19 სექტემბერს, Nexia Georgia მასშტაბურ ფინანსურ კონფერენციას უმასპინძლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, Nexia Georgia-მ, 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების კონფერენცია დააანონსა, რომელიც 19 სექტემბერს, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება.

ღონისძიება, რომელიც Nexia Academy-ის ეგიდით ტარდება, ფინანსური სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იქნება და ტრადიციულად, 200-მდე პროფესიონალს გააერთიანებს.

კონფერენციის პროგრამა მოიცავს ფინანსური მართვის, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და სამართლებრივი რეგულაციების თანამედროვე საკითხებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ უახლეს სტანდარტებს და განიხილონ საუკეთესო პრაქტიკები ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციისთვის.

5 საათიანი შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და დეკლარირებული მონაცემების შესაბამისობა, დაკავშირებული მხარეებისგან მიღებული სესხების აღრიცხვა ფასს სტანდარტების შესაბამისად, სესხის კაპიტალად გადაკვალიფიცირება, სახელმწიფო გრანტების ბუღალტრული აღრიცხვა, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების გაუფასურება, ძირეული განსხვავებები სრულ ფასს-სა (IFRS) და მსს ფასს-ს (IFRS for SMEs) შორის; ასევე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი რეგულაციები და ბუღალტრებისა და აუდიტორების პასუხისმგებლობა.

კონფერენციის სპიკერებად წარდგენილნი არიან 15+ გამოცდილების მქონე ტრენერები, მათ შორის Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი, ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტის განვითარების დირექტორი ლიკა კოღუაშვილი, ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის დირექტორები ანა გაბედავა და პაატა შარაბიძე და სხვ. მათი მრავალწლიანი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები სხვადასხვა სფეროში Nexia-ს კონფერენციას გამოცდილების გაზიარების უნიკალურ პლატფორმად აქცევს.

"ჩვენი მიზანია, მონაწილეებს მივაწოდოთ პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ეფექტური გადაწყვეტილებებს მიიღებაში დაეხმარებათ. სწორედ, Nexia-ს პროფესიონალების უშუალო ჩართულობა, პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და აუდიტორიის აქტიური, ინტერაქტიული მონაწილეობა ხდის ჩვენს ღონისძიებებს ყოველწლიურად უფრო და უფრო უფრო მოთხოვნადს" - სალომე ზარიძე, Nexia Academy-ის მენეჯერი.

რეგისტრაცია ფინანსური ანგარიშგების კონფერენციაზე ამჟამად ღიაა. მსურველებს შეუძლიათ 16 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://forms.office.com/e/95VhWbX3Ct