დაზღვევასთან - როგორც რთულ ბიუროკრატიულ პროდუქტთან." - ამბობს არდის ბიზნესის განვითარების დირექტორი, თეონა გოდერიძე.
არდი Slick Studio-ს ციფრული ტრანსფორმაციის დიდი გამოცდილების გუნდთან ერთად აგრძელებს მობილური აპლიკაციის განვითარებაზე ზრუნვას და მალე მომხმარებელს ახალი რელიზების ფარგლებში კიდევ უფრო მულტი-ფუნქციურ ციფრულ პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც 360⁰ დაფარავს მათ საჭიროებებს ყველა ძირითადი სადაზღვევო პროდუქტის ირგვლივ.