სქაიტელმა სიმნეტის ინტეგრაცია დაასრულა: განახლებული პირობები, სერვისები და გაფართოებული დაფარვის ზონა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სიმნეტი, მისი მრავალწლიანი რეგიონული გამოცდილებით უკვე სქაიტელის ნაწილია. კომპანია სიმნეტი, რომელიც 2012 წლიდან წარმატებით ოპერირებდა და გამოირჩეოდა ხელმისაწვდომობით საქართველოს რეგიონებში, ოფიციალურად შეუერთდა სქაიტელის ეკოსისტემას.

ინტეგრაციის პროცესი დასრულებულია და შედეგად, ბრენდი სიმნეტი წყვეტს ოპერირებას. მისი ქსელი, აბონენტები და პროფესიონალთა გუნდი საქმიანობას სქაიტელის სახელით განაგრძობენ. კომპანიის ინტეგრაციის პროცესი საქართველოს კომუნიკაციების კომისიის (ComCom) თანხმობითა და რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა. ამიერიდან, კავშირისა და სერვისის ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას სქაიტელი იღებს.

რა იცვლება მომხმარებლებისთვის? - მომსახურების ახალი სტანდარტი სქაიტელისგან

სიმნეტის აბონენტებისთვის ცვლილება მხოლოდ ლოგოსა და სახელწოდების ცვლილებას არ გულისხმობს. თუ აქამდე მომხმარებლები საბაზისო მომსახურებას იღებდნენ, სქაიტელთან ერთად ისინი სერვისისა და მხარდაჭერის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადიან, რაც მოიცავს:

გაფართოებული სერვისები: მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ციფრული ტელევიზია როგორც საცალო, ისე ბიზნეს სექტორისთვის;

ერთიანი საკონტაქტო ცენტრი და მომსახურების სტანდარტიზებული პროცესები;

ქსელის ცენტრალიზებული მონიტორინგი და ინციდენტებზე პროაქტიული რეაგირება, გეგმური ტექნიკური განახლება და მოდერნიზაცია;

სწორედ მომსახურების მაღალი სტანდარტი გამოარჩევს სქაიტელს სხვა პროვაიდერებისგან: აბონენტი იღებს არა მხოლოდ ფიზიკურ წვდომას ინტერნეტთან, არამედ მართვად და გარანტირებულ სერვისს, პასუხისმგებლობის მკაფიო პირობებით.

სქაიტელი - კავშირი და სერვისი ყველგან, სადაც საქართველოა

სქაიტელი 2010 წლიდან ავითარებს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, რათა ხარისხიანი ინტერნეტი და ციფრული სერვისები ხელმისაწვდომი იყოს როგორც ქალაქებში, ისე სოფლებსა და მცირე დასახლებებში, განსაკუთრებით მოშორებულ და მაღალ მთიან რაიონებში.

ამჟამად სქაიტელი ფლობს და მართავს 7 000 კმ-ზე მეტ საკუთარ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს და 1 200-ზე მეტ რადიო წვდომის წერტილს. ამასთან, მჭიდროდ თანამშრომლობს ოუფენ ნეტთან (Open Net, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა) რის შედეგადაც სქაიტელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართო დაფარვას უზრუნველყოფს. კომპანიაში დასაქმებულია 450-ზე მეტი თანამშრომელი სრულ განაკვეთზე, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში საქმიანობს.

სქაიტელი არა მხოლოდ ქსელს ავითარებს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონულ დასაქმებასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაში.

სქაიტელის ზრდა, მათ შორის, 40-ზე მეტი კომპანიის წარმატებულ შესყიდვასა და ინტეგრაციას ეფუძნება. ეს სტრატეგია ეხმარება დაფარვის ზონის გაზრდაში, ქსელის ხარისხის გაუმჯობესებასა და რეგიონებში სერვისის დახვეწაში.

გაძლიერებული ქსელი: გეოგრაფია, ტექნოლოგიები და გუნდი

"სიმნეტის ინტეგრაცია აძლიერებს ჩვენს ქსელს როგორც გეოგრაფიულად და ტექნოლოგიურად, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს უფრო ფართო დაფარვას, სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტს, რაც ციფრულ ყოველდღიურობას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. სიმნეტის თანამშრომლებისთვის კი ეს არის პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის გაგრძელება. ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე იყო შრომის უსაფრთხოების სტანდარტები - სიმნეტის ტექნიკური პერსონალი სრულად გადამზადდა.

ჩვენი სტრატეგია ეფუძნება მდგრად ციფრულ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალურ ათვისებასა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ეს ინტეგრაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ციფრული მომავლისთვის: საიმედო ინტერნეტი უნდა იყოს სტანდარტი არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებში, განსაკუთრებით კი - მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადგილებში". - აღნიშნავს სქაიტელის გენერალური დირექტორი, არმან ობოსიანი.

სქაიტელი ავითარებს სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის - ახლა უკვე მომსახურების ერთიანი, მაღალი სტანდარტით ყველა აბონენტისთვის, მათ შორის სიმნეტის ყოფილი მომხმარებლებისთვის.

დღეის მდგომარეობით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (ComCom-ის) ოფიციალური მონაცემებით, სქაიტელი მყარად იკავებს პოზიციას, როგორც საქართველოს მესამე უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერი. ყველგან, სადაც საქართველოა!*

skytel.ge, შპს სქაიტელი (სკ: 400013748), კონტაქტ ცენტრი: +995 32 2 500 300

"ყველგან, სადაც საქართველოა!" დარეგისტრირებულია სს "საქპატენტში" სქაიტელის მიერ.

#SkyTel #სქაიტელი #SimNetGeorgia #სიმნეტი #ComCom #OpenNet #საყოველთაოინტერნეტიზაცია #DigitalGeorgia #ყველგანსადაცსაქართველოა #InternetForAll #RuralConnectivity