ამერიკული მანქანების მეორე სიცოცხლე: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტომობილების იმპორტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და დინამიკური სექტორია. მიუხედავად რეგულაციური სირთულეებისა, მეზობელ ქვეყნებში საქართველო უკვე ჩამოყალიბდა როგორც რეგიონული ჰაბი მეორადი ავტომობილების რეექსპორტში. 2025 წელს ბაზარმა 24%-იანი ზრდა აჩვენა და ექსპორტის მოცულობამ 1,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

საქართველოში ავტოიმპორტის ბაზარსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე Entrepreneur Carex Import-ის დამფუძნებელს, ვატო ფაჩულიას ესაუბრა.

როგორია დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში ავტოიმპორტის ბაზარზე?

იმპორტის სტრუქტურა ძირითადად ამერიკულ ავტომობილებზეა დაფუძნებული – 82%-ზე მეტი ავტომობილი აშშ-დან შემოდის, რასაც მოჰყვება ევროპული და ჩინური ბაზრები. ჩინური ავტომობილების წილი სწრაფად იზრდება, თუმცა ამერიკული მანქანები კვლავაც ყველაზე მოთხოვნადია რეგიონში. სწორედ აქ იღებენ ისინი "მეორე სიცოცხლეს", და Carex Import მნიშვნელოვან როლს ასრულებს – ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამერიკული ხარისხი და სანდოობა მომხმარებლამდე მაქსიმალური გამჭვირვალობით მივიდეს.

რა რისკები და საფრთხეები არსებობს მომხმარებლებისთვის?

ავტომობილების იმპორტის ზრდასთან ერთად ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებიც ჩნდებიან. ბევრი ახალი კომპანია რამდენიმე თვეში წყვეტს საქმიანობას გამოცდილებისა და სტანდარტების არარსებობის გამო. ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ვერ იღებს შესაბამის მომსახურებას გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

ამერიკულ აუქციონზე ავტომობილის არჩევა, სახმელეთო და შემდგომ საზღვაო ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები სერიოზულ გამოცდილებასა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. Carex Import ამ გამოწვევებს სისტემურად უდგება – ჩვენი გამოცდილება და გამჭვირვალე პროცედურები მომხმარებლებს იცავს ყველა იმ რისკისგან, რაც ბაზარზე შეიძლება წარმოიშვას.

როგორ უნდა შეაფასოს მომხმარებელმა კომპანიის გამოცდილება და სანდოობა?

პირველი ნაბიჯია კომპანიის ისტორიისა და რეპუტაციის გადამოწმება – რამდენი წელია ფუნქციონირებს და როგორი გამოხმაურება აქვს მომხმარებლებისგან. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც: საბითუმო მიმართულებაში ტექნოლოგიური მხარდაჭერისა და პირადი კაბინეტის გარეშე ხარისხიანი სერვისი შეუძლებელია.

ავტომობილის შეძენა ამერიკულ აუქციონზე მოგებიანია, თუმცა მას თან ახლავს სერიოზული რისკები. სწორედ ამიტომ საჭიროა გამოცდილ და სანდო გუნდთან თანამშრომლობა. Carex Import ამ მიმართულებით გამოირჩევა – ჩვენი პლატფორმები და მრავალწლიანი გამოცდილება მომხმარებლის უსაფრთხო და გამჭვირვალე სერვისს უზრუნველყოფს.

ყველაზე ხშირად რა ტიპის რისკებთანაა დაკავშირებული უარყოფითი გამოცდილება?

ყველაზე ხშირია ტექნიკურად გაუმართავი მანქანის შეძენა ან ტრანსპორტირებისას მიყენებული დაზიანება. ორივე შემთხვევაში მომხმარებელი აწყდება ფინანსურ და დროის დანაკარგს. ამიტომ აუცილებელია კომპანიასთან მუშაობა, რომელიც მანქანის ისტორიას დეტალურად ამოწმებს და ტრანსპორტირების პროცესს სრულად აკონტროლებს. Carex Import სწორედ ამას უზრუნველყოფს.

ეს ნეგატიური გამოცდილება აისახება თუ არა სხვა კომპანიების რეპუტაციაზე?

რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერი პრაქტიკები მთელ სექტორზე აისახება. თუმცა Carex Import-ის მთავარი უპირატესობა გრძელვადიანი, ხარისხზე ორიენტირებული თანამშრომლობაა. ჩვენს კომპანიას ათასობით წარმატებით იმპორტირებული ავტომობილი და მრავალი კმაყოფილი მომხმარებელი ამყარებს, რის გამოც ერთხელ მოსული კლიენტი პრაქტიკულად აღარ ტოვებს Carex Import-ს.

რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა კომპანიასთან ურთიერთობის დაწყებამდე?

მნიშვნელოვანია კომპანიის ისტორიისა და პარტნიორების შეფასება, ასევე დაზღვევისა და პასუხისმგებლობის პირობები. გამოცდილი ავტოდილერი, რომელსაც უკან სანდო კომპანია უდგას, ბევრად უფრო მაღალ სერვისს და ხშირად უკეთეს ფასსაც სთავაზობს. Carex Import სწორედ ამ კატეგორიას წარმოადგენს – ჩვენი გამოცდილება და პასუხისმგებლობა მომხმარებლის საუკეთესო გარანტიაა.

რა გამორჩეულ სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

მრავალწლიანი პარტნიორობა გვაქვს "თიბისი ლიზინგთან", რაც მეტყველებს ჩვენი კომპანიის სანდოობასა და გამოცდილებაზე, კლიენტებს ვთავაზობთ მოქნილ ავანსურ გადახდის პირობებს და სრულ დაზღვევას ნულოვანი ფრანშიზით – როგორც ვიზუალური დაზიანებების, ისე ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ჩათვლით. ამას ემატება კონკურენტული სატრანსპორტო ტარიფები, რაც ჩვენს სერვისს პრაქტიკულად უალტერნატივოს ხდის.

რა რეგულაციებია საჭირო, რომ ბაზარი უფრო უსაფრთხო გახდეს?

აუცილებელია მკაფიო წესები, რომლებიც მომხმარებლის უფლებებს დაიცავს – ავტომობილის ისტორიის გამჟღავნება, დაზღვევის სტანდარტები და ტრანსპორტირებისას პასუხისმგებლობა. ეს არა მხოლოდ მომხმარებლებს აძლევს უსაფრთხოებას, არამედ სანდო კომპანიებსაც ეხმარება პროფესიონალიზმით გამოიკვეთონ.