3 ძირითადი ფაქტორი უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უძრავი ქონება ერთ-ერთი დაბალრისკიანი და სტაბილური ინვესტიციის ფორმაა. თუმცა, წარმატებისთვის აუცილებელია პროექტის გონივრულად შერჩევა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეველოპერული კომპანია "იდეა დეველოპმენტის" დირექტორს, გიორგი გედევანიშვილს გავესაუბრეთ.
მისი თქმით უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციის მომგებიანობისთვის მნიშვნელოვანია 3 ძირითადი ფაქტორი:
ადგილმდებარეობა
"უძრავი ქონების ღირებულებას, პირველ რიგში ადგილმდებარეობა განსაზღვრავს. არსებითი მნიშვნელობა აქვს მიმდებარე ტერიტორიის განვითარების დონეს. ის უბანი, რომელიც აქტიურად ვითარდება, დროთა განმავლობაში აუცილებლად აჩვენებს მზარდ მოთხოვნას და შესაბამისად, ფასის ზრდასაც.
მაცხოვრებელთა შემთხვევაში მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, მშვიდი გარემო, ბუნებრივი განათება, ხედი, მიკროკლიმატი, ფართო სივრცე, დროის დაზოგვის შესაძლებლობა და სხვა არაერთი დეტალი. ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი კი თავისთავად პროექტის მიმართ სტაბილურ მოთხოვნას განსაზღვრავს, რაც პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ღირებულებაზე."
დრო — ინვესტირება პროექტის ეტაპის მიხედვით
ინვესტიციის განხორციელების დრო მნიშვნელოვნად აისახება მოგებაზე. როდესაც პროექტი საწყის ეტაპზეა, უძრავი ქონების ფასი გაცილებით დაბალია და ინვესტორი უფრო მოქნილი გადახდის პირობებით სარგებლობს. თუმცა, პროექტის საწყის ეტაპზე ინვესტირებისას, გასათვალისწინებელია თუ რამდენად სანდოა მშენებელი, თავად პროექტი და დეველოპერული კომპანია, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს.
პროექტის განვითარებასთან ერთად, ქონების ღირებულება იზრდება. დასრულებული ბინა კი სხვადასხვა სტრატეგიას ემსახურება: ქირავდება, იყიდება გაზრდილი ღირებულებით, ან რჩება სამომავლოდ, როგორც გრძელვადიანი კაპიტალი.
არქიტექტურა და დიზაინი
ციფრებს მიღმა, გადამწყვეტია არქიტექტურა და დიზაინი. მათი ხარისხი როგორც ფუნქციაში, ისე ვიზუალურ ნაწილსა და გამოყენებულ მასალაში. პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებს და იყოს "მზად მომავლისთვის" — არ დაკარგოს აქტუალურობა რამდენიმე წელიწადში და გაუძლოს დროს: ენერგოეფექტურობით, მოქნილი გეგმარებით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრირებით.
შეჯამება და ახალი მულტიფუნქციური პროექტი იდეა პანორამა
"უძრავ ქონებაში ინვესტიცია მოითხოვს არა მხოლოდ კაპიტალს, არამედ სწორი პროექტის შერჩევას. ამაში ინვესტორს დაეხმარება სამი მარტივი კითხვა:
- სად ვითარდება ქალაქი? - შესაბამისად, სად არის მზარდი მოთხოვნა.
- როდის განვახორციელო ინვესტიცია მაქსიმალური მოგებისთვის?
- რა ქმნის პროექტის გრძელვადიან ღირებულებას?
მინდა ამ კითხვებზე პასუხის ფორმატით, ჩვენს ახალ მულტიფუნქციურ კომპლექსზე, იდეა პანორამაზე ვისაუბრო.
იდეა პანორამა ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ტერიტორიაზე, ვაკე-საბურთალოზე, გიორგი დანელიას ქუჩაზე მდებარეობს და სამ ნაწილად იყოფა: იდეა პანორამა I (რომლის მშენებლობაც 2025 წლის ნოემბრის ბოლოს სრულდება), იდეა პანორამა II და A კლასის ბიზნეს ცენტრი. 2025 წელს იდეა პანორამა I-ის პარალელურად, პანორამა II-ის მშენებლობაც დავიწყეთ. ვფიქრობ, როგორც თავად პროექტის, ისე მიმდებარე ტერიტორიის განვითარების ეტაპი ინვესტორისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის, რადგან განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, პროექტების ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება."
ეს უნიკალური ადგილმდებარეობა პროექტისთვის ერთ-ერთ ისეთ მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყობს, როგორიც არის უცვლელი პანორამული ხედი. იშვიათია თბილისის ცენტრალურ ლოკაციებთან ახლოს მსგავს მწვანე ხედს შეხვდეთ. კიდევ უფრო იშვიათია გარანტია, რომ სასიამოვნო ხედს მომავალი მშენებლობა არ დაგიფარავთ. იდეა პანორამა ქალაქის ხმაურისგან მოშორებით მდებარეობს, თუმცა წუთებში ისეთ ცენტრალურ ლოკაციებთან როგორებიცაა: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა, ქალაქის ცენტრალური პარკი, ახლად გახსნილი საბურთალო-ბაგების ხიდი და სხვა.
რაც შეეხება ინვესტიციის განხორციელების დროს, ჩვენს პროექტში მომხმარებელს თავისუფალი არჩევანი აქვს: იდეა პანორამა II-სა, (რომლის მშენებლობაც საწყის ეტაპზეა) და იდეა პანორამა I-ს შორის, (რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს სრულდება.)
არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით, იდეა პანორამა მის უნიკალურ ლოკაციას ასახავს. დიზაინი იმეორებს ბუნებრივ რელიეფს. თანამედროვე და ამავდროულად ორგანული ფორმები ჰარმონიულად ერწყმიან გარემოს და მის უცვლელ პანორამულ ხედს. სწორედ გარემოს შთაგონებით ჩამოყალიბდა არქიტექტურული კონცეფციაც, სადაც ტერასა რეალური, ფუნქციური სივრცე ხდება და არა მხოლოდ დეკორატიული ელემენტი.
შეჯამებისთვის ვიტყოდი, რომ იდეა პანორამას, როგორც საინვესტიციო აქტივის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის პირველ რიგში გათვლილია უსაფრთხო და კომფორტულ ცხოვრებაზე. სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება პროექტის ჩაბარების პირობაც "მწვანე კარკასი+"
იდეა პანორამა I-ის შემთხვევაში "+" კონდიცია გულისხმობს, რომ სტანდარტულ მწვანე კარკასს ემატება უკვე დამონტაჟებული გათბობის ქვაბი მილგაყვანილობით და სათავსოები გათბობის ქვაბისთვის და კონდიცირების გარე ბლოკებისთვის.
იდეა პანორამა II-ის შემთხვევაში "+" კონდიცია გულისხმობს, რომ სტანდარტულ მწვანე კარკასს ემატება იატაკქვეშა გათბობა, რაც ბაზარზე დღეს საკმაოდ იშვიათია. ასევე, სათავსოები გათბობის ქვაბისთვის და კონდიცირების გარე ბლოკებისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეთავაზებებისა და სპეციალური პირობების შესახებ, მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს ტელეფონის ნომერზე +995 599 511 911 ან ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ideadevelopment.ge
