Sponsored Content

ყავის ახალი ტრადიცია – გიორგი აივაზიანი Coffee Lab-სა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობაზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულ რამდენიმე წლის წინ თბილისში ყავის კაფეების კულტურა ჯერ კიდევ ნაკლებად გავრცელებული იყო, რჩეული (Specialty) ყავა კი უცხო ხილი. სამი წლის წინ ქალაქის ქუჩები Coffee Lab-ის ახალმოხალული, მომჟავო და ხილოვანი ყავის არომატით აივსო და თბილისშიც ყავის ახალი რიტუალები დამკვიდრდა.

საქართველოს ბანკსა და ყავის ლაბორატორიას თანამშრომლობის დიდი ისტორია აკავშირებს. ჟინის კამპანიამ კი ინოვაციური ბრენდები საერთო იდეის გარშემო გააერთიანა. კარგ ყავაზე, ქოფიშოფ კულტურასა და ჟინზე Coffee Lab-ის დამფუძნებელი გიორგი აივაზიანი გვესაუბრა.

ახალი გემოს ძიებაში

გიორგი წლები საბანკო სექტორში მუშაობდა და პროფილის შეცვლა უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა. საქართველოში დაბრუნებულმა ანტრეპრენერობა გადაწყვიტა და სწავლის პერიოდში ყავის კაფეებში გატარებულმა დრომ ყავის ლაბორატორიის იდეა შთააგონა. რჩეულ (Specialty) ყავამდე ბევრმა კვლევამ და ლონდონის ყავის ფესტივალმა მიიყვანა. მიხვდა, რომ სწორედ ამ გამორჩეულ გემოვნურ თვისებებსა და ყავის მიმართ სკრუპულოზური მიდგომის გარშემო უნდა აეგო საქართველოში ერთ-ერთი პირველი ყავის კაფეს იდენტობა.

"რაღაც ახლის და გამორჩეული შექმნა გვინდოდა. ისეთი გემოსი, რომელიც ძალიან შეგიყვარდება და მთელ შენს ყავის რიტუალს შეცვლის", - ამბობს გიორგი.

ყავის მზადება როგორც ხელოვნება

ყველაფერი გამორჩეული დიდ შრომასთან და დროსთან ერთად, მოითხოვს ჟინს, რომელიც შენს იდეას ხორცს შეასხამს, თან ზუსტად ისე, როგორც შენ გსურს. ჟინმა გიორგის კომპრომისებზე წასვლის ნება არ მისცა და რჩეული (Specialty) ყავის მომზადების ყველა ეტაპში დაახელოვნა.

როგორც გიორგი განმარტავს, რაც უფრო ახალი მოხალულია ყავა, მით უფრო ინტენსიური და დახვეწილი გემო აქვს. სწორედ ამიტომ, Coffee Lab-ში ყავის მწვანე მარცვლებს გამორჩეული მომწოდებლებისგან იღებენ და თერმულ დამუშავებასაც ადგილზე, თავად ახორციელებენ.

"ჟინიც ხომ ეს არის, არ გაგაჩერებს და ყველაზე მეტად სირთულეების გადალახვის დროს გჭირდება. გადავწყვიტეთ, არ წავსულიყავით არც ერთ კომპრომისზე და ყავის ახალი გემო და მისი მირთმევის ტრადიცია დაგვეფუძნებინა".

ახალი ხილი და რჩეული გუნდი

ყავა რომ ხილია და აქვს მომჟავო გემო – ის სიახლე იყო, რომელიც Coffee Lab-ის აწ უკვე ერთგული მომხმარებელი ეტაპობრივად შეეჩვია. ამ პროცესს, როგორც ხშირად ხდება, თან ახლდა ეჭვები, რისკები და ზოგჯერ განსხვავებული გემოთი უკმაყოფილო სტუმრებიც.

"როგორი პროდუქტიც უნდა აწარმოო, ყველას ვერ მოეწონები, შენ თავად უნდა აარჩიო, ვინ ხარ და შენს გზას დაადგე. ჩვენი გზა საკმაოდ რთული აღმოჩდა, მაგრამ გრძელვადიანმა პერსპექტივამ ცხადყო, რომ მიმართულება ნამდვილად სწორად ავირჩიეთ".

გემრიელ ყავასთან ერთად Coffee Lab განსაკუთრებულად მხიარული და მეგობრული გუნდით გამოირჩევა, რაც გიორგისთვის ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. წარმატებას სწორედ ამ გუნდს უკავშირებს, რომელსაც თავისი საქმის კეთება ძალიან უყვარს და თავის გარშემო უკვე შემოკრიბა Coffee Lab-ის ერთგულ მომხმარებელთა კომუნა. იმისათვის რომ ამ კომუნას მუდამ განსაკუთრებული სიახლეებით გაუმასპინძლდეს, გიორგის გუნდი არ ჩერდება და ყოველ მიღწევას განვითარების ახალი გეგმით აღნიშნავს.

ჟინით სავსე პარტნიორობა

სირთულეებით სავსე ეს გზა გიორგიმ საქართველოს ბანკის დახმარებით გაიარა, რომელიც მის სითამამეს და ჟინს მუდმივად უჭერდა მხარს მოქნილი ფინანსური სერვისებით.

"დღეს კი იდეის მიმართ ერთგულებამ და ფარხმალდაუყრელად სწრაფვამ ერთი კამპანიის ქვეშ გაგვაერთიანა!"

ჟინის კამპანიის ფარგლებში ყავის ლაბორატორიის სტუმრების შემოქმედებით ენერგიაზე, არომატული ყავის გამორჩეულ გემოსთან ერთად, ფინჯნებზე დატანილი ინსპირაციული ფრაზებიც ზრუნავს.

ინოვაციური მიზნებისკენ სვლა იშვიათად არის მარტივი, თუმცა ჟინიანი ადამიანების ისტორიები მოწმობს, რომ თუ არ გაჩერდები, აუცილებლად აღმოაჩენ გზას, რომელიც უნიკალურად შენია!